ჩვენებურს ექიმებმა ფეხზე გამოკვლევა ჩაუტარეს, ტრავმასთან დაკავშირებით, თავად შენგელია გვიამბობს
საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური "შარლერუას" ფორვარდი თორნიკე შენგელია ვარჯიშს კიდევ 2 კვირა ვერ შეუდგება.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ქართველმა კალათბურთელმა ტერფის ძვალი ორიოდ თვის წინ გაიბზარა და მას შემდეგ მხოლოდ ინდივიდუალურად, მსუბუქად ვარჯიშობს.

2 დღის წინ შენგელიას ბელგიელმა ექიმებმა ფეხზე გამოკვლევა ჩაუტარეს და თუ რა სიტუაციაა მის ტრავმასთან დაკავშირებით, თავად შენგელია გვიამბობს.

- რა მდგომარეობაში გაქვს ფეხი?

- სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ძვლის დაზიანებული ადგილი ბოლომდე მორჩენილი არ არის. ექიმებმა მითხრეს, ძალიან მცირე ნაწილიღაა აღსადგენი, თუმცა შეგიძლია მსუბუქად სირბილს შეუდგეო. მეც ვცადე და ოდნავ ამტკივდა, ამიტომაც შევწყვიტე და ძველებულად ინდივიდუალურად, მსუბუქად ვვარჯიშობ.

- რამდენი ხანი გინდა, რომ სრულფასოვანი ვარჯიში დაიწყო?

- დაახლოებით 2 კვირა. მარტის შუა რიცხვებში ხელახალ რენტგენს გადავიღებ ფეხზე, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, გუნდს შევუერთდები და სრულფასოვნად ვივარჯიშებ. არ მინდოდა, 2 კვირის გამო, რომ საფრთხეში ჩამეგდო თავი და ამიტომ შევწყვიტე ფეხის დატვირთვა.

gbf.ge

ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე