"სამეფო კლუბი" გოლების რიცხვით ახალ რეკორდს უახლოვდება
მადრიდის "რეალი" გოლების რიცხვით ახალ რეკორდს უახლოვდება - სეზონში ყველაზე მეტი გოლი "ლოს ბლანკოსმა" 1989/90 წლების ჩემპიონატში გაიტანა - 107. ამ გრაფიკით (ახლა "რეალს" 80 გოლი აქვს გატანილი) ჟოზე მოურინიოს გუნდი 11 გოლით უსწრებს რეკორდულ სეზონს.

სხვათა შორის, მაშინ "რეალი" ჩემპიონი გახდა და ახლაც ახლოა "სამეფო კლუბი" მიზანთან. მაშინ მადრიდულ გრანდს ჯონ ტოშაკი წვრთნიდა. 24 ტურის შემდეგ ბომბარდირებში 24 გოლით მექსიკელი უგო სანჩესი ლიდერობდა, რომელმაც სეზონი 38 გოლი დაასრულა. კრიშტიანო რონალდომ ეს რეკორდი შარშანდელ სეზონში მოხსნა (40 გოლი) და ახლა პორტუგალიელი თავისსავე რეკორდის გაუმჯობესებას გეგმავს.

წლევანდელ სეზონში "რეალის" 80 გოლიდან 56 რონალდოს (29), გონსალო იგუაინის (14) და ქარიმ ბენზემას (13) ტრიომ გაიტანა. მაშინ "რეალის" 69 გოლიდან (24 ტურში) 42 სანჩესის (24), მარტინ ვასკესის (10) და ემილიო ბუტრაგენიოს (8) ანგარიშზე იყო.

"რეალის" შემტევი პოტენციალი მართლაც დიდია - უკვე 20 ტურია "სამეფო კლუბს" ლა ლიგის მატჩებში 1 გოლი მაინც გააქვს. უკეთესი შედეგი კლუბს 2000/01 წლების სეზონში ჰქონდა - ზედიზედ 27-მატჩიანი სერია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა