უეფას ვებგვერდმა ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდის კალენდარი გამოაქვეყნა
უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდის კალენდარი გამოაქვეყნა.

სანამ ჩვენი 19-წლამდელების ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობას შევიტყობდეთ, მანამდე საქართველოს ნაკრების ჯგუფის განრიგს გადავხედოთ:

25 მაისი

ბოსნია-საქართველო

ხორვატია-ავსტრია

27 მაისი

საქართველო-ხორვატია

ბოსნია-ავსტრია

30 მაისი

ავსტრია-საქართველო

ხორვატია-ბოსნია

მოგვიანებით დადგინდება შეხვედრათა გამართვის ქალაქები და მატჩების მომსახურე მსაჯები.

შეგახსენებთ, ჩვენი ჯგუფის მატჩებს ხორვატია მასპინძლობს, ფინალურ ეტაპზე კი, რომელიც 3-დან 15 ივლისამდე ესტონეთში გაიმართება, მხოლოდ ჯგუფების გამარჯვებულები გავლენ.

რა თქმა უნდა, ელიტრაუნდში სუსტი მეტოქეები არ არსებობენ, მაგრამ სხვა ჯგუფების შემადგენლობას რომ გადავხედოთ, დავრწმუნდებით, რომ საქართველოს ნაკრებს წილისყრაში გაუმართლა, კალენდარს კი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. თუმცა კარგი უნდა იყოს, რომ ტურნირს მასპინძლებთან დაპირისპირებით არ ვიწყებთ.

იმედია, ნაკრების თავკაცის პოსტზე გიორგი დევდარიანს არანაკლებ კვალიფიციური მწვრთნელი შეცვლის და ჩვენი 19-წლამდელები ელიტრაუნდისთვის სრულყოფილად მოემზადებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად