ალბანეთის ნაკრებთან გამართული 11 მატჩიდან 6 მოგება გვაქვს, 2 ფრე და 3 წაგება, ბურთების შეფარდება კი - 17-9
სასიამოვნოა, როცა თანამედროვე ფეხბურთში კვლავაც "არსებობენ" ჩვენთვის სასურველი მეტოქეები და ამ კატეგორიას, უპირველეს ყოვლისა, ალბანეთის ნაკრები უნდა მივაკუთვნოთ.

ჩვენ მოწინააღმდეგესთან მთლად აბსოლუტური შედეგი არა გვაქვს, მაგრამ მაინც "თვალსა და გულს უხარია", როცა საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებების ურთიერთდაპირისპირებათა სტატისტიკურ მონაცემებს გავიხსენებთ ხოლმე: 11 მატჩიდან 6 მოგება გვაქვს, 2 ფრე და 3 წაგება (ბურთების სხვაობაშიც სოლიდური უპირატესობით ვამაყობთ - 17-9).

მოკლედ, 29 თებერვალს საქართველოს ნაკრები თავისთვის მართლაც სასურველ მეტოქეს უნდა დაუპირისპირდეს და იმედი დავიტოვოთ, რომ თემურ ქეცბაიას გუნდი 2012 წლის პირველივე შეხვედრაში გამარჯვებას მოიპოვებს.

ბოლოს და ბოლოს, სტატისტიკაც ხომ აშკარად "საჩვენოა": ალბანელებს დღემდე ოთხჯერ ვუმასპინძლეთ და ოთხივეჯერ გავიმარჯვეთ! არც ის დაგვავიწყდეს, რომ ოთხივე მატჩი ოფიციალური იყო და, რაც მთავარია, ეს ოთხივე შეხვედრა "მშრალი ანგარიშით" მოვიგეთ და იმის იმედიც გვქონდეს, რომ ალბანელებს თბილისში გოლის გატანა კიდევ დიდხანს ექნებათ სანატრელი.

ალბანელთა წინააღმდეგ საქართველოს ნაკრები მოედანზე შვიდ მწვრთნელს გამოუყვანია და ამათგან საუკეთესო შედეგი ალექსანდრე ჩივაძესა და ვლადიმერ გუცაევს აქვთ - ორიდან ორი გამარჯვება; სხვა მწვრთნელთა მონაგარი ასეთია: მერაბ ჟორდანია - 1 მოგება და 1 წაგება, ალენ ჟირესი - 1 მოგება და 1 წაგება, კლაუს ტოპმიოლერი - 1 ფრე, ექტორ რაულ კუპერი - 1 ფრე, იოჰან ბოსკამპი - 1 ფრე.

ალბანელთა კარში 17 გოლი ათმა ფეხბურთელმა გაიტანა და ამათგან საუკეთესო შედეგი შოთა არველაძეს აქვს - სხვადასხვა დროს ექვსჯერ რომ დაამწუხრა ალბანელთა მეკარეები. ორ-ორი გოლი აქვთ გატანილი საქართველოს ნაკრების დღევანდელ თავკაცს თემურ ქეცბაიასა და ალექსანდრე იაშვილს, თითო-თითო - არჩილ არველაძეს, მიხეილ ყაველაშვილს, მიხეილ აშვეთიას, ლევან კობიაშვილს, გიორგი დემეტრაძეს, ლადო ბურდულსა და ლადო დვალიშვილს.

საქართველო-ალბანეთის ყველა დაპირისპირება

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

14. 12. 1994. ტირანა. "ქემალ სტაფა". 20 000 მაყურებელი

ალბანეთი-საქართველო 0:1

0:1 შ. არველაძე (18).

საქართველო: დევაძე - რევიშვილი, კუდინოვი, შელია, ჩიხრაძე - გოგიჩაიშვილი (65. მ. ჯიშკარიანი), ინალიშვილი, ქინქლაძე, ქეცბაია - გოგრიჭიანი, შ. არველაძე (75. ჯამარაული).

კაპიტანი: მურთაზ შელია

მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

26. 04. 1995. თბილისი. ეროვნული. 25 000 მაყურებელი

საქართველო-ალბანეთი 2:0

1:0 შ. არველაძე (2), 2:0 ქეცბაია (42).

საქართველო: დევაძე - ღუდუშაური, შელია (70. ნ. ლობჟანიძე), ინალიშვილი, კუდინოვი - გოგიჩაიშვილი, ჯამარაული, ქინქლაძე, ქეცბაია - ყიზილაშვილი (59. ა. არველაძე), შ. არველაძე

კაპიტანი: მურთაზ შელია

მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე

საერთაშორისო ტურნირი

08. 02. 1998. ლა ვალეტა (მალტა). "ტაქალი". 750 მაყურებელი

საქართველო-ალბანეთი 3:0

1:0 ქეცბაია (19), 2:0 ყაველაშვილი (29), 3:0 იაშვილი (70.)

საქართველო: გვარამაძე - სილაგაძე, შელია, შეყილაძე, ჩიხრაძე - ქეცბაია, კალაძე, ნემსაძე, ჯამარაული (74. კიკნაძე) - ყაველაშვილი, იაშვილი.

კაპიტანი: გიორგი ნემსაძე

მთვარი მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

05. 09. 1998. თბილისი. "ეროვნული". 45 000 მაყურებელი

საქართველო-ალბანეთი 1:0

1:0 ა. არველაძე (65)

საქართველო: გვარამაძე - კალაძე, სილაგაძე (43. კიკნაძე), წერეთელი, კობიაშვილი - ქეცბაია (54. ზ. ჯანაშია), ნემსაძე, ჯამარაული, ცქიტიშვილი - ქინქლაძე - იაშვილი (62. ა. არველაძე)

კაპიტანი: გიორგი ნემსაძე

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

09. 10. 1999. ტირანა. "ქემალ სტაფა". 6 000 მაყურებელი

ალბანეთი-საქართველო 2:1

1:0 რაკლი (30), 2:0 კოლა (36), 2:1 შ. არველაძე (52)

საქართველო: გრ. ჭანტურია - შეყილაძე, ჭიჭვეიშვილი, დიდავა, კალაძე - კობიაშვილი, ნემსაძე - ა. არველაძე (83. დ. ჯანაშია), ჯამარაული, გახოკიძე - შ. არველაძე

კაპიტანი: გიორგი ნემსაძე

მთავარი მწვრთნელი: იოჰან ბოსკამპი

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

06. 09. 2003. თბილისი. ეროვნული. 15000 მაყურებელი

საქართველო-ალბანეთი 3:0

1:0 შ. არველაძე (8), 2:0 აშვეთია (17), 3:0 შ. არველაძე (43).

საქართველო: ლომაია - ხიზანიშვილი, ქემოკლიძე, ნემსაძე კვირკველია - ბურდული (68. რეხვიაშვილი), ჯამარაული (59. ასათიანი), კობიაშვილი, იაშვილი - აშვეთია, შ. არველაძე (60. დემეტრაძე)

კაპიტანი: გიორგი ნემსაძე

მთავარი მწვრთნელი: მერაბ ჟორდანია

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

10. 09. 2003. ტირანა. "ქემალ სტაფა". 15 000 მაყურებელი

ალბანეთი-საქართველო 3:1

1:0 ჰასი (52), 2:0 ტარე (54), 2:1 შ. არველაძე (63), 3:1 ბუში (80).

საქართველო: ლომაია - ხიზანიშვილი, ქემოკლიძე (38. რეხვიაშვილი), დიდავა (65. დემეტრაძე), კვირკველია - ა. არველაძე (56. ქინქლაძე), ნემსაძე, ჯამარაული, კობიაშვილი - აშვეთია, შ. არველაძე

კაპიტანი: გიორგი ნემსაძე

მთავარი მწვრთნელი: მერაბ ჟორდანია

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

08. 09. 2004. თბილისი. "ლოკომოტივი". 25 000 მაყურებელი

საქართველო-ალბანეთი 2:0

1:0 იაშვილი (15), 2:0 დემეტრაძე (90)

საქართველო: დევაძე - მჟავანაძე, ხიზანეიშვილი, სალუქვაძე, კალაძე - ცქიტიშვილი, ასათიანი (58. კანკავა) - იაშვილი, ჯამარაული (77. კვირკველია), კობიაშვილი - შ. არველაძე (89. დემეტრაძე)

კაპიტანი: კახა კალაძე

მთავარი მწვრთნელი: ალენ ჟირესი

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

04. 06. 2005. ტირანა. "ქემალ სტაფა". 12 000 მაყურებელი

ალბანეთი-საქართველო 3:2

1:0 ტარე (6), 2:0 სკელა (33), 3:0 ტარე (55), 3:1 ბურდული (85), 3:2 კობიაშვილი (90).

საქართველო: სტურუა - ხიზანიშვილი, კალაძე, სალუქვაძე, კვირკველია - მაღრაძე (64. ბურდული), რეხვიაშვილი, ასათიანი (58. ვ. დარასელია), კობიაშვილი - ჯაკობია, დემეტრაძე (76. ბობოხიძე)

კაპიტანი: კახა კალაძე

მთავარი მწვრთნელი: ალენ ჟირესი

ამხანაგური მატჩი

22. 03. 2006. ტირანა. "ქემალ სტაფა". 2000 მაყურებელი

ალბანეთი-საქართველო 0:0

საქართველო: ლომაია (46. გრ. ჭანტურია) - მაღრაძე, ღვინიანიძე, შაშიაშვილი, ელიავა - ალადაშვილი (88. სეთურიძე), მენთეშაშვილი (35. განუგრავა), კანკავა (46. ფოფხაძე), გოგუა - ჯაკობია, გიგიაძე

კაპიტანი: ლაშა ჯაკობია

მთავარი მწვრთნელი: კლაუს ტომპიოლერი

ამხანაგური მატჩი

10. 06. 2009. ტირანა. "ქემალ სტაფა". 2000 მაყურებელი

ალბანეთი-საქართველო 1:1

0:1 დვალიშვილი (2), 1:1 აგოლი (59).

საქართველო: ბედიაშვილი - უ. ლობჟანიძე, ხიზანიშვილი, გ. კაშია, ფოფხაძე - რაზმაძე, კობიაშვილი (83. კლიმიაშვილი) - სეთურიძე, მერებაშვილი (59. მარცვალაძე), იაშვილი (78. დაუშვილი) - დვალიშვილი (65. ალექსიძე)

კაპიტანი: ლევან კობიაშვილი

მთავარი მწვრთნელი: ექტორ რაულ კუპერი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა