გორის "დილადან" კოკშეტაუს "ოკჟეტპესში" წასული თავდამსხმელი ყაზახების პირობებით აღფრთოვანებულია
ახლახან გაუწყეთ, რომ გორის "დილას" თავდამსხმელი დავით ჩაგელიშვილი ყაზეხეთში, კოკშეტაუს "ოკჟეტპესში" გადავიდა. დათო ორიოდე დღით საქართველოში დაბრუნდა და ინტერვიუ ჩამოვართვით.

"რატომ წავედი? თემურ მახარაძემ ადამიანურად და პირდაპირ მითხრა, ვამჩნევ, თამაში არ მოგიწევს და ჯობია გითხრა, ვიდრე მერე გული დაგწყვიტო, მაგრამ დარჩენა თუ გადაწყვიტე, ხელფასი გექნებაო.

ჩემთვის მართლა კარგი უნდოდა, მაგრამ მხოლოდ ხელფასი არ იყო მთავარი, თამაში მსურდა და "დილას" პრეზენტაციის შემდეგ წასვლა გადავწყვიტე.

ყაზახეთში რომ არ წავსულიყავი, მაინც სხვა კლუბში გადავიდოდი. "ოკჟეტპესის" ვარიანტი კი შემთხვევით გამოჩნდა. სამენეჯერო სააგენტო "ლაოლასთან" ვთანამშრომლობ და იცოდნენ, კლუბის დატოვება რომ მსურდა.

ბედი არ გინდა, უმცროსი თენგიზ სულაქველიძე კლუბის პრეზიდენტთან მეგობრობს და მისგან შეიტყვეს, რომ თავდამსხმელს ეძებდნენ. მერე ყველაფერი უცებ მოხდა, სულაქველიძემ ზუსტად ათ წუთში შეათანხმა გასინჯვა, ყაზახებმა თურქეთში გასინჯვაზე ჩასვლა მთხოვეს, ზუსტად ერთ საათში ავიღე ბილეთი და "ოკჟეტპესის" შეკრებაზე ჩავედი.

ფეხი მტკიოდა და ამიტომ სულ 20 წუთი მათამაშეს, მაგრამ ორი გოლი გავიტანე, ერთი საგოლე გადაცემა გავაკეთე და მწვრთნელს მოვეწონე. ფინანსური დირექტორი პირობებზე დამელაპარაკა და თამაშის შემდეგ ერთწლიანი კონტრაქტი გამიფორმეს", - ამბობს ჩაგელიშვილი.

"დილას" ყოფილი თავდამსხმელის თქმით, გორულ კლუბს ტრანსფერში ხელი არ შეუშლია:

"დილაში" იმდენი კარგი ფეხბურთელი მოიყვანეს, ჩემი წასვლა პრობლემას არ შექმნიდა. კლუბის ხელმძღვანელობა კარგად მომექცა, გათავისუფლების ფურცელზე არ მაწვალა და საკითხი დროულად მომიგვარა, რისთვისაც მადლობელი ვარ. ყაზახეთში სეზონი 10 მარტს იწყება და განაცხადში ჩემი შეყვანა რომ მოესწროთ, საქართველოში გათავისუფლების ფურცლის ასაღებად ჩამოვედი".

ჩაგელიშვილი არ მალავს, რომ ყაზახებმა კარგი პირობები შესთავაზეს:

"ჩვენი და ყაზახების პირობები იმდენად განსხვავებულია, ნამდვილად ღირდა წასვლა. საწყენია, ამბიციურ "დილაში" თამაში რომ არ მომიწევს, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი, რომ გული მწყდება. ნებისმიერი მოთამაშისთვის ჯობია ის კლუბი, სადაც ითამაშებს და უკეთესი პირობები ექნება.

ერთ წელიწადში რომ იყიდი ბინას, დასაფიქრებელი არაფერია. სამწუხაროდ, ასეთ ხელფასს ბევრი ქართული კლუბი ვერ შემომთავაზებდა და პერსპექტივას ველოდო? კლუბს უკვე ველაპარაკე და შეიძლება, ზაფხულში ჩემი ძმა ლევანიც ჩავიყვანო, რომელიც "დილადან" პირველი წრის შემდეგ გაუშვეს.

მთავარი მწვრთნელი უკრაინელი ვიქტორ დოგადაილოა. მისი ვარჯიშები და მოთამაშეებთან მიდგომა ძალიან მომეწონა. დაახლოებით ისეთი ვითარება დამხვდა, როგორიც "დილაში" - გუნდი უმაღლეს ლიგაში წლეულს გადავიდა, ფინანსურად არ უჭირთ და ძალიან ბევრი ახალი მოთამაშე აიყვანეს, უმთავრესად, სერბები. საკმაოდ ძლიერი გუნდია და მიმაჩნია, რომ ყაზახეთის ჩემპიონატში არ უნდა გაგვიჭირდეს.

ჩასვლის დღიდან ვფიქრობ, ასეთი კარგი პირობები, რომ აქვს ყაზახეთის ჩემპიონატის დებიუტანტს, ლიდერები რა მდიდრები იქნებიან. ნეტავ, ამის მეოთხედი ჰქონდეთ ჩვენს ლიდერებს და ბევრად უკეთესი კლუბები და ჩემპიონატი გვექნებოდა.

საქართველოშიც არიან შედარებით ნორმალურად დაფინანსებული კლუბები, მაგრამ ამას სისტემატური ხასიათი უნდა მიეცეს და მერე მართლა გვეშველება".

დათო ამბობს, თუ როგორ მოახერხა გუნდში თავის გამოჩენა:

"ახალ გუნდში დამკვიდრება ძნელია. საბედნიეროდ, კარგად დავიწყე. "დილაში" კარგი შეკრების გავლა და საკონტროლო შეხვედრებში მონაწილეობა ძალიან დამეხმარა. მთელი პირველი წრეც ძირითადში ვთამაშობდი და 18 მატჩში 5 გოლი გავიტანე, ანუ ფორმიდან ამოვარდნილი არ ვიყავი.

აქვე არ შემიძლია მადლობა არ ვუთხრა გია ცეცაძეს. თბილისის "ლოკომოტივის" შემდეგ ფინეთში ვთამაშობდი. საქართველოში დაბრუნებული არავის ვახსოვდი და ორი თვე პირველი ლიგის საჩხერეს "ჩიხურაში" ვითამაშე. ცეცაძემ იქიდან მიმიწვია "დილაში", მომინახა გასაღები და გულშემატკივარს ჩემი თავი გააახსენა. მასთან ვარჯიში ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო.

ისე არ გაიგოთ, თითქოს თემურ მახარაძესთან ვარჯიში არ მსიამოვნებდა და მინიშნებებს ვაკეთებ. ბატონი თემური ძალიან კარგი მწვრთნელია, მაგრამ ცეცაძე შემტევ ფეხბურთს გვათამაშებდა, თავდამსხმელი კი ამ დროს უფრო ჩნდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაკა
წარმატებებს გისურვებთ ყველას ვისაც თავის პროფესია უყვარს და ცდილობს ერთ ადგილას არ გაჩერდეს და მეტი მიიღოს ამ ცხოვრებიდან
მაკა
წარმატებებს გისურვებთ ყველას ვისაც თავის პროფესია უყვარს და ცდილობს ერთ ადგილას არ გაჩერდეს და მეტი მიიღოს ამ ცხოვრებიდან :****
[VIDEO] მამარდაშვილის დიდებული მოგერიებები - "ლივერპულმა" თასზე "ტოტენჰემს" სძლია
წიტაიშვილი ლა ლიგაში პირველ გოლთან ახლოს იყო - "რაიო ვალეკანომ" "ესპანიოლს" მოუგო
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია