პრიმერადივიზიონის "სარაგოსამ" ორ ფეხბურთელს გაუწყვიტა კონტრაქტი. ხორვატი მცველი მარკო ბაბიჩი და კამერუნელი ნახევარმცველი ფრანკ სონგოო ამიერიდან არაგონული კლუბის წევრები არ არიან.

პრიმერადივიზიონის "სარაგოსამ" ორ ფეხბურთელს გაუწყვიტა კონტრაქტი. ხორვატი მცველი მარკო ბაბიჩი და კამერუნელი ნახევარმცველი ფრანკ სონგოო ამიერიდან არაგონული კლუბის წევრები არ არიან. "ლოს ბლანკილოსის" ხელმძღვანელობას ამ ფეხბურთელთა გასხვისება სურდა, მაგრამ სატრანსფერო ფანჯარა ისე დაიხურა, ვერ შეძლო მათი დაბინავება. "სარაგოსა" მზად იყო სონგოო და ბაბიჩი იჯარითაც დაეთმო, მაგრამ ვერც ეს ვარიანტი განხორციელდა. კლუბმა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მათ მოქმედი კონტრაქტები გაუწყვიტა და ახლა ისინი თავისუფალი აგენტები არიან.

ფრანკ სონგოო 23 წლისაა, ის ცნობილი კამერუნელი გოლკიპერის, ჟაკ სონგოოს ვაჟია. ფრანკი ფეხბურთელად "ბარსელონას" ახალგაზრდულ გუნდებში ჩამოყალიბდა. 2005 წელს სონგოო ბრიტანულ "პორტსმუთში" გადავიდა, სადაც თავი ვერაფრით გამოიჩინა და ესპანეთში დაბრუნდა - 2008 წელს "სარაგოსას" წევრი გახდა და 11-ნომრიანი მაისურაც მიიღო. ფრანკი საფრანგეთის მოქალაქეა და საფრანგეთის 19-წლამდელთა ნაკრებშიც უთამაშია, თუმცა ბოლოს მაინც კამერუნის ნაკრები არჩია.

მარკო ბაბიჩი 29 წლისაა, ის შარშან "ჰერტადან" გადავიდა "სარაგოსაში" და ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხორვატიის ნაკრებში მას 49 მატჩი აქვს ჩატარებული და 3 გოლი აქვს გატანილი. "ორივე მხარისთვის მისაღებ გადაწყვეტილებად ამ ორ ფეხბურთელთან კონტრაქტების გაწყვეტა მივიჩნიეთ. დღეიდან მათ ნებისმიერ კლუბთან შეუძლიათ მოლაპარაკების დაწყება", - იუწყება არაგონელთა ოფიციალური საიტი.

ლელო

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა