გერმანელებს ძალიან უყვართ ის პერიოდი, როცა გერმანიის თასის პირველ ეტაპზე სოლიდური კლუბები მეოთხე და მეხუთე ლიგის წარმომადგენლებს ეთამაშებიან...

გერმანელებს ძალიან უყვართ ის პერიოდი, როცა გერმანიის თასის პირველ ეტაპზე სოლიდური კლუბები მეოთხე და მეხუთე ლიგის წარმომადგენლებს ეთამაშებიან. სამაგიეროდ, გერმანელებს არ (აღარ) მოსწონთ ის, რომ ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ე.წ. ჯუჯა საფეხბურთო ქვეყნებს ეთამაშებიან. დამთხვევა არც ის არის, რომ გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა აზერბაიჯანთან მატჩის წინ ახალი დისკუსია წამოიწყო და მოითხოვა, რომ უეფა და ფიფა სერიოზულად დაფიქრდნენ იმაზე, რომ შესარჩევი ციკლების ჯგუფებში აღარ იასპარეზონ ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა სან მარინო, ლიხტენშტაინი, ფარერები, აზერბაიჯანი და ა.შ.

ლიოვი ამბობს, მე მესმის, რომ მესამეხარისხოვან ქვეყნებს ძალიან უნდათ და უყვართ გრანდებთან თამაში, მაგრამ გადატვირთული კალენდრის გამო, უსუსურ ქვეყნებთან თამაში ჩვენთვის, გრანდებისთვის ძალიან სერიოზული პრობლემააო.

"პატარა ქვეყნები დიდებთან თამაშით ფულს აკეთებენ და მათთვის ეს სპორტული პროგრესიცაა, მაგრამ მე მინდა, რომ კალენდარი ცოტა განიტვირთოს. კლუბებთან უკვე სერიოზულ წინააღმდეგობას ვაწყდებით, ფეხბურთელების დაშავების შანსიც იზრდება. ვფიქრობ, გრანდები მესამეხარისხოვან ქვეყნებთან თამაშების გამართვით დროს და ენერგიას უმეტეს ტყუილად ვკარგავთ," - აღნიშნა ბუნდესმწვრთნელმა.

ლიოვის განცხადებას გამოეხმაურენ და მხარი დაუჭირეს ინგლისში. მაგალითად, "არსენალის" თავკაცმა არსენ ვენგერმა თქვა, სუსტი ნაკრებები გაძლიერებას ვერ ახერხებენ, ფეხბურთის ხარისხი კი უკან უკან მიდისო. მისმა კოლეგამ, ჰარი რედნაპმა (ტოტენჰემი) კი განაცხადა: "ჩემი აზრით, უნდა არსებობდეს საკვალიფიკაციო ეტაპის შესარჩევი რაუნდი, ძალიან სუსტმა გუნდმებმა საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურებისთვის უნდა იბრძოლონ და გრანდებთან ჯგუფებში ავტომატურად ვერ უნდა ხვდებოდნენ."

გასულ პარასკევს ფიფას რეიტინგში 141-ე ადგილზე მყოფმა ლიხტენშტაინმა ესპანეთთან 0:4 წააგო, ტრადიციისამებრ დამარცხდნენ სან მარინო (202-ეა) და ფარერებიც (118-ე). თუმცა უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში ფარერების პროგრესი აშკარაა, ლიოვს კი ამის დანახვა არ სურს. აი, სან მარინო კი მართლაც მძიმე შემთხვევაა: წინა შესარჩევში ამ გუნდმა ყველა თამაში წააგო და 57 გოლი გაუშვა, აქედან 19 მარტო გერმანიის ნაკრებისგან.

ლიოვს არ ეთანხმება იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი: "დღესდღეობით ძალიან სუსტი მხოლოდ რამდენიმე ნაკრებია. აგერ, ესტონეთი ძლივს დავამარცხეთ. მე ვფიქრობ, რომ არსებული სქემის შენარჩუნება ფეხბურთისთვის აუცილებელია. ფეხბურთი იმიტომაც არის სპორტის ნომერ პირველი სახეობა, რომ მსოფლიოს ჩემპიონი ვალდებულია, უსუსტეს ფარერებზე ჩავიდეს და იქაც ითამაშოს."

პრანდელის დარი მოსაზრება აქვს ინგლისის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ ჯონ ბერნსსაც, რომელიც ამბობს: "შეხედეთ საბერძნეთს! მე რომ ბერძნების წინააღმდეგ ვთამაშობდი, ამ გუნდის კარში ოთხი, ხუთი, ხშირად ექვსი გოლიც გაგვქონდა. და რა მოხდა 2004 წელს? საბერძნეთმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ახლა მითხარით, რა მოიგო ინგლისმა ამ ხნის მანძილზე?"

ვფიქრობთ, ბერნსი ჩვენს სათქმელსაც ამბობს. ვეთანხმებით არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს ნაკრებიც სუსტია, არამედ პირველ რიგში იმის გამო, რომ ფეხბურთის ერთ-ერთი უმთავრესი ხიბლი მისი დემოკრატიულობაა...

irakli
სწორია ეგ კაცი. მოაშორონ უნდა ჭ კლასის გუნდები. მაგ:თი აუტიდან. 10 აუტიდან სემოგდებული ბურთიდან 7 ბერძნებს დარჩა. ბერდძნების შემოგდებული კი ვერცერთი ვერ მოიგეს. საბჭოთებს და რამდენიმე სხვას ევროპაში უნდა შეუქმნა ცალკე ჩემპიონატი და იბლაყუნებენ ერთად :))))
leo
წადი შე ჟღვლინტიყლაპი .......
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა