ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ქეცბაიამ ნაკრებს თავმოყვარეობა დაუბრუნა

ქეცბაიამ ნაკრებს თავმოყვარეობა დაუბრუნა

საბერძნეთთან ფრედ დასრულებული მატჩი გულშემატკივრის სტადიონზე შემოტრიალების მიზეზი გახდა. თემურ ქეცბაიას გუნდი სახლში პირველ ოფიციალურ შეხვედრას ატარებდა და ეროვნულის ტრიბუნებიც შეივსო.

საბერძნეთთან ფრედ დასრულებული მატჩი გულშემატკივრის სტადიონზე შემოტრიალების მიზეზი გახდა. თემურ ქეცბაიას გუნდი სახლში პირველ ოფიციალურ შეხვედრას ატარებდა და ეროვნულის ტრიბუნებიც შეივსო.

ასეთი აჟიოტაჟი ნაკრების მიერ ჩაგდებული ციკლის შემდეგ სასიამოვნო სიურრპიზი აღმოჩნდა. აშკარაა, ამან ფეხბურთელებზეც იმოქმედა, მაგრამ არა მხოლოდ სავსე ტრიბუნებმა - ნაკრებმა დაიწყო ბრძოლა, რაც ასე მოგვენატრა.

პირველი მატჩის შემდეგ, ქეცბაიამ მხოლოდ დავით კვირკველია შეცვალა - დაცვაში (მარჯვნიდან მარცხნივ) ლობჟანიძე, ასათიანი, ამისულაშვილი და კალაძე განლაგდნენ, ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე იაშვილი, მარცხნივ გოგუა, საყრდენად ხიზანიშვილი და კობიაშვილი, მათ წინ ანანიძე, თავდასხმაში კი დვალიშვილი.

მოწინააღმდეგემაც 4-2-3-1 ითამაშა. ლუის ფერანდესის გუნდი თბილისში ფავორიტის ამბიციით ჩამოვიდა, მაგრამ ქეცბაიას გუნდი უფრო ამბიციური აღმოჩნდა.

მასპინძლებმა თამაში ჟინით დაიწყეს და თითქმის 90 წუთის განმავლობაში აგრესიულად უტევდნენ - ფლანგებიდან, ცენტრიდან... სხვათა შორის, შესაძლოა, ბევრი არ დაგვეთანხმოს, მაგრამ ხიზანიშვილის საყრდენად გადასვლამ, ვფიქრობთ, გაამართლა, რადგან ჩვენი ნაკრების მუდმივი პრობლემა მოედნის ცენტრში დაცვითი ფუნქციების შესრულება იყო. ამპლუით მცველი ხიზანიშვილი ამ დავალებას თავს ართმევდა. შეტევაში ეფექტური არ იყო, მაგრამ, ისრაელის ნაკრებს მან და კობიაშვილმა ბევრი შეტევა ჩაუშალეს - ისევე, როგორ გოგუამ, რომელიც გულიანად (როგორც სჩვევია) იბრძოდა და შეტევებშიც ხშირად ერთვებოდა...

გოგუამ მე-17 წუთზე რეალური საგოლე მომენტი შექმნა, როცა ლამის 40 მეტრიდან შეასრულა საჯარიმო - მეკარე დუდუ ავატემ რეაგირება მაშინღა შეძლო, როცა ბურთმა ხარიხა შეაზანზარა!

გოლის გატანა მე-7 წუთზე დვალიშვილსაც შეეძლო: ჯანო ანანიძის საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ავატეს ხელიდან გაუვარდა, მაგრამ ლადომ ბურთს ვერ მიასწრო.

35-ე წუთზე ჯანომ კუთხური ჩააწოდა, მცველებმა ბურთი უხეიროდ მოიგერიეს და დვალიშვილმა ახლო მანძილიდან ზუსტად ვერ დაარტყა.

მალე ანგარიშის გახსნას თავად ანანიძე ცდილობა: კარიდან წინ გამოსული მეკარე შენიშნა და შორიდან დაარტყა - ბურთი ბადეს გარედან მოხვდა...

ტაიმის მიწურულს სტუმრებმა ორი სახიფათო კონტრშეტევა რაფაელოვის აქტიურობით წამოიწყეს. ის პირველად მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში და ასათიანის მოგერიებული ბურთი, რევიშვილმა კარში არ გაუშვა. მეორედ კი ჩვენი კიპერი სტუმრის საჯარიმო დარტყმას გადაეღობა.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ მასპინძელთა თამაშს ტემპი აკლდა და როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ შეცვალა ქეცბაიამ იაშვილი უფრო სწრაფი დათო სირაძით და შეცვლამ გაამართლა - სირაძის რეიდებმა ჩვენი შეტევები გამოაცოცხლა და სტუმართა მცველებს პრობლემები შეუქმნა.

ქართველები შეუჩერებლად უტევდნენ: 54-ე წუთზე ანანიძემ მცველები კარგად კი ჩამოიშორა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა. 59-ე წუთზე სირაძის მიერ წამოწყებულ კომბინაციას დვალიშვილი ასრულებდა, მაგრამ მცველი გადაეღობა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

სირაძეს ანგარიშის გახსნის მშვენიერი შესაძლებლობა 62-ე წუთზე ჰქონდა, როცა გოგუას მიერ წამოწყებული კომბინაცია ჯერ ხიზანიშვილმა, მარჯვენა ფლანგზე კი ლობჟანიძემ გააგრძელა და უმეთვალყურეოდ დარჩენილმა სირაძემ ახლო მანძილიდან დასცხო - სამწუხაროდ, ეს შეტევაც უშედეგოდ დასრულდა.

ქეცბაიამ შეტევის გაგრძელება დვალიშვილის ნაცვლად, მოედანზე მერებაშვილის შეყვანით სცადა. ლადომ ბევრი იმუშავა, მაგრამ მცველებს ვერაფერი მოუხერხა. მერებაშვილმა მარჯვენა ფლანგი დაიკავა, სირაძემ კი ცენტრფორვარდის პოზიციაზე გადაინაცვლა.

65-ე წუთი: ხიზანიშვილმა ზეჰავის მოედნის ცენტრში ბურთი აართვა, ორ მოწინააღმდეგეს ეფექტურად გაცდა და ბურთი კარისკენ გაგაზავნა - ავატე კარს საიმედოდ იცავდა.

ლუის ფერნანდესს შეცვლებიდან ერან ზაჰავიმ გაუმართლა. იყო ათწუთიანი ეპიზოდი, როდესაც მან ორი სახიფათო შეტევა განახორციელა: 66-ეზე რევიშვილს შორიდან ძლიერად დაურტყა და ჩვენმა მეკარემ ბურთი მოიგერია, 74-ე წუთზე კი კარს ააცილა.

87-ე წუთზე მახვილი კუთხიდან გილ ვერმუტის გასროლა საშიში არ გამოდგა, 90-ეზე კი ქართველმა გულშემატკივარმა ინერვიულა:

ზეჰავის მიერ მარჯვენა ფლანგიდან მარჯვენაზე გადმოტანილი ბურთი იოსი ბენაიუნმა კარში შეუჩერებლივ გააგზავნა - სიზუსტემ ებრაელთა ლიდერსაც უმტყუნა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ "ჩელსის" ახალწვეულს გოგუამ გასაქანი არ მისცა.

ბოლოს ქართველებმა შტურმის მოწყობა სცადეს: სახიფათოდ ჩააწოდეს რამდენიმე კუთხური, თუმცა სირაძისა და ამისულაშვილის მცდელობებს, აგრეთვე მერებაშვილის ინდივიდუალურ მოქმედებებს, პლუს ხიზანიშვილის შორეულ დარტყმებს შედეგი არ მოჰყოლია - 0:0.

სტუმრად საბერძნეთან ფრე თუ გაგვიხარდა, სახლში ისრაელთან გამარჯვებაზე ვოცნებობდით - შარშანდელი უსუსური გუნდის შემყურე, ქეცბაიას კრებულის სულისკვეთება და მონდომება ამის საფუძველს გვაძლევდა. ნულოვანი ფრის მიუხედავად, გულშემატკივარმა ჩვენი გუნდი ტაშით გააცილა.

ახლა ყველაზე მთავარი: ქეცბაიამ წაუგებელი მატჩების სერია ხუთამდე გაზარდა. უნიათობის, უთავმოყვარეობისა და ქვეყნის ფეხეზე დაკიდების სიმბოლოდ ქცეული ნაკრები გარდაიქმნა და ქეცბაიამ ბრძოლას დააჩვია - მას უკვე თავმოყვარეობა და ბრძოლის ჟინი გაუჩნდა...

ყველა ფეხბურთელი იბრძოდა და მეტოქეს მოედნის გოჯის უბრძოლველად გადმოსვლის საშუალებას არ აძლევდა, მაგრამ...

"სწორი ფეხბურთის" მიმდევარ მწვრთნელთა უხეირო მუშაობის შედეგი გუშინ ცხადად გამოჩნდა: სხვების წამბაძველობით, ვითომ "სწორი ფეხბურთის" დანერგვა დავიწყეთ და გუნდებმა არაორდინარული ნიჭის მქონე ბავშვები ჩარჩოებში ჩასვეს, ან ბევრად შრომისმოყვარეებს მიანიჭეს უპირატესობა. "ათი" ნომრებიც სადღაც გაქრნენ. ნაკრებს გოლისთვის სწორედ პასის მიმცემი აკლდა, რასაც მარტო ქეცბაია ვერ უშველის - ჯანო ძალიან ნიჭიერი და პერსპექტივაც აქვს, გუშინ გულიანად და სასარგებლოდ გაირჯა, მაგრამ სანაკრებო დონეზე ორთაბრძოლები უჭირს და დრო სჭირდება.

ლევან ყენია დაშავებულია, სხვა ამ ამპლუისა და ნაკრების მასშტაბის მოთამაშე კი არ ჩანს. იმ ქვეყანაში, სადაც პლეიმეიკერების დიდი არჩევანი იყო, სრულწლოვანი და საჭირო მოთამაშე აღარაა. არავინ თქვას, რომ გამთამაშებელი ისტორიას ჩაბარდა - პლატინი, მარადონა, ზიდანი, ყიფიანი და ქინქლაძე ფეხბურთში ზედმეტები არასოდეს იქნებიან.

07.09. თბილისი. ბორის პაიჭაძე. 50 000 მაყურებელი

საქართველო 0:0 ისრაელი

საქართველო ისრაელი

4-2-3-1 4-2-3-1

რევიშვილი ავატე

ლობანიძე ბონდარი

ასათიანი ბენ-ჰაიმი

ამისულაშვილი კეინანი

კალაძე ბენდაიანი

ხიზანიშვილი ა. კოენი

კობიაშვილი კაიალი

იაშვილი ტ. კოენი

ანანიძე რაფაელოვი

გოგუა ბენაიუნი

დვალიშვილი საჰარი

46. იაშვილი - სირაძე

63. დვალიშვილი - მერებაშვილი

75. გოგუა - აფციაური

სათადარიგოები: ლორია, კვირკველია, გელაშვილი, სალუქვაძე

52. საჰარი - ალბიტმანი

60. ტ. კოენი - ზაჰავი

75. რაფაელოვი - ვერმუტი

სათადარიგოები: ლევიტა, იადინი, გოლასა, ზივი

გაფრთხილება: ბენ-ჰაიმი (21), ლობჟანიძე (29), კობიაშვილი (42), ბონდარი (69)

არბიტრი: ს. კევერი (შვეიცარია)

• nia

დაუკარით ტაში თემურ ქეცბაიას:-)

• jano ananidze

marikoko17 ამ საღამოს რას აკეთებ?

• Beka

მინდა აღვნიშნო რომ ქეცბაია არის ძალიან კარგი და საჭირო მწვრთნელი ეროვნული ნაკრებისათვის. ადამიანმა რომელმაც გუნდი შეკრა, შეკრა და ჩამოაყალიბა პრაქტიკულად არ არსებნული გუნდი, რომელიც ბოლომდე გაპარტახებნული იყო. დააბრუნა გულშემატკივარი სტადიონზე. კარგ საქმეს ვაკეთებთ. მთავარია გულშემატკივარმა არ მოითხოვოს ზედმეტი და ჯგუფიდან გაუსვლელობის გამო არ დავიწყოთ ამ კაცის შევიწროება. ვაცალოთ, რაც ამდენ წელს ვაპარტახეთ ასე უცებ ვერ აღვადგენთ. ფეხბურთელების პრობლემაც გვაქვს. არაა კარგი დონის თავდამსხმელი ქართიულ ფეხბურთში, გამთამაშებელიც კი ძნელად მოსაძებნია. ბრავო ქეცბაიას!!!

• alexander alexander

თემურ ქეცბაია : მადლობა ყველა იმ ფეხბურთელს,რომელიც გამოვიდა და ყველაფერი დადო გამარჯვებისთვის.ძნელია ისეთ ყანაში ფეხბურთის თამაში მოითხოვო,როგორშიც დღეს ბიჭებს მოუწიათ.ქართული ფეხბურთს და მის ტრადიციებს მემგონი უფრო მეტი პატივი უნდა ვცეთ და იმსახურებს,რომ ნორმალური მოედანი ვიქონიოთ.თამაში რომ მოიგო,უნდა იყოს ნორმალური სტადიონი.ევროპაში მილიონებს რომ დებენ მოედნის ინფრასტრუქტურასა და გაკეთებაში,ეს მხოლოდ სილამაზისთვის კი არ კეთდება,პირველრიგში იმისთვის,რომ ფეხბურთელებმა კარგად იგრძნონ თავი ბალახზე გასვლისას.მეტოქეს ფრე აწყობდა და არც ცდილობდა შეტევაში წასვლას.ასეთი სტადიონი ზუსტად მათ აძლევდათ ხელს. მინდა ამ მატჩზე და შედეგზე პასუხისმგებლობა აიღონ იმ ხალხმა ვისაც მოედნისთვის უნდა მიეხედათ.ეს უბრალოდ ყანაა. ისრაელმა რა უნდა თქვას როცა სახლში დაბრუნდება,ქართველებმა ყანაში გვათამაშესო? იყო შეცდომები და უნდა გამოვასწოროთ,თუმცა თამაშის ხარისხს იმის მაგივრად,რომ ხელი შევუწყოთ,პირიქით ვუშლით. ჩამოვიყვანოთ მალტა და ვათამაშოთ საქართველოსთან.ასეთ მოედანზე ვერ იქნება ვერც კლასში და ვერც თამაშში განსხვავება ორ გუნდს შორის.გეგონებათ,რომ ისინი ერთი სიძლიერის არიან. - გიფიქრიათ თუ არა ორი ვეტერანი ფეხბურთელის შეცვლა ( სახელი და გვარი არ დასახელდა) მიფიქრია? თუკი შემომთავაზებთ ალტერნატივას სიამოვნებით ვიფიქრებ....არაა ალტერნატივა და ასე თქმა მეტად ადვილია,შეცვალეთ...შეცვლით მოდით ქვეყანა შევცვალოთ ხალხი შევცვალოთ..არ გამოდის ასე მარტივად...ალტერნატივა როცა იქნება შეცვლაზე შემდეგ ვილაპარაკოთ. - ყენიასა და კანკავას ტრავმებთან დაკავშირებით არის ინფორმაცია? ველოდებით როდის გამოჯამრთელდებიან.ჯერჯერობით ახალი არაფერია

• person

ანანიძე მომეწონა მაგრადდ,მაგარი მონდომებული ბიჭია !!!

• avto192

დაცვას არაუშავდა ისე მაინც კარსჰი დარტყმა არ იციან მაინც მაგარი ბანდზები არიან იქ იმენნა გაგვტენის ისრაელი და სერტო ტუ მარტლა გასვლაზე ფიქრობენ ეს ტამასჰი უნდა მოეგოტ ცჰვენ ალბატ ისიც ალბატ მალტას მოვუგებტ აქ და მორცჰა ამიტ ქულების აროდენობას წერტილილ დაესმება. სირცხვილიაააა

• marikoko17

ანანიძე შეუდარებელი იყო.მის გარეშე ინტერესს არ გამოიწვევდა ჩემში ეს თამაში,ძალიან დავინტერესდი ჯანოს პიროვნებით.........მინდა ამ კომენტარს ყურადგება მიექცეს :(

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა

საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს

Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა