მარტვილის "მერანი" მეორე წრის შეხვედრებს სავარაუდოდ, საკუთარ მოედანზე ჩაატარებს
საქართველო გამართული საფეხბურთო ინფრასტრუქტურით ნამდვილად არ გამოირჩევა. სტადიონთან დაკავშირებული პრობლემები უმაღლესი ლიგის რამდენიმე გუნდს აქვს.

ერთ-ერთი მათგანი მარტვილის "მერანია", რომელსაც ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ორი საშინაო ("კოლხეთთან" და "მეტალურგთან" ) მატჩის გამართვა ზუგდიდში, საფეხბურთო კლუბ "ბაიას" ხელოვნურსაფარიან მოედანზე მოუწია.

"მარტვილში სტადიონის სარეკონსტრუქციო სამუშაოები ხუთი წლის წინათ, "მერანის" კერძო მფლობელის ხელში გადასვლის მერე დაიწყო. კლუბის პრეზიდენტ ფრიდონ ინჯიას მიერ ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და დღესაც კეთდება. მაშინ ინდივიდუალური სკამები დამონტაჟდა, შეკეთდა გასახდელები და მოგვარდა საშხაპეების პრობლემა.

ვიცით, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სტადიონის შემოღობვა, რათა უსაფრთხოების თვალსაზრისით პრობლემები არ შეგვექმნას. თუ ამინდებმა არ შეგვიშალა ხელი, სამუშაოები, დაახლოებით ერთ კვირაში დასრულდება", - გვითხრა კლუბის დირაქტორმა ელდარ ბაკურიამ.

თუმცა, "მერანის" მთავარი საფიქრალი, მოედნის ხარისხის არასახარბიელო მდგომარეობაა, რომელზედაც მეტოქეთა გუნდის წარმომადგენლებს არაერთხელ გამოუთქვამთ უკმაყოფილება.

ამ საკითხთან დაკავშირებით ელდარ ბაკურიამ ასეთი კომენტარი გააკეთა:

"ნებისმიერი გუნდის კოზირი საკუთარ არენაზე თამაშია. ჩვენი წარმატებული ასპარეზობის უმთავრესი სტიმული ხომ მარტვილელი ქომაგები არიან?

რაც შეეხება მოედანს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შეგვპირდა, რომ ამ პრობლემას ზაფხულისთვის მოგვიგვარებს.

იმედია, მომავალი სეზონისათვის თანამედროვე სტადიონი გვექნება. ამჟამად, საფარი ნორმალურ მდგომარეობაშია".

შეგახსენებთ, რომ მორიგ კალენდარულ მატჩს "მერანი" სტუმრად, "ბაიასთან" 4 მარტს გამართავს, ხოლო მეორე წრის შეხვედრებს სავარაუდოდ შინ, მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე ჩაატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე