ჯაბა დვალი უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს და სავარაუდოდ, "ზესტაფონს" 2 მარტს "სპარტაკთან" მატჩში დაეხმარება
"ზესტაფონისა" და "სპარტაკის" მატჩში, რომელიც კვირას დიდთოვლობის გამო ვერ ჩატარდა და 2 მარტისთვის დაინიშნა, შესაძლოა, მასპინძელთა რამდენიმე ისეთმა ფეხბურთელმა მიიღოს მონაწილეობა, რომლებსაც ტრავმების გამო კვირას თამაშის შანსი არ ჰქონდათ.

უპირველესად, ეს ჯაბა დვალზე ითქმის, რომელსაც არცთუ სერიოზული ტრავმის გამო ჩემპიონატის საწყისი ორი მატჩი გაუცდა. იგი უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს და სავარაუდოდ, "სპარტაკთან" მოედანზეც გავა. ეს კი "ზესტაფონის" შემტევ პოტენციალს საგრძნობლად გააძლიერებს. გუნდთან ერთადაა თემურ ღონღაძეც, რომელმაც წინა ტურში "ბაიასთან" შინ ჩატარებული მატჩი სიცხის გამო გამოტოვა.

საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდნენ თორნიკე აფციაური და გიორგი ხიდეშელი, თუმცა მათი "სპარტაკთან" თამაში ნაკლებად მოსალოდნელია. შეგახსენებთ, ორივე ესპანურ შეკრებაზე დაშავდა. ხიდეშელს მძიმე ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდი უკვე გავლილი ჰქონდა, როცა ექიმებმა კიდევ ერთთვიანი დასვენება ურჩიეს.

აფციაურისა და ხიდეშელის მსგავსად, ინდივიდუალური პროგრამით მზადებას განაგრძობს ნიგერიელი ახალწვეული აბაიომი ოვონიკოკო და არც მისი მოედანზე დაბრუნების დღეა შორს.

საქართველოს ჩემპიონთა შემადგენლობაში ამჟამად მხოლოდ ორი ფეხბურთელი ვერ ვარჯიშობს - ალექსი ბენაშვილი და შოთა ბაბუნაშვილი ესპანეთში დაშავდნენ, თუმცა უახლოეს პერიოდში თამაშს ისინიც შეძლებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"