"ევგრაფი შევარდნაძის" რეკონსტრუქცია შემოდგომისთვის დასრულდება
უახლოეს პერიოდში ლანჩხუთის ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონის რეკონსტრუქცია დაიწყება. პროექტი შედგენილია და დეტალების დაზუსტების შემდეგ მშენებლობაც დაიწყება.

სტადიონის ჩრდილოეთი ტრიბუნა, რომელიც ავარიულია, დაიშლება. ტრიბუნები მხოლოდ დასავლეთ და აღმოსავლეთ მხარეს დარჩება. სპეციალისტები დაადგენენ, საჭიროა თუ არა დასავლეთ ტრიბუნის დანგრევა და თავიდან აშენება. სტადიონზე განთავსდება თანამედროვე სტანდარტების პრესისა და ვიპ-ლოჟები. ტრიბუნების ნაწილი გადაიხურება, არენაზე დამონტაჟდება განათების სისტემა.

სავარაუდოდ, დემონტაჟს დაექვემდებარება ადმინისტრაციული სახლი, რომლის გასახდელები და სამსაჯო ტრიბუნის ქვეშ განთავსდება. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გამოიცვლება მინდვრის სადრენაჟე სისტემა. იმის გამო, რომ "გურია" საუმაღლესლიგო პლეი-ოფშია მოხვედრილი, მინდვრის გამოცვლა, სავარაუდოდ, ზაფხულში, შესვენებაზე განხორციელდება. ასევე დაგეგმილია მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.

"საერთაშორისო სტანდარტების სტადიონის მშენებლობა ლანჩხუთში მიმდინარე წლის გაზაფხულის მიწურულს დაიწყება და შემოდგომისთვის დასრულდება", - აცხადებს ადგილობრივ მედიასთან საუბარში გურიის გუბერნატორი, ვალერი ჩიტაიშვილი.

მისი თქმით, გურიის სამხარეო ადმინისტრაციის მოთხოვნით, უკვე დასრულებულია ახალი სტადიონის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ლანჩხუთში საერთაშორისო დონის, უეფას და ფიფას სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას.

"ადრინდელთან შედარებით ახალი სტადიონი ტევადობით პატარა იქნება და ის დაახლოებით 10 ათასამდე ადამიანს დაიტევს. ახალი არენა დიზაინითაც ძალიან ლამაზი იქნება", - აცხადებს ჩიტაიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთის "გურიას" გვერდში უდგას ადგილობრივი ხელმძღვანელობა, განსაკუთრებით რაიონის გამგებელი გიორგი გოგუაძე, ვინც თავის დროზე, კლუბის პრეზიდენტიც გახლდათ. სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული "გურიის" სტადიონის განახლების პრიორიტეტად დასახელება, რასაც მხარი დაუჭირა გუბერნატორმა ვალერი ჩიტაიშვილმა და მისმა წინამორბედმა, ამჟამად რეგიონული განვითარების მინისტრმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ნიკოლაიშვილს ქვეყნის პრეზიდენტმა გურიის აღორნძინების ფონდის ხელმძღვანელობა დაავალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის