კაროლინ ვოზნიაცკისა და მარია შარაპოვას მატჩს გულშემატკივრები ჯერ კიდევ იმ დღიდან ელოდნენ, როცა ამერიკის ღია პირველობის ბადე გამოქვეყნდა...
კაროლინ ვოზნიაცკისა და მარია შარაპოვას მატჩს გულშემატკივრები ჯერ კიდევ იმ დღიდან ელოდნენ, როცა ამერიკის ღია პირველობის ბადე გამოქვეყნდა. ზოგმა ამ დაპირისპირებას ნაადრევი ფინალიც კი უწოდა, მიუხედავად იმისა, რომ ტურნირს კიმ კლაისტერსი და ვენუს უილიამსი არიან შემორჩენილნი. ფაქტია, რომ გუშინდელი სათამაშო დღის ცენტრალური მატჩი სწორედ რუსისა და დანიელის ორთაბროლა იყო.

ანგარიშის მიხედვით ვოზნიაცკიმ თითქოს იოლ გამარჯვებას მიაღწია, მაგრამ ეს ასე არ არის. პრაქტიკულად ყველა გეიმში იყო ბრძოლა, თუმცა თავიდან ბრეიკ-პოინტები მხოლოდ კაროლინს ჰქონდა. შარაპოვა ცდილობდა მაქსიმალურად შეემცირებინა შეცდომების რაოდენობა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. პირველი ბრეიკი მეტოქეს სწორედ რუსმა აჩუქა, როცა ზედიზედ სამი ორმაგი შეცდომა დაუშვა! მოგვიანებით მარიას საკუთარ მოწოდებაზე სამი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია და გადარჩა, რის შემდეგაც საპასუხო ბრეიკი გაიფორმა. ამას შარაპოვასთვის ფსიქოლოგიური უპირატესობა არ მოუტანია. მან კიდევ ერთხელ წააგო საკუთარი მოწოდება, რის შემდეგაც ვოზნიაცკიმ სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა - 6:3.

მეორე სეტში შარაპოვას მხოლოდ ორი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, თანაც ორივე სეტის დასაწყისში, თუმცა ეს შანსი ვერ გამოიყენა. მარია თავიდან ინარჩუნებდა საკუთარ მოწოდებას, მაგრამ ისევე როგორც პირველ სეტში, ბრეიკი ამჯერადაც საკუთარი შეცდომების ხარჯზე დათმო, კერძოდ, ბრეიკ-პოინტზე ორმაგი შეცდომა დაუშვა. ეს 3:3-ზე მოხდა და ამის შემდეგ ამერიკის ღია პირველობის ყოფილ ჩემპიონს თამაშში გარდატეხის შეტანის საშუალება აღარ ჰქონია.

ვოზნიაცკიმ კარიერაში პირველად დაამარცხა შარაპოვა და ახლა ნახევარფინალს 12-მატჩიანი მოგებათა სერიით ხვდება. ამ ეტაპზე მისი მეტოქე სლოვაკი დომინიკა ციბულკოვა იქნება, რომელმაც ამერიკის ღიას კიდევ ერთი ყოფილი ჩემპიონი სვეტლანა კუზნეცოვა დაამარცხა.

ციბულკოვამ შარშან როლან გაროსზე ნახევარფინალში გასვლით დაამახსოვრა თავი ჩოგბურთის მოყვარულებს, თუმცა მას შემდეგ სეროიზული წარმატებისთვის არ მიუღწევია. გუშინდელ მატჩამდე სლოვაკი მიმდინარე სეზონში 9-ჯერ შეხვდა ტოპ-15-ის მოთამაშეებს და მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო. ეს ერთადერთი გამარჯვება სწორედ კუზნეცოვას წინააღმდეგ (სიდნეიში) მოიპოვა. ისტორია განმეორდა. ციბულკოვამ კარგად გამოიყენა სვეტლანას შეცდომები მოწოდებაზე. კუზნეცოვამ შარაპოვას (9 ორმაგი შეცდომა ვოზნიაცკის წინააღმდეგ) მსგავსად ძალიან ცუდად ითამაშა საკუთარ გეიმებში და 10 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

არადა, რუსმა კარგად დაიწყო - ბრეიკით დაწინაურდა, რის შემდეგაც სამი ბრეიკ-პოინტი გადაარჩინა და საკუთარი გეიმიც აიღო. კუზნეცოვას მეორე ბრეიკის გაკეთებაც შეეძლო, მაგრამ ორ გეიმში რვა ბრეიკ-პოინტი გაანიავა, რასაც საკუთარი მოწოდების წაგება მოჰყვა. დომინიკა 5:4 დაწინაურდა, რის შემდეგაც ექიმს უხმო. პაუზამ უკეთ სლოვაკზე იმოქმედა, რომელმაც საქმე ტაი-ბრეიკამდე არ მიიყვანა - 7:5.

კუზნეცოვას მეორე სე

ტის სტარტიც კარგი გამოუვიდა, მაგრამ 3:1-ის შემდეგ ისევ დაეტყო არასტაბილურობა. ამან ციბულკოვას ზედიზედ ოთხი გეიმი ააღებინა და მატჩზე ჩაწოდების საშუალება მისცა. სლოვაკმა ორი მატჩბოლი ვერ გამოიყენა და საბოლოოდ საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც კუზნეცოვამ იმდენი შეცდომა დაუშვა, რომ არ იმსახურებდა თუნდაც ერთი სეტის მოგებას.

რუსული ჩოგბურთის პრესტიჟი ვერა ზვონარევამ გადაარჩინა, რომელმაც გერმანელი ანდრეა პეტკოვიჩი გაანადგურა. უცნაურად წარიმართა კიდევ ერთი მერვედფინალი ბელგიელ იანინა ვიკმაიერსა და ესტონელ კაია კანეპის შორის, რომელმაც მანამდე ტურნირის მეოთხე ნომერი ელენა იანკოვიჩი დაამარცხა.

ბალტიისპირელმა თითქმის უიმედო მატჩი გადაარჩინა. პირველი სეტში ვიკმაიერმა გეიმი არ დაუთმო კანეპის, მეორეშიც უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ ესტონელმა ორჯერ დაიბრუნა ბრეიკი, შემდეგ რამდენიმე ბრეიკ-პოინტი მოიგერია და საბოლოოდ იგდო ხელთ ინიციატივა. ტაი-ბრეიკის იოლად მოგების შემდეგ, კანეპიმ პირველი სეტისთვის სამაგიერო გადაუხადა ბელგიელს - 6:1.

კაცებს შორის ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა. მხოლოდ რობინ სიოდერლინგს დასჭირდა ოთხი სეტის თამაში ესპანელ ალბერტო მონტანიესის წინააღმდეგ, დანარჩენი მატჩები სამ სეტში დასრულდა.

შვედის წინააღმდეგ მონტანიესს ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და გამოიყენა. პირველი სეტის მოგების შემდეგი ესპანელს ასეთი შანსი აღარ მიეცა, სიოდერლინგმა კი ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და დამსახურებულად გავიდა მეოთხედფინალში.

ისევე როგორც შარშან, სიოდერლინგს ამ ეტაპზე როჯერ ფედერერი შეხვდება. შვეიცარიელმა "დიდი სლემის" ტურნირებზე" ზედიზედ 26-ედ მიაღწია მეოთხედფინალს. მას შეეძლო ზედიზედ 24-ედ ეთამაშა ნახევარფინალში, მაგრამ მისი ბრწყინვალე სერია როლან გაროსზე სწორედ სიოდერლინგმა შეწყვიტა, ასე რომ, ფედერერს რევანშის აღება მართებს.

ფედერერს გუშინ პრობლემა არ ჰქონია ავსტრიელ იურგენ მელცერთან მატჩში. შვეიცარიელმა 41 ქულა აიღო აქტიური მოქმედებით, მეტოქეზე მრავალფეროვნად თამაშობდა, თუმცა ავსტრიელის შექებაც შეიძლება. მან მეორე სეტში ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა საქმე, მესამეში ბრეიკით დაწინაურდა, მაგრამ როჯერმა ორჯერ აიღო მეტოქის მოწოდება და მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულა. სხვათა შორის, შვეიცარიელისთვის ეს იყო ამერიკის ღიაზე ბოლო 45 მატჩში 44-ე მოგება. ერთადერთი მარცხი შარშანდელ ფინალში არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროსგან იწვნია.

ადგილობრივ პუბლიკას იმედი ჰქონდა, რომ მარდი ფიში ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევდა სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს, მაგრამ ბრძოლა არ შედგა. ფიშმა, რომელმაც შესანიშნავად წარმართა ამერიკული ტურნირების სერია (ცინცინატის მასტერსის ფინალში გავიდა), ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. მას ვერც საფირმო მოწოდებამ უშველა და ამერიკელის ანგარიშზე მხოლოდ სამი ეისი იყო. მარდიმ ერთადერთი ბრეიკი მატჩის დასაწყისში აიღო, ნოვაკმა კი რვიდან ექვსი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. საბოლოოდ, მასპინძელმა ჯამში მხოლოდ რვა გეიმი აიღო და პირწმინდად წააგო მატჩი. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან აქამდე ჩატარებული ხუთი შეხვედრიდან ჯოკოვიჩმა ფიშს ხუთივე მოუგო.

ასეთივე შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს ნოვაკს მომავალ მეტოქესთან, ფრანგ გაელ მონფილსთან - ოთხითან ოთხი მოგება. მონფილსმა ასევე სამი სეტი იკამარა ფრანგულ დერბიში რიშარ გასკეს დასამარცხებლად.

პირველი ორი სეტი ერთნაირი სცენარით წარიმართა. გაელი თავიდანვე იღებდა ბრეიკს და საქმე გამარჯვებამდე მიჰყავდა, მესამეში უკვე გასკე დაწინაურდა და როცა ყველას ეგონა, რომ მეოთხე პარტია გარდაუვალი იყო, მონფილსმა 2:5-დან ზედიზედ ხუთი გეიმი აიღო და პირველად მოიპოვა ამერიკის ღიას მეოთხედფინალში თამაშის უფლება.

კაცები

1/8 ფინალი

როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-იურგენ მელცერი (ავსტრია, 13) 6:3, 7:6(4), 6:3; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 3)-მარდი ფიში (აშშ, 19) 6:3, 6:4, 6:1; რობინ სიოდერლინგი (შვედ, 5)-ალბერტ მონტანიესი (ესპ, 21) 4:6, 6:3, 6:2, 6:3; გაელ მონფილსი (საფ, 17)-რიშარ გასკე (საფ) 6:4, 7:5, 7:5.

ქალები

1/8 ფინალი

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-მარია შარაპოვა (რუს, 14) 6:3, 6:4; ვერა ზვონარევა (რუს, 7)-ანდრეა პეტკოვიჩი (გერ) 6:1, 6:2; დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ)-სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 11) 7:5, 7:6(4); კაია კანეპი (ესტ, 31)-იანინა ვიკმაიერი (ბელ, 15) 0:6, 7:6(2), 6:1.

1/4 ფინალი

ვოზნიაცკი (1)-ციბულკოვა; კანეპი (31)-ზვონარევა (7); სკიავონე (6)-ვ. უილიამსი (3); სტოსური (5)-კლაისტერსი (2).

ლელო

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!