მსოფიოს ჩემპიონატზე ბოლო ორი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა. გუშინ, საყოველთაო ყურადღების ცენტრში იყო...

მსოფიოს ჩემპიონატზე ბოლო ორი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა. გუშინ, საყოველთაო ყურადღების ცენტრში იყო პრინციპული მეტოქეების - არგენტინისა და ბრაზილიის ნაკრებთა დაპირისპირება, თუმცა სამხრეთამერიკულ დერბიმდე გაიმართა ბოლოსწინა მერვედფინალი, რომელშიც ლიტვის ნაკრები აშკარა ფავორიტად იყო მიჩნეული. თუ ბალტიისპირელები მოახერხებდნენ ჩინელთა ლიდერის - იი იანლიანის შეჩერებას, მათ წესით უპრობლემოდ უნდა მოეპოვებინათ მეოთხედფინალის საგზური.

თუმცა ლიტველებმა თამაში ძალიან ცუდად დაიწყეს. რამდენიმე შეცდომის შემდეგ ჩინეთმა მესამე წუთისთვის ექვსქულიანი უპირატესობა მოიპოვა - 9:3. ბალტიისპირელთა დამრიგებელმა კიასტუტის კემზურამ ტაიმ-აუტი აიღო, მაგრამ ამ პაუზამ ფავორიტს ვერ უშველა. ორი წუთის შემდეგ სხვაობა საგანგაშო გახდა - 16:5. არადა, იანლიანს ლიტველები იოლად უმკლავდებოდნენ - ჩინელთა ლიდერი მეტოქის ფარს იშვიათად უახლოვდებოდა. სამაგიეროდ, გამოცდილი ვან ჟიჟი აწიოკებდა ევროპელთა დაცვას. ჯგუფური ტურნირის მატჩებს თუ გავიხსენებთ, ლიტველებისთვის ასეთი ჩამორჩენის გაბათილება განსაკუთრებულ პრობლემას არ წარმოადგენს - ჯგუფში ამ გუნდმა ორი წაგებული მატჩის გადარჩენა შეძლო. ასე მოხდა ამჯერადაც. როგორც მოსალოდნელი იყო, ლიტველთა რიგებში ლიდერის ფუნქციები ლინას კლეიზამ იტვირთა. მისი მონდომებით კემზურას გუნდი თითქმის დაეწია მეტოქეს, მაგრამ ლიუ ვეიმ სირენასთან ერთად ჩააგდო სამქულიანი და ჩინეთმა საწყისი მეოთხედი 22:17 მოიგო.

ლიტვამ მეორე მეოთხედის დაწყებისთანავე გაზარდა ტემპი. განსაკუთრებით აქტიურობდა კალნიეტისი, მაგრამ მის პასებს უმოწყალოდ ანიავებდა რობერტას იავტოკასი. თუმცა ბალტიისპირელები სწორედ ამ ცენტრის მიერ ჩაგდებული ბურთით გავიდნენ წინ - 32:31 3 წუთითა და 49 წამით ადრე. ქულა ქულაში თამაში დიდ შესვენებამდე გაგრძელდა და ლიტვამ ტაიმი სამი ქულით მოიგო - 43:40.

მეორე ტაიმის სტარტზე ჩინეთს მისმა მთავარმა იარაღმა - სამქულიანმა ტყორცნებმა უღალატა. სამაგიეროდ, ამ სათამაშო ელემენტში შესანიშნავი იყო მარტინას გეჩევიჩუსი, ვინც სამიდან სამი სამქულიანი ჩააგდო. ტემპს არ აგდებდა კლეიზა და მესამე მეოთხედის დასრულებამდე ორწუთნახევრით ადრე უკვე ლიტვამ მიაღწია ორნიშნა სხვაობას - 59:48, ბოლო მეოთხედის წინ კი ევროპელთა უპირატესობა 13 ქულამდე გაიზარდა.

თითქოს მატჩის ბედი ბოლო მეოთხედის სტარტზე გადაწყდა - 2 წუთი და 10 წამი ჩინეთმა ქულაც ვერ აიღო. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, აზიელებს მეტოქის მწვრთნელი კემზურა დაეხმარა, რომელმაც მოულოდნელად ტაიმაუტის აღება გადაწყვიტა. სწორედ ამ პაუზის შემდეგ შემცირდა სხვაობა 5 ქულამდე და რომ არა კლეიზას აქტიურობა, ვინც იცის როგორ წარიმართებოდა მატჩის დასკვნითი ნაწილი. საბოლოოდ, ლიტვამ აღადგინა კომფორტული უპირატესობა და აღარ გასჭირვებია მატჩის თავის სასარგებლოდ დასრულება.

მატჩის გმირად ლინას კლეიზა აღიარეს. "ტორონტოს" ფორვარდმა თამაშიდან 20-ჯერ ისროლა და 14 ჩააგდო, 30 ქულა დააგროვა და ამას ცხრა მოხსნაც დაუმატა. რაც შეეხება იანლიანს, მან მართალია ორმაგი დუბლი მიითვალა, მაგრამ საერთო ჯამში პასიური იყო და სწორედ ამან განაპირობა ჩინელთა უშანსობა აღნიშნულ შეხვედრაში.

ლიტვა-ჩინეთი 78:67

17:22, 26:18, 21:11, 14:16

ლიტვა: კლეიზა (30+9 მოხსნა), გეჩევიჩუსი (14), კალნიეტისი (11+5 პასი), პოციუსი (7), იანკუნასი (5+7 მოხსნა), იავტოკასი (4+7 მოხსნა), იასაიტისი (4+8 მოხსნა), დელინიკაიტისი (3), მაჩიულისი (0+4 მოხსნა), კლიმავიჩუსი.

ჩინეთი: ლიუ ვეი (21), ვან ჟიჟი (11+7 მოხსნა), იი იანლიანი (11+12 მოხსნა), შიპენი (10), იუე (9), პენი (5), დინი, შულონი, სუ ვეი.

არგენტინისა და ბრაზილიის მატჩი არამარტო მერვედფინალური ეტაპის, არამედ მთლიანად ტურნირის მშვენება გახდა. ეს იყო აბსოლუტურად თანაბარი ძალის მეტოქეთა შეხვედრა, სადაც ყველაფერი ნერვების სიმტკიცემ და გენიალური ლუის სკოლას თამაშმა გადაწყვიტა.

ბრაზილიელთა რიგებში ირიცხებიან ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც შეეძლოთ "ჰიუსტონის" მძიმე ფორვარდის ნეიტრალიზაცია, მაგრამ ვერც ვარეჟაომ და ვერც ტიაგო სპლიტერმა ვერ მოახერხეს ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის ნეიტრალიზაცია.

პრაქტიკულად მთელი თამაში ქულა ქულაში მიდიოდა და შეხვედრის პერიპეტიების დაწვრილებით აღწერა შორს წაგვიყვანს. ამიტომაც რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას. არგენტინა ყველაზე დიდი სხვაობით მეორე მეოთხედის დასრულებამდე ერთი წუთით დაწინაურდა - 43:38, მაგრამ ამის შემდეგ ბრაზილია 10:3 გაიქცა და პირველი ტაიმი ორი ქულის სხვაობით მოიგო.

არგენტინამ ეს ჩამორჩენა მესამე მეოთხედში გააბათილა, მაგრამ ბოლო 10-წუთეულის სტარტზე კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდა - ბარბოზას ორი სამქულიანით მატჩში ყველაზე დიდი სხვაობა დაფიქსირდა - 72:66 ბრაზილიელთა სასარგებლოდ. მაგრამ იქვე ჰასენმა ასევე ორი შორეული ტყორცნა მოათავსა კალათში და ანგარიში ისევ გათანაბრდა.

ამის შემდეგ არგენტინამ საბოლოოდ იგდო ხელთ ინიციატივა და სტაბილურად ინარჩუნებდა 2-4-ქულიან უპირატესობას, მაგრამ როგორც კი წინ გაიჭრებოდა, ბრაზილიელთა რიგებში საუკეთესო მარსელო უერტასი (33 ქულა) სამქულიანებით ინტრიგას უბრუნებდა შეხვედრას.

საფინალო სირენამდე ორი წუთით ადრე სპლიტერმა ორი საჯარიმოთი კიდევ ერთხელ ორ ქულამდე შეამცირა სხვაობა და ამის შემდეგ, მორიგი ბენეფისი მოიწყო ლუის სკოლამ. ჰიუსტონელმა ბოლო ორწუთიან მონაკვეთში 10 ქულა ჩააგდო, აქედან რვა ქულა ზედიზედ აიღო, ხოლო ბოლო წამზე ორი ზუსტი საჯარიმოთი წერტილი დაუსვა შეხვედრას. მისმა საერთო მონაგარმა 37 ქულა (!) შეადგინა, არგენტინა კი მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ლიტვის ნაკრებს შეხვდება.

არგენტინა-ბრაზილია 93:89

25:25, 21:23, 20:18, 27:23

არგენტინა: სკოლა (37+9 მოხსნა), დელფინო (20), ჰასენი (15+5 მოხსნა), ობერტო (7+5 მოხსნა), პრიჯიონი (6+8 პასი), გუტიერესი (6), სეკერა (2), გონსალესი, კინტეროსი, კამერხსი.

ბრაზილია: უერტასი (32), ბარბოზა (20), მაშადო (10), სპლიტერი (10+5 მოხსნა), გარსია (7), ვარეჟაო (7+5 მოხსნა), ჯოვანიონი (3), ბეკერი, დოს სანტოსი, ვიეირა.

1/4 ფინალი

8 სექტემბერი

სერბეთი-ესპანეთი

თურქეთი-სლოვენია

9 სექტემბერი

აშშ-რუსეთი

ლიტვა-არგენტინა

ფოტო:

SCOLA - ლუის სკოლა

გერმანიამ სერბეთი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
ზედიზედ მეორედ - აშშ მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა [VIDEO]
დონჩიჩის ლიდერობით - სლოვენიამ იტალია ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
[VIDEO] სოხუმის "ცხუმი" ქართულ ფეხბურთში დაბრუნდა
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
"3-4 წლის წინ, არავინ მომისმინა" - "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"რეალის" ფეხბურთელობისას რომ ეს მეთქვა, მომკლავდნენ, მაგრამ..." - აზარმა ერთმანეთს მესი და რონალდო შეადარა