თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ნაკრები 4 მარტს ბელგრადში გაემგზავრება
გაირკვა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა, რომელიც 4 მარტს ბელგრადში ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრება.

ბესარიონ გუჩაშვილი (55), მალხაზ ზარქუა 60), ოთარ თუშიშვილი (66), დავით ხუციშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (84), გიორგი გოგშელიძე (96), დავით მოძმანაშვილი (120) - ზაზა თურმანიძემ ამ სპორტსმენებს ანდო ქვეყნის პრესტიჟის დაცვა კონტინენტის პირველობაზე.

ჩვენი ნაკრები ახლა დუშეთში, ოლიმპიურ ბაზაზე გადის დასკვნით შეკრებას.

ჯერ ისევ გაურკვეველია ბერძენ-რომაელთა გუნდის შემადგენლობა. შესაძლოა, იქაურთა მთავარმა მწვრთნელმა ბეგი დარჩიამ ადრინდელი გადაწყვეტილებაც შეცვალოს და ერთადერთი ლიცენზირებული სპორტსმენი, მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი მანუჩარ ცხადაია (66), აგრეთვე ევროპის ჩემპიონი რევაზ ლაშხი (60) კვლავ თავის წონებში აჭიდაოს.

აქამდე მწვრთნელი მათ გამოყვანას ზედა წონებში აპირებდა, თუმცა ახლა 74-ში ახალგაზრდებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილის გამოცდაც სურს, ამ შემთხვევაში კი ცხადაიამ უნდა დაიკლოს და თავის წონას დაუბრუნდეს.

თავის მხრივ, ამით ლაშხიც იძულებულია, დაიკლოს და ისევ 60-ს დაუბრუნდეს. საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მწვრთნელი, უახლოეს დღეებში გაირკვევა. არც ისაა გამორიცხული, ლაშხი ახლა დაასვენოს და მერე სალიცენზიო ტურნირებში აჭიდაოს, თუმცა ცხადაიას საკითხი მაინც ღიად რჩება - მას ბევრის დაკლება მოუწევს 66-ში დასადგომად.

ბერძენ-რომაელთა ნაკრებიც დასკვნით შეკრებაზეა, ოღონდ დუშეთში სპორტის სხვა სახეობების სიმრავლის გამო ადგილი აღარ იყო და ესენიც ბორჯომში წავიდნენ, სადაც კვლავ სპორტკომპლექს "ოლიმპში" დაბინავდნენ.

volnik
55-ში გუჩაშვილი რატო და არა ხინჩეგაშვილი??
[VIDEO] ქართველი, რომელსაც არაფერი აშინებს - საბა ლაზიშვილმა ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად