პირველად რუსეთში, კლუბმა ფეხბურთელებს საერთო იურისდიქციის სასამართლოში უჩივლა
როგორც ჩანს, ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგასა" და ქართველ ფეხბურთელებს შორის დავას დასრულება კიდევ კარგა ხანს არ უწერია. კლუბის ახალი ხელმძღვანელობა თავისი ყოფილი ფეხბურთელებისგან, ლაშა სალუქვაძისგან და გოგიტა გოგუასგან ითხოვს - დოკუმენტურად დაასაბუთონ, რომ ე.წ. "გადასვლასთან დაკავშირებული საკომპენსაციო გადასახადები" მიზნობრივად დახარჯეს.

"ვოლგა" მოტივად საგადასახადო სამსახურის მოთხოვნას ასახელებს, თუმცა თავად ქართველი ფეხბურთელები ყოფილ კლუბთან თავს ანგარიშვალდებულად სულაც არ მიიჩნევენ.

გოგუამ და სალუქვაძემ რუსეთის საფეხბურთო კავშირის სადავო საკითხების პალატას მიმართეს, თუმცა ამ უწყებამ ქართველთა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ამ დროისთვის საკითხს რუსეთის საფეხბურთო კავშირის, ფეხბურთელთა სტატუსის კომიტეტი განიხილავს.

თავის მხრივ "ვოლგამ" ამ ორგანოს ვერდიქტს არ დაუცადა და გაისტუმრა რა ფეხბურთელთა ყველა ვალი, უმალ მათი საბანკო ანგარიშები გაყინა. ამასთან, ნიჟნინოვგოროდის კლუბმა საერთო იურისდიქციის სასამართლოში იჩივლა, სადაც სალუქვაძისგან და გოგუასგან საკომპენსაციო თანხის დაბრუნებას ითხოვს.

აღსანიშნავია, რომ ეს შემთხვევა პირველია რუსეთში, როცა საფეხბურთო კლუბი დახმარებას საერთო იურისდიქციის სასამართლოს სთხოვს.

მომზადებულია championat.com-ის მიხედვით

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"