აღშფოთებულმა ნახევარმცველმა რუსულ კლუბთან კონფლიქტის დეტალებზე ღიად ისაუბრა
ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ყოფილი ნახევარმცველი გოგიტა გოგუა კლუბის მოთხოვნით აღშფოთებულია. რუსული კლუბი მისგან და კიდევ ერთი ყოფილი ლეგიონერისგან, ლაშა სალუქვაძისგან, მიღებული თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს (იხილეთ სტატია).

ამჟამად უკვე თბილისის "დინამოს" ფეხბურთელმა გოგიტა გოგუამ, "ვოლგასთან" გაჭიანურებულ დავი-დარაბასთან დაკავშირებით, რუსულ გაზეთ "სპორტ-ექსპრესს" ინტერვიუ მისცა.

- როდესაც "ვოლგაში" გადავედი, შეთანხმებისამებრ, გარკვეული საკომპენსაციო თანხა მომცეს. თავიდან ყველაფერი ნორმალურად იყო, მაგრამ შემდეგ მე და კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელი - გოჩა ხოჯავა და ლაშა სალუქვაძე დუბლებში გადაგვიყვანეს.

ნახევარი წელი ხელფასს არ გვიხდიდნენ. გუნდში ყოფნა არაკომფორტული ხდებოდა. ხელმძღვანელობამ კონტრაქტის ვადამდე გაწყვეტა და წასვლა შემოგვთავაზა.

სასამართლოც იყო, რომელიც უეფას დახმარებით მოვიგეთ. კლუბს ყველა ვალის გადახდა მოუხდა. აუცილებელი თანხა გადაირიცხა, მაგრამ ჩემი საბანკო ანგარიში იქვე დაიბლოკა და თანხის ბარათზე გადატანის არანაირი შესაძლებლობა არ იყო. ამით კლუბს იმის ჩვენება სურდა, რომ მოთამაშეთა ვალები არ ჰქონდა.

ახლა მეუბნებიან: სად არის ფული, რომელიც მიიღე და სად დახარჯე?

ასეთ შემთხვევას პირველად წავაწყდი. არსად მსმენია, რომ ფეხბურთელს ანაზღაურება კლუბისთვის უკან დაებრუნებინოს.

- არ გიცდიათ გაგეგოთ, რატომ მაინც და მაინც ქართველ ფეხბურთელებს არ უხდიდნენ ხელფასს?

- არ ვიცი. შეიძლება იმიტომ, რომ ჩვენ სხვა ეროვნების ვართ. ვიცი, რომ რუსეთში ყველა სპორტსმენს პატივს სცემენ. მაგრამ "ვოლგა"... რა კლუბია ეს?! დამტანჯეს: არსად თამაშის საშუალებას არ მაძლევდნენ, ვარჯიშსაც კი მიშლიდნენ.

რამდენი ნერვიულობა გადამხდა... რა დავაშავე, ვიღაც კრიმინალი ხომ არ ვარ? ეს ჩემი ფულია, რომელიც საკუთარი ოფლით გამოვიმუშავე. მსურს, რომ რუსეთის საფეხბურთო კავშირმა ამ კლუბს ყურადღება მიაქციოს.

არ მესმის, რა საჭირო იყო ჩემი გადაყვანა და შემდეგ თანხის მოცემა, რათა შემდეგ ის თანხა უკან გამოეთხოვათ. გროზნოს "ტერეკთან" მატჩიდან ორი დღის შემდეგ გუნდში მივედით და გავიგეთ, რომ მე , ხოჯავას და სალუქვაძეს გვაგდებდნენ. ვიკითხეთ - რატომ? მწვრთნელმა გვითხრა: ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა. მივედით მასთან და გვესმის: მწვრთნელმა გაგაგდოთ. როგორ შეიძლება ახსნის გარეშე ამის თქმა?! რატომ უნდა იტანჯებოდეს ფეხბურთელი?

- თქვენთან ურთიერთობა ომარ თეთრაძის წასვლის შემდეგ გაუარესდა?

- ეს კლუბის ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ მოხდა. გვითხრეს, რომ გუნდში საერთოდ არ გამოვჩენილიყავით. რა, ფეხბურთისთვის თავი უნდა დაგვენებებინა? "ვოლგაში", როგორც ფეხბურთელმა, ყველაფერი დავკარგე, აღარავის ვჭირდებოდი.

დღეს ეს მე შემეხო, ხვალ მსგავს მდგომარეობაში სხვები აღმოჩნდებიან.

- შეგიძლიათ იმ თანხის დასახელება, რომელსაც კლუბი თქვენგან ითხოვს?

- ეს თანხა იმაზე ორჯერ მეტია, რაც თავიდან მომცეს. რა განუკითხაობაა?! კლუბს თავიდანვე კონტრაქტში არ ჩაუწერია, რომ დამესაბუთებინა, სად და რაში დახარჯავდი თანხას. საიდან უნდა მცოდნოდა, რომ შემდეგ, რაღაც დოკუმენტებით, ანგარიშის ჩაბარება მომიხდებოდა? რუსეთში შვიდი წელი ვიცხოვრე და ვითამაშე და მსგავსი არსად არაფერი მინახავს.

- როგორ ფიქრობთ, სასამართლოში საქმის მოგების შანსი გაქვთ?

- როგორ უნდა მოვიგოთ საქმე, თუ გარჩევა ნიჟნი ნოვგოროდში გაიმართება? ძალიან მეეჭვება. ერთი სიტყვით, ამ მდგომარეობაში რუსეთის საფეხბურთო კავშირის დახმარების დიდი იმედი გვაქვს.

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა