24 წლის ქართველი შემტევი უკრაინაში საკვანძო და ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მოთამაშედ დაასახელეს
სანდრო კობახიძე თბილისშია და ეროვნულ გუნდთან ერთად ალბანეთთან ამხანაგური მატჩისთვის ემზადება.

...როგორც იქნა, უკრაინაში გადასვლიდან სამი წლის შემდეგ ეს ნიჭიერი ფეხბურთელი მოხვდა მწვრთნელთან, რომელიც ენდობა და ათამაშებს - კიევის "არსენალის" დამრიგებელმა ლეონიდ კუჩუკმა ინტერვიუში თქვა, რომ იჯარით დამატებული მოთამაშეებიდან მხოლოდ ორი დაიტოვა, მათ შორის კობახიძე. მიზეზი? ჩემი იმედები გაამართლაო.

უკრაინის ჩემპიონატის პირველ წრეში სპეციალისტებმა ახალი კობახიძე იხილეს - ისეთი, როგორც ჩვენ "დინამოდან" გვახსოვს, შემოქმედებითი, არაორდინალური და სასარგებლო. განვლილი ეტაპის შეჯამებისას ქართველი "არსენალის" საკვანძო და ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მოთამაშედ დაასახელეს.

საქართველოს ნაკრებისა და კიევის "არსენალის" 24 წლის შემტევი ნახევარმცველი გუნდში საკუთარი მდგომარეობით კმაყოფილია:

"ვგრძნობ, რომ "არსენალის" მთავარი მწვრთნელი მენდობა და ძირითადისთვის ვჭირდები. მოსამზადებელ ეტაპზე თითქმის ყველა მნიშვნელოვანი საკონტროლო მატჩი ამიტომაც მათამაშა. ფაქტია, რომ "არსენალის" შემადგენლობაში ჩავჯექი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მსიამოვნებს და ვცდილობ, მწვრთნელს იმედები გავუმართლო".

კობახიძეს კონტრაქტი დნეპროპეტროვსკის "დნიპროსთან" აკავშირებს. ამ კლუბში კი მხოლოდ დუბლებში იყენებდნენ და თავის გამოჩენის შანსი არ მიუციათ, მის ავ-კარგიანობა რომ შეეფასებინათ. ბოლო ორი წელია, სანდრო იჯარით გაუშვეს ჯერ კრივოი როგის "კრივბასში", შემდეგ კი "არსენალში".

თავი განსაკუთრებით ამ უკანასკნელში გამოიჩინა და ახლა კობახიძეს საქმე ასარჩევად ჰქონია:

"არ დავმალავ, რომ ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე საკმაოდ საინტერესო შემოთავაზებები მქონდა - უკრაინული და სხვა ქვეყნების კლუბები დამიკავშირდნენ, მაგრამ წასვლაზე თავი შევიკავე. ზაფხულამდე კიეველებთან დავრჩები. გუნდიდან წასვლაზე ჯერ არც ვფიქრობ, რადგან კარგია იქ, სადაც კარგად ხარ, "არსენალში" კი თავს მშვენივრად ვგრძნობ".

სანდრო არ მალავს, რომ მისით თბილისის "დინამო" იყო დაინტერესებული:

"ჩემს ყოფილ კლუბთან მოლაპარაკება ადრე მქონდა, მაგრამ საქმე სერიოზულად განხილვამდე არ მისულა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე