გუნდის მზადებასა და მომავლის გეგმებზე "ლოკომოტივის" აღმასრულებელ დირექტორმა ისაუბრა
საქართველოს ჩემპიონატი წლეულს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. რაგბის კავშირმა გადაწყვიტა, შემოდგომა-გაზაფხულის სისტემაზე გადავიდეს, რის გამოც მარტის ბოლოდან უმაღლესი ლიგის გუნდები, რომელთა რიცხვიც ათამდე გაიზარდა, გზაფხულის ტურნირში ჩაებმებიან.

ცხადია, ამ შეჯიბრების გამარჯვებული ჩემპიონად არ გამოცხადდება.

უმაღლესლიგელებმა სეზონისთვის მზადება დიდი ხანია დაიწყეს, მათ შორის ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა თბილისის "ლოკომოტივმაც", რომლის რიგებშიც გარკვეული ცვლილებები და სასიამოვნო სიახლებია. გუნდის მზადებასა და მომავლის გეგმებზე "ლოკომოტივის" აღმასრულებელ დირექტორ გიორგი ასათიანს ვესაუბრეთ.

- სეზონისთვის მზადება ჯერ კიდევ იანვარში დავიწყეთ. როგორც წესი, ამ დროსითვის ძირითადი ყურადღება ფიზიკური კონდიციების ამაღლებას ეთმობა. მძლეოსნობაში ვარჯიშს ძალოსნობის დარბაზი და სიმძიმეებთან ჭიდილი ცვლის. ჯერჯერობით მოედანზე არ შევსულვართ, თუმცა კვირის ბოლოს საწვრთნელ შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი თბილისის "არმაზთან", რომელიც "შევარდენის სანაკრებო ბაზის" ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართება.

- შარშანდელ ჩემპიონატში ქართული რაგბის ფლაგმანმა, თბილისის "ლოკომოტივმა" მესამე ადგილი დაიკავა და თასის გათამაშების ფინალშიც ვერ გააღწია...

- დიახ ასე იყო და გადაუწარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს გუნდისთვის წარუმატებლობად შეფასდა. ცხადია, ამას თავისი როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური მიზეზები ჰქონდა. გუნდი რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ დატოვვა, რომელბიც საფრანგეთში გადაბარგდნენ.

ლიდერები ზვიად მაისურაძე და გივი ბერიშვილი ეროვნულ ნაკრებში იყვნენ მიწვეულნი. მაისურაძე ნაკრების საწვრთნელი შეკრებიდან ტრავმირებული დაბრუნდა და სეზონი, ფაქტობრივად, მთლიანად გაუცდა. მან ვარჯიში რამდენიმე კვირის წინ განაახლა.

ერთი სიტყვით, შარშანდელი სეზონი ჩვენთვის საუკეთესო ნამდვილად არ იყო. ამიტომ, წლეულს ბევრად უფრო მობილიზებულნი და საბრძოლველად შემართულნი ვიქნებით.

- მიზანი, ცხადია, როგორც ყოველთვის ჩემპიონობა იქნება...

- ეს თემა არც განიხილება, რა თქმა უნდა, მხოლოდ პირველი ადგილსითვის ვიბრძოლებთ, თანაც, ვგრძნობ, რომ მომავალი ჩემპიონატი ძალიან დაძაბული, მაღალი დონისა და საინტერესო გამოვა. ბევრი თანაბარი ძალის გუნდია, რომლებთანაც პაექრობაში მიღწეული გამარჯვება ძალიან საამაყო იქნება.

- ქართული კლუბებიდან მოთამაშეთა გადინების პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება. რა მდგომარეობაა ამჟამად თქვენთან, ვინ დატოვა გუნდი ან ვინემ ახალი ხომ არ დაგიმატებიათ?

- სამწუხაროდ, წლეულს საკმაოდ სერიოზული დანაკლისი გვაქვს. "ლოკომოტივი" დატოვა და "არმიაში" გადავიდა გუნდის ერთ-ერთი უძლიერესმა, წამყვანმა მოთამაშემ დავით ჩიტიძემ. ორი საკვანძო მორაგბე დაშავებულია, თუმცა ჩემპიონატის დაწყებამდე იმედი გვაქვს, რომ გამოჯანმრთელებას მოასწრებენ.

ამასთან ერთად, სექტემბრისთვის, როცა საქართველოს ჩემპიონატი დაიწყება, პოლონეთიდან დაგვიბრუნდება ფულბეკი ბექა წიკლაური, რომელმაც ახლახან საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა პორტუგალიის ნაკრებთან. მასთან ხელშეკრულება უკვე გაფრორმებული გვაქვს და, ვფიქრობ, ის დიდი ძალა იქნება ჩვენი გუნდისთვის.

- "ლოკომოტივი" ლამის ერთადერთი გუნდი იყო საქართველოში, რომელსაც ბავშვთა გუნდები არ ჰყავდა. ამჯერად რა მდგომარეობაა?

- ეს პრობლემა მთლიანად მოგვარებულია. უმაღლესი ლიგის გუნდის გარდა გვაყავს ესპუართა, ჭაბუკთა A ლიგის ერთი და B ლიგის ორი გუნდი. ასევ ჩვენთან ვარჯიშობენ საკმაოდ ბევრი საფესტივალო ასაკის ბავშვებიც.

- როგორია კლუბის ინფრასტრუქტურის მდგომარეობა. ამდენი გუნდი სადმე ხომ უნდა ვარჯიშობდეს...

- კლუბს დიღომში აქვს საწვრთნელი ბაზა, სადაც ეს გუნდები ვარჯიშობენ. თუმცა ახლა ზამთარია და ძირითადად მანეჟში გვიწევს წვრთნა. ჩვენ ბაზაზე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ადამიანები ცხოვრობენ, რომლებსაც ალტერნატიული ფართით დაახლოებით მაისისთვის დააკმაყოფილებენ. ამის მერე ბაზას რეკონსტრუქცია ჩაუტარდება და სრულყოფილად ფუქციონირებას დაიწყებს. ბაზა მაქსიმალურად დაიტვირთება. ვფიქრობ, ეს პროცესი ძალიან წაადგება კლუბს, რათა მორაგბეთა ვარჯიშისა და დასვენება-აღდგენითი პირობები მაქსიმალურად მიუახლოვდეს თანამედროვე სტანდარტებს.

- სპორტული ეკიპირება, ბურთები, სხვადასხვა სარაგბო ატრიბუტები, ხელფასები, ყოველივე ამისთვის საკმაოდ სერიოზული თახაა საჭირო. კლუბს სპონსორი თუ ჰყავს?

- შარშანდელ სეზონში "ლოკომოტივის" გენერალური სპონსორი "ვითიბი ბანკი" იყო, რომელთანაც ხელშეკრულება წლეულსაც გავაფორმეთ. ჩვენს მიერ ნაჩვენებ შედეგებზე იქნება დამოკიდებული ამ თანამშრომლობს ხანგრძლივობა. წინდაწინ უნდა ითქვას, სპონსორს საკმაოდ საინტერესო გეგმები აქვს.

ეს ფაქტი, ვფიქრობ, მაგალითი იქნება სხვა კომპანიებისთვის, რათა ქართული სარაგბო კლუბების სპონსორობა ითავონ. ეს აუცილობლად შეუწყობს ხელს გუნდების სათამაში დონის ამაღლებას, რაც საბოლოო ჯამში, მთლიანად ქართული რაგბის განვითარებას წაადგება სასიკეთოდ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"შავი ლომი" | განახლებული შემადგენლობით ახალი სეზონისთვის
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
შავი ლომი | სექტემბერში პრემიერშიფის ჩემპიონთან
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა