"ბორუსიას" გენერალური მენეჯერი დარწმუნებულია, რომ პოლონელი თავდამსხმელი BVB-ში როგორც მინიმუმ 2014 წლამდე დარჩება
ბუნდესლიგის ლიდერ დორტმუნდის "ბორუსიას" გენერალური მენეჯერი ჰანს-იოახიმ ვატცკე დარწმუნებულია, რომ პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი BVB-ში როგორც მინიმუმ 2014 წლამდე, ანუ, კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე დარჩება, საუკეთესო შემთხვევაში კი "ბორუსიასთან" ახალ ხელშეკრულებასაც გააფორმებს.

"რობერტი ჭკვიანი ბიჭია და იმედი მაქვს, ხვდება, რომ მისთვის მიუნხენის "ბაიერნში" გადასვლას აზრი არ აქვს, რადგან იქ მარიო გომესს სასტარტოში თამაში გარანტირებული აქვს," - უთხრა ვატცკემ ჩვენს გერმანელ კოლეგებს. შეგახსენებთ, რომ დიდი ხანია, გერმანიაში მუსირებს ხმები იმის შესახებ, რომ მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელები ზაფხულში ლევანდოვსკის გადაბირებაზე სერიოზულად ფიქრობენ.

ვატცკე დარწმუნებულია, რომ პოლონელი თავდამსხმელი ყველაფერს ხვდება და რომ "ბორუსიაში" დარჩება. ლევანდოვსკის გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატში 16 გოლი აქვს გატანილი და ბუნდესლიგის ბომბარდირთა რეიტინგში მხოლოდ ხსენებული გომესისა და შალკელი კლაას-იან ჰუნტელაარის წყვილს (18-18 გოლი) ჩამორჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად