საქართველო-ალბანეთის მატჩის შემდეგ სტუმართა კაპიტანმა მიკერძოებულ მსაჯობაზე დაიჩივლა
მატჩის დასრულების შემდეგ ალბანეთის ნაკრების კაპიტანი ერვინ ბულკუ სანდრო კობახიძეს... რუსულად ელაპარაკებოდა. აშკარა იყო, დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებდათ. თურმე, 2010 წელს კრივოი როგის "კრივბასში" ერთად თამაშობდნენ და იქ დამეგობრდნენ.

მას შემდეგ "კრივბასის" ლეგიონერთა გზები გაიყო: უკრაინიდან სპლიტის "ჰაიდუკში" გადასული ალბანელთა კაპიტანი წლეულს აზერბაიჯანულ "აზალში" აღმოჩნდა და მეგობარი მხოლოდ თბილისში ნახა.

- როგორ შეაფასებდი შეხვედრას?

- ძალიან მძიმე მატჩი იყო. პირველი ტაიმი ჩვენ ძალიან კარგად ჩავატარეთ და მწვრთნელის დავალებები შევასრულეთ. მეორე ნახევარში თქვენებმა გვაჯობეს, მაგრამ ჩემი აზრით, შეხვედრის ლოგიკური შედეგი 1:1 იქნებოდა.

- მეორე გოლს რატომ აპროტესტებდით?

- იმიტომ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ხელით ითამაშა. ეს ყველამ აშკარად დავინახეთ, მაგრამ მსაჯმა არალოგიკური გადაწყვეტილება მიიღო. საერთოდ, საშინელი მსაჯობა იყო. პირველი პენალტიც უსამართლოდ დაგვინიშნა.

- თქვენ მეორე პენალტსაც აპროტესტებდით, მაგრამ ამ შემთხვევაში მსაჯი მართალი იყო, კობახიძე უხეშად მოცელეს.

- მეორე პენალტზე არც ვდავობ. ჩვენმა მცველმა სანდრო მართლა წააქცია, მაგრამ მსაჯი მიკერძოებული იყო.

- საერთოდ, საქართველოს ნაკრებზე რა წარმოდგენა დაგრჩა?

- მომეწონა იმით, რაც ალბანეთის ყველაზე დიდ პლუსად ითვლება - ბრძოლისუნარიანი ნაკრებია. ძალიან სწრაფი და სახიფათო შემტევები გყავთ და საკმაოდ ახალგაზრდული და პერსპექტიული გუნდია.

- რომელ მოთამაშეს გამოარჩევდი?

- ქართველებიდან გვარებით ბევრს არ ვიცნობ და გეტყვით, რომ ფლანგზე ის დაბალი მოთამაშე მომეწონა (თარგამაძე). ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა კობახიძემ. "კრივბასიდან" ჩემი წამოსვლის შემდეგ სანდრო გაზრდილა და ძალიან მოუმატებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

qarTuli fexburti mokvda
zviadi დიდი სიამოვნებით გავაუქმებდი საქართველოში სპორტის სახეობას ფეხბურთს. მარადმწვანე პოტენციალი და სულ მწვრთნელის ბრალი როგორ შეილება იყოს. ნერვებიც აღარ მოგვეშლებოდა რიგით გულშემატკივრებს. ამათ განძრევა ეზარებათ მოედანზე. მარაზმია ის რასაც აკეთებენ
zviadi
გუნდს რომ უდიდესი პოტენციალი აქვს ეს მეორე ტაიმის დასაწყისში თვალსაჩინო იყო. ნორმალური მწვრთნელის ხელში მაგარ ფეხბურთს ითამაშებენ
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა