ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და `დინამოს~ კორტებზე ორ კვირას გრძელდებოდა თბილისისა და `რენას და დათოს~ თასის გათამაშება 14-16 წლის ჩოგბურთელთა შორის. შეჯიბრებას მრავალი სტუმარი ჰყავდა. ერთ-ერთი გახლდათ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებისა და საერთაშორისო ტურნირების არაერთგზის

ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და `დინამოს~ კორტებზე ორ კვირას გრძელდებოდა თბილისისა და `რენას და დათოს~ თასის გათამაშება 14-16 წლის ჩოგბურთელთა შორის. შეჯიბრებას მრავალი სტუმარი ჰყავდა. ერთ-ერთი გახლდათ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებისა და საერთაშორისო ტურნირების არაერთგზის გამარჯვებული და პრიზიორი იულია სალნიკოვა. მისი ვაჟი - სტეფანოს ციციპასი 14-წლიანებში გამოდიოდა და წყვილებში მეორე ადგილიც დაიკვა. თავად იულია ცნობილი საბჭოთა ფეხბურთელის, საკავშირო ნაკრებისა და მოსკოვის `სპარტაკის~ მოთამაშის სერგეი სალნიკოვის ქალიშვილია. სსრკ ჩემპიონატებზე იგი ლეილა მესხსაც უწევდა მეტოქეობას, 80-იანი წლების მიწურულს კი ისინი წყვილებში ერთად ავიდნენ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ტალინში.

- ლეილა მესხი ჩოგბურთელი დების - ირინა და მარინა მალაციძეების მეშვეობით გავიცანი. - მითხრა იულიამ. - მართალია, იგი ოთხი წლით უმცროსია, მაგრამ ჩვენი მეგობრობისთვის ამას ხელი არ შეუშლია. თუმცა, კორტებზე უშეღავათო მეტოქეები ვიყავით. თუ არ მეშლება, დადებითი ბალანსი ჩემს მხარეს უნდა იყოს. ერთხელ ერევანში საბჭოთა კავშირის თასის გათამაშებისას დავუპირისპირდით ერთმანეთს. მახსოვს, ბურთს რომ ვაწოდებდი, კორტზე უეცრად უშველებელმა ვირთხვამ გადაირბინა. ლეილამ შიშისგან შეკივლა, მე კი ხელები ჰაერში გამიშეშდა, მაგრამ მალევე მოვეგე გონს, როგორც უფროსმა, შიშიც ადრე დავძლიე და ის მატჩიც მოვიგე. მერე და მერე ლეილა უფრო დაწინაურდა. არა მარტო საბჭოეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც გაითქვა სახელი, ოლიმპიური თამაშების პრიზიორიც გახდა. ყოველთვის მიხაროდა მისი წარმატებები.

- სხვა ქართველ ჩოგბურთელებთან თუ გქონიათ ურთიერთობა?

- როგორ არა. როგორც გითხარით, ნაცნობობა მალაციძეებით დაიწყო. ალექსანდრე მეტრეველი მოსკოვში რომ ჩამოდიოდა სათამაშოდ, გოგონები სპეციალურად მივდიოდით კორტებზე მის საყურებლად. შესანიშნავი პიროვნება და ჩოგბურთელი გახლდათ თეიმურაზ კაკულია. დღემდე ვინარჩუნებ მეგობრულ ურთიერთობას მალაციძეებთან, ლეილა მესხთან, ლალი ზერეკიძესთან, სხვებთანაც. საერთოდ, ძალიან მსიამოვნებს ქართველებთან ურთიერთობა. თბილისში თავს შინაურულად ვგრძნობ.

- როგორც ვიცი, წყვილებში უფრო ტყუპისცალთან ერთად ამჯობინებდით ასპარეზობას...

- დიახ, ასე იყო. არბიტრებსა და მეტოქეებს უჭირდათ ჩვენი გარჩევა. ჩემს დას უფრო ძლიერი მოწოდება ჰქონდა, ამიტომ ხშირად მივმართავდით სპორტულ ეშმაკობას - ბურთს უფრო ხშირად ალა აწვდიდა, რაც მეტოქეთა ბანაკში გაუგებრობას და უკმაყოფილებას იწვევდა. არბიტრები სხვადასხვა ფერის წინდების ჩაცმას გვთხოვდნენ.

- შეყვარებულებსაც ხომ არ ერეოდით ერთმანეთში?

- (ეცინება). Gგაუგებრობის თავიდან ასაცილებლად საბერძნეთში გავთხოვდი. ოთხი შვილი მყავს. ორი ვაჟი ჩოგბურთის თამაშობს, აი, სტეფანოსი ამ შეჯიბრებაზე სხვებზე უმცროსია, მაგრამ ერთი პრიზი უკვე დაიმსახურა. იმედია, მომავალში ბიჭები უფრო დიდ სიმაღლეზე ავლენ.

ვაჟა დანელია

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე