სერ ალექს ფერგიუსონის განცხადებით, მას ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვს, 4 მარტს შეიყვანს თუ არა კლევერლს "ტოტენჰემთან" 27-ე ტურის განაცხადში
"მანჩესტერ იუნაიტედის" 22 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა ტომ კლევერლიმ ევროპის ლიგის მატჩში "აიაქსის" წინააღმდეგ (1:2) მცირე დაზიანება მიიღო, რის გამოც ფეხბურთელმა ჯერ "ნორვიჩთან" პრემიერლიგის დაპირისპირება გამოტოვა, შემდეგ კი ჰოლანდიასთან გუშინდელ ამხანაგურ მატჩსაც დააკლდა.

არადა, მას შესანიშნავი შანსი ჰქონდა ეროვნულ გუნდში დებიუტი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონებთან ჰქონოდა. ნაკრებში გამოძახების ტრავმა მან უკვე მეორედ მიიღო.

ახალგაზრდა შუახაზელის პრობლემები არახალია. 4-თვიანი პაუზის შემდეგ მან "აიაქსამდე" ორადორი მატჩის გამართვა მოასწრო და ახალმა ტრავმამ "ეშმაკების" ბანაკში ყველაზე დიდი შეშფოთება სწორედ ამიტომ გამოიწვია. თუმცა სასიხარულოა, რომ პირველი პესიმისტური პროგნოზები არ გამართლდა. სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ტომს მხოლოდ სისხლჩაქცევები ჰქონდა და შესაბამისად, მცირე დასვენებაც ეყოფოდა.

კლევერლი იმ რამდენიმე დღის განმავლობაში, სანამ სირბილის უფლებას მისცემდნენ, ტრენაჟორების დარბაზში იტვირთებოდა. სერ ალექს ფერგიუსონის განცხადებით, მას ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვს, 4 მარტს შეიყვანს თუ არა მას "ტოტენჰემთან" 27-ე ტურის განაცხადში.

ახლა კი ორიოდე სიტყვით "იუნაიტედის" კიდევ ფეხბურთელზე ვთქვათ, ვინც გუნდს უკვე დიდი ხანია აკლია. ლაპარაკია დარენ ფლეტჩერზე. 28 წლის შოტლანდიელმა მიმდინარე სეზონში სულ 8 თამაში გამართა. ბოლოს ეს 19 ნოემბერს "სუონსისთან" მე-12 ტურის შეხვედრაში მოხდა.

მას მერე ფეხბურთელს კუჭნაწლავის პრობლემები დაეწყო. მცირე შესვენების შემდეგ ფლეტჩერი დაბრუნდა, იფიქრეს რა, რომ სერიოზული არაფერი უნდა ყოფილიყო. დარენი 14 ტურშიც მოხვდა მატჩის განაცხადში "ასტონ ვილასთან". სიტუაცია დამძიმდა. საბოლოოდ ექიმებმა მას განუცხადეს, რომ თუკი ოდესმე კიდევ სურდა ფეხბურთის თამაში, მკურნალობის ხანგრძლივი კურსი უნდა გაევლო და ფიზიკურ დატვირთვებზე უარი უნდა ეთქვა.

ფერგიუსონის ინიციატივით, ფლეტჩერი საერთოდ უსაქმოდ რომ არ დარჩენილიყო, ის "იუნაიტედის" რეზერვისტთა მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაინიშნა. დარენმა ორიოდე დღის წინ სპეციალური პრესკონფერენცია მოიწვია, სადაც განაცხადა: "თავს თითქმის უკვე კარგად ვგრძნობ, თუმცა წამლების მიღებას კვლავ ვაგრძელებ და ექიმებთან კონსულტაციასაც ხშირად გავდივარ.

ჩემი დაავადება არატიპურია და მისი ლოკალიზება 1-2 დღეში არ ხდება. სწორედ ამიტომ ვერ გეტყვით როდის მომეცემა ვარჯიშების განახლების უფლება. ჩემი მიზანია, მომდევნო სეზონისთვის მაინც მოვახერხო დაბრუნება და თუკი ამას შევძლებ, შესანიშნავი იქნება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს