დორტმუნდის "ბორუსიას" სათადარიგოთა სკამზე გადასროლილმა თავდამსხმელმა განაცხადა, რომ BVB-სთან კონტრაქტი 2015 წლამდე გააგრძელა
დორტმუნდის "ბორუსიას" სათადარიგოთა სკამზე გადასროლილმა თავდამსხმელმა ლუკას ბარიოსმა "შპორტ ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ BVB-სთან კონტრაქტი 2015 წლამდე გააგრძელა. სამაგიეროდ, თითქმის გადაწყვეტილია, რომ ბრაზილიელი მცველი ფელიპე სანტანა გერმანიის ჩემპიონს ზაფხულში დატოვებს. გაირკვა ისიც, რომ "დორტმუნდის" ხელმძღვანელები იაპონელ ნახევარმცველ შინჯი კაგავას ცოტა ხანში ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ.

ბარიოსს ერთი თვის წინ "ფულჰემში" ტრანსფერამდე ერთი ნაბიჯი აშორებდა, მაგრამ ბოლოს ინგლისურ კლუბში გადასვლა იუარა და დორტმუნდში დარჩა. როგორც ამბობს, უარის თქმის მთავარი მიზეზი დორტმუნდელი ქომაგები იყვნენ, რომლებსაც ლუკასი ძალიან უყვართ.

27 წლის არგენტინელი, რომელიც პარაგვაის ნაკრებში თამაშობს, იმასაც ამბობს, რომ "ფულჰემში" უკეთეს პირობებსაც კი სთავაზობდნენ, მაგრამ "ვესტფალენშტადიონის" პუბლიკის სიყვარულმა და მოთმინების უნარმა "ბორუსიაში" დარჩენა გადააწყვეტინა - მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში იურგენ კლოპი ძირითად შემადგენლობაში არ ათამაშებს.

"ძალიან ბევრი წინადადება მქონდა. მათ შორის, რამდენიმე კლუბი არენდით მეპატიჟებოდა. სიმართლეს გეუბნებით, კლუბები თანხაზე შეთანხმებულები იყვნენ და უარი მხოლოდ მე ვთქვი. მინდა, რომ "დორტმუნდის" სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დავიბრუნო და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ," - აცხადებს ბარიოსი "შპორტ ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ ლუკასს შარშან ამ დროს სანკტ პეტერბურგის "ზენიტი" უხმობდა და რუსები მზად იყვნენ, "ბორუსიასთვის" 20 მილიონი ევრო გადაეხადათ. ბარიოსმა ახლა, სწორედ ამ ინტერვიუში გაამხილა, რომ ზაფხულში "დორტმუნდთან" კონტრაქტი კიდევ ერთხელ, უკვე მეორედ გააგრძელა და ახლა მის ხელშეკრულებას ვადა 2015 წლამდე აქვს. ეს ფაქტი აქამდე ცნობილი არ იყო.

თუმცა ბარიოსი დღეს კმაყოფილი მაინც არ არის, რასაც არ მალავს: "სკამზე ჯდომით კმაყოფილი რომ ვიყო, ლუკას ბარიოსი არ ვიქნებოდი. მე სათადარიგოთა სკამზე არ უნდა ვიჯდე და ამას აუცილებლად დავამტკიცებ. წინა სეზონი ბრწყინვალედ ჩავატარე და ცხადია, ახლა უთამაშებლობით ძალიან უკმაყოფილო ვარ. თუმცა, როგორც პროფესიონალი, საკუთარ შანსს მოთმინებით ველოდები და ვფიქრობ, შეცვლებზე ცუდად არ ვთამაშობ ხოლმე."

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში კლოპი პოლონელ ცენტრფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის ენდობა. ბარიოსი სკამზე მას მერე ზის, რაც სეზონის დასაწყისში ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც ლევანდოვსკიმ გოლების გატანა დაიწყო და დღემდე არ შეუწყვეტია - პოლონელი ბუნდესლიგის ბომბარდირებში 16 გოლით მესამე ადგილზეა და მხოლოდ მარიო გომესს (ბაიერნი) და კლაას-იან ჰუნტელაარს ჩამორჩება.

ბარიოსი ზაფხულამდე მოითმენს, შექმნილ ვითარებას ახალი სეზონის წინ შეაფასებს და აგვისტოსთვის, სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე გადაწყვეტს, გადახედოს თუ არა წინადადებებს - მისივე თქმით, შეთავაზებები ახლაც არ აკლია

სანტანა ზაფხულში წავა

ასე, რომ დარჩება თუ არა ბარიოსი "დორტმუნდში", ამას ზაფხულში გავიგებთ. მანამდე კი, "შპორტ ბილდი" გადაწყვეტით წერს, რომ ცენტრალური მცველი ფელიპე სანტანა ვესტფალიურ კლუბს ნამდვილად გამოეთხოვება.

ეს უკანასკნელი უკვე წლებია, სათადარიგოთა სკამს ხეხავს, არადა, ურიგო მცველი ნამდვილად არ არის და როცა "ბორუსიას" მატს ჰუმელსი ან ნევენ სუბოტიჩი აკლია, სანტანა ორივეს იდეალურად ცვლის ხოლმე. გარდა ამისა, მას საყრდენი ნახევარმცველის ფუნქციების შესრულებაც შეუძლია.

შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ წასვლა უნდა. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "ბორუსია" მის სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს ითხოვს. ჰამბურგში, მიონხენგლადბახსა და ლევერკუზენში სანტანაზე სერიოზულად ფიქრობენ.

კაგავას ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ

ხსენებული ჟურნალი იმასაც წერს, რომ "ბორუსიას" სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკი მალე შინჯი კაგავას მრჩეველ თომას კროთს დაელაპარაკება და იაპონელი ნახევარმცველისთვის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. კაგავას დორტმუნდელებთან ხელშეკრულება 2013 წლამდე აქვს გაფორმებული და შესაბამისად, ეს თემა უკვე ძალიან აქტუალურია.

კაგავა უნიჭიერესი ფეხბურთელია, რომელსაც უკვე არაერთმა სუპერგრანდმა დაადგა თვალი და თუ ახალ კონტრაქტს არ გაუფორმებენ, დიდი შანსია, რომ დორტმუნდელებმა იაპონელი ტალანტი ზაფხულშივე, ან გაისად სულაც უფასოდ დაკარგონ.

"შპორტ ბილდის" ცნობით, კაგავასთან ერთად, "ბორუსია" ახალ კონტრაქტს შესთავაზებს ზემოთ ხსნებულ ლევანდოვსკისაც, რომელსაც მიუნხენის "ბაიერნმა" დაადგა თვალი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"