მიუნხენში გამართული სკანდალებისთვის მსოფლიოს საკრივო საბჭომ (WBC) ბრიტანელი უვადო დისკვალიფიკაციით დასაჯა
მსოფლიოს საკრივო საბჭომ (WBC) უვადო დისკვალიფიკაციით დასაჯა ბრიტანელი დერეკ ჩისორა იმ სკანდალებისთვის, რომელიც მან მიუნხენში ვიტალი კლიჩკოსთან ბრძოლამდე და ბრძოლის შემდეგ მოაწყო.

ჩისორა WBC-ის ეგიდით ვერ ჩაატარებს ბრძოლებს იქამდე, სანამ აგრესიის მმართვის სპეციალურ კურსებს არ გაივლის.

უახლოეს პერიოდში WBC განიხილავს ჩისორას საქმეს, რის შემდეგაც ბრიტანელს ფულად ჯარიმას დააკისრებენ და დამატებით სანქციებსაც დაუწესებენ. გარდა ამისა, ჩისორა მოკვეთილია WBC-ის რეიტინგისგან.

უფროს კლიჩკოსთან ბრძოლამდე ჩისორამ აწონვის ტრადიციულ ცერემონიაზე სილა გააწნა მეტოქეს, რინგზე შეხვედრის დაწმებამდე ცოტა ხნით ადრე პირში დაგუბებული წყალი შეასხა სახეში ვლადიმერ კლიჩკოს, ბოლოს კი, ბრძოლის შემდეგ პრესკონფერენციაზე ეჩხუბა თანამემამულე დევიდ ჰეის.

ეს დისკვალიფიკაცია არ ნიშნავს იმას, რომ ჩისორა სხვა ვერსიებით ვერ შეძლებს ბრძოლების გამართვას. უფრო ადრე, გერმანიის კრივის კავშირმა ბრიტანელი 100 ათასი დოლარით დააჯარიმა. 14 მარტს დერეკის საქმეს განიხილავს ბრიტანეთის კრივის კონტროლის საბჭო. გარდა ამისა, ჩისორასა და ჰეის ჩხუბს გერმანიის პოლიცია იძიებს.

პარტია "უდარ"-ის ლიდერმა და WBC-ის ვერსიით მოქმედმა ჩემპიონმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ კიევის მერის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენება გადაწყვიტა.

"უკვე არაერთხელ მითქვამს, რომ კიევი მარტო ვერ იარსებებს და ვერ გადგება განზე იმ მოვლენებისგან, რომელიც ქვეყანაში ხდება.

მონაწილეობას მივიღებ კიევის არჩევნებში. ასევე, ჩვენი პარტია პარლამენტის არჩევნებშიც იყრის კენჭს", - განაცხადა კლიჩკომ უკრაინული ტელევიზიის ეთერში.

ვიტალი მესამედ იყრის კენჭს კიევის მერის პოსტზე: 206 წელს მან მეორე ადგილი დაიკავა, 2008 წელს დედაქალაქის მერის ვადამდელ არჩევნებში მესამე ადგილზე გავიდა. 2006 წელს კლიჩკო კიევის საქალაქო საბჭოს დეპუტატი გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა