პრესკონფერენცია საქართველო-ისრაელის მატჩის შემდეგ...

ლუის ფერნანდესი: "შედეგით კმაყოფილი ვარ. საქართველომ თამაში ძალიან გამოასწორა, გუნდი მნიშვნელოვნად შეცვლილია. თქვენმა ნაკრებმა საინტერესო ფეხბურთი აჩვენა, დაცვაში საიმედოდ გამოიყურებოდა, რასაც გილოცავთ. აქ თამაში ნებისმიერ გუნდს გაუჭირდება. ქართველების აქტიურობის გამო, ბურთის კონტროლი გვიჭირდა... დღევანდელი ფეხბურთი სულ სხვაა. ვერ ვიტყვი, რომ დღეს ისრაელმა საუკეთესო თამაში აჩვენა, მაგრამ ხარვეზების გამოსწორებას შევეცდებით".

თემურ ქეცბაია: "მინდა ბიჭებს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ 100 პროცენტით დაიხარჯნენ. თუმცა შეუძლებელია მოიგო, როცა ასეთ "ყანაში" გიწევს თამაში. არ ვიცი, ამ მოედანს ვინ აკეთებს, მაგრამ ქართული ფეხბურთი და მისი ტრადიცია მეტს იმსახურებს... რას ვიზამთ, ასეთია მინდორია დღევანდელი ქართული ფეხბურთის სახე... უცხოეთში კარგ მოედნებს სილამაზისთვის კი არ აგებენ, ეს ფეხბურთის განვითარებისთვის სჭირდებათ...

ებრაელები გახარებულები არიან, ფრეს რომ მიაღწიეს, რადგან ეს შედეგი ხელს აძლევდათ. ჩვენ კი დამწუხრებულები ვართ, რომ ვერ მოვიგეთ. არ გვინდა ამდენი ლაპარაკი, საქმე გვჭირდება, რა გახდა ორი მოედნის გაკეთება?! თავის მართლება არ მჩვევია, პასუხისმგებლობასაც არ გავურბივარ, მაგრამ ისრაელის ნაკრების ფეხბურთელები ევროპულ კლუბებში რომ წავლენ, არ იტყვიან, "ყანაში" ვითამაშეთო?! ევროპის ლიგის ფინალის მასპინძლობა გვსურს, მაგრამ თბილისში იყო პლატინი, სტადიონი მოინახულა და ხომ შეხედავდა, რას ჰგავს მოედანი?!

ყოველთვის ვერ მიაღწევ სასურველ შედეგს, მაგრამ სხვა ფაქტორებმა ხელი არ უნდა შეგიშალოს. ეს არ არის ფედერაციის ბრალი, საფარს ის არ უვლის... პირდაპირ გეუბნებით, ასეთ მოედანზე საქართველოსა და მალტას შორის განსხვავება არ იქნება. 20 წელი არ გაკეთებულა მოედნები და ჩემი დანიშვნის შემდეგ გაკეთდებოდა?.. რომ მეუბნებით, ორი სახელიანი ფეხბურთელი შესაცვლელიაო, ისიც მითხარით, მათ ნაცვლად ვინ გამოვიძახო? ლაპარაკი ადვილია, ფეხბურთელის მოძებნა კი - საკმაოდ რთული".

state
ეგ ყანა შეიძლება ჩვენი ავანტაჯიც ყიფილიყო.. ისრაელმა რა სხვა პირობებში ითამაშა? არა ფეხბურთზე რომ პრეტენზია გვაQვს და სტადიონი რომ ნორმალური უნდა გვქონდეს ამას ლაპარაკი არ უნდა... ქართველო ფეხბურთელებზე ცუდს ვერაფერს იტყვი ამ "გულშემატკივრების" ფონზე... თუ გინდა ფეხბურთელი ბოლომდე ირჯებოდეს ბოლომდე გვერდში უნდა ედგე და ბოლომდე ამხნევებდე... იმიტომ რომ თუ გინდა მებრძოლი გუნდი გყავდეს სხვა გზა არც გაქვს... მადლობა კეცბაიას მადლობა ბიჭებს...
reso
გოლის გამტანი არ გვკავს,3 ტამასი 0:0 ,ესაა პრობლემა ,სტადიონი და მონდომება,სამზუხაროდ.......
nana
მართალია ეს ადამიანი მინდორის საფართან მიმართებაში:)))
zaza
გაბელიას ჯობია ტსოტატი კეტსბაია,პეხბურტელები პენსიონერებზე მკეტს მოდზრაობენ.
MeNoX
მართალია ეს კაცი, მოედნის საფარი გამოსაცვლელია, სკამები, ორივე ტაბლო, დინამიკები და განათებაც მისახედია, მარა თუ ფუხბურთელი არ ვარგა ის გინდა პაიჭაძეზე ათამაშე და გინდა ნოუკამპზე... მარა აშკარაა რო გამოსწორების გზაზე ვართ, მთავარია ეხლა გოლების გატანაც ვისწავლოთ და რამე გვეშველება... ისიც გასათვალისწინებელია, რომ გულშემატკივარმა ნაკრების პატივისცემ აისწავლოს და 79 წუთზე არ დაიწყოს სტადიონის დატოვება...
chelsea
პრობლემა ისაა რომ არ იციან არც პასის მიცემა და გამოუვიდათ მერე ბურთს ვერ აჩერებენ, კუპერი კვირაში ერთხელ შეკრიბავდა ნაკრების კანდიდატებს ეროვნულ ჩემპიონატში ვინც თამაშობდნენ მაშინ და კვადრატის თამაშს ასწავლიდა, სირცხვილის ნაკრებში თამაშზე გქონდეს პრეტენზია და პეხში პასს ვერ აკეთებდე. როდემდე უნდა ვიგერიოთ უმისამართოთ ბურთი.
SESI
შეუცყვეთ ამ გვთით მოვლენილ კაცს ხელი! თემური თუ დაგვიბრუნებს თავმოყვარეობას,თორემ.....
nikolozi
ქეცბაია ყოველთვის პირში მთქმელი კაცია.
irakli
გიორგი გეთაბხმები. ვერ აკეტებს ზუსტ გადაცემას ვერც მაგი და ვერც სხვები. თუ არ იციან უნდა ასწავლოს, აბა რისთვის არის მწვრთნელი. ყველაფერს მოედანს ნუ აბრალებენ. საბერძნეთშიც მოედანი იყო ცუდი? იქ რა ზუსტ გადაცემებს აკეთებდნენ (მე ეგ თამაში ვნახე მხოლოდ)
David
რა გუნდიც არის ის თამაშიცაა. კიდევ კარგი არ წააგეს. მაყურებლებიც ბევრს ცოდავდნენ. საღორეს ჰგავდა მთელი სტადიონი თამაშის მერე. ტუალეტი რომ მოუწესრიგო ჯერ ამის ღირსი არაა მაყურებელი.
midi qeco
ერთი რომელს გითამაშიათ ქეცოს მეასედი დონის ფეხბურთი მაინც, იცის ამ კაცმა თავისი საქმე და ხელს თუ არ უწყობთ ნუ შეუშლით მაინც. ნაკრებს პროფესიონალის ხელი დაეტყო, მთავარია არარ ვაგებთ და სწორად მუშაობა თუ დააცადეს ამ კაცს მალე უკეთესი და უკეთესი თამაში გვექნება. მიდი ქეცო
giorgi
ჩემო irakli, ეგ არის უბედურება, ნაკრების მწვრთნელმა რომ უნდა ასწავლოს სტანდარტულის შესრულება 28 წლის ფეხბურთელს. მანამდე ყანას თოხნიდნენ ბლიად? შენ რომ პრეტენზიებს ეძახი ეგ საერთოდ არ უნდა იყოს განსახილველი საკითხი. ქაქისგან კამფეტს აკეთებინებთ მაგ კაცს და თან გინდათ რომ გემრიელიც იყოს? მთელი თამაში ვითვლიდი და კობიაშვილმა მარტო 3 ზუსტი პასი გააკეთა. აქედან 2 უკან. დანარჩენი სულ მოწინააღმდეგეს მიაწოდა. ქეცბაიას ბრალია? თუ არ გჯერა ჩანაწერს უყურეთ და ნახავთ ან ის დათვალეთ კალაძემ რამდენჯერ ითამაშა თავით ზუსტად... რა მარტო იტალიასთან გამოსდის?
gio
ატრაკებს ქეცბაია, მაგას ეტყობა ყანა არ უნახია. ყანა ვიცი მე მოვლილ-გათოხნილი... ეს კიდე ყანაც არ იყო... როცა ვინმე ზოგიერთ ადგილზე გადაირბენდა, მეორე იარუსიდანაც ჩანდა მოედანზე ადენილი მტვერი და ბდღვირი. მგონი ამისულაშვილი იყო - რამდენჯერმე "იამკაში ჩაარტყა" და თითქოს სწორ ადგილზე დაეცა.და საერთოდ 20-ლარად რომ ყიდიან ბილეთებს ეს ჩემისები. ტუალეტები მაინც მოაწესრიგონ. სტადიონი გაავსეთო იხვეწებიან და მაშინ ისიც გამოაცხადონ - შარდის ბუშტები წინასწარ დაცალეთო. ბავშვი მყავდა სტადიონზე და ტუალეტში ხელში აყვანილი და სახეზე ცხვირსახოცაფარებული შევიყვანე. ნეტა პლატინი თუ ყავდათ იქ შეყვანილი?ჭიჭიკიასი არ იყოს სტადიონის ტუალეტში ვერ შეხვალ, ხელზე თუ იზამ და ისე შეაგდებ შით...და ქალების ტუალეტი საერთოდ არ ყოფილა. არადა 10% ქალი იყო გუშინ... ისე კიბეების ქვეშაც საკმაოდ ბევრმა შეისეირნა... ვერც გაამტყუნებ. ტუელეტი ვერ იპოვეს და აბა მინდორზე ხომ არ გავიდოდნენ...
irakli
ოოო, დაიწყო ახლა ამან. საბერძნეთშიც მოედანი არ ვარგოდა? შემთხვევით დაიტანა იაშვილმა თორემ ნახავდი რა ქულასაც წამოიგებდი. მორჩი პრეტენზიებს და ასჭავლე მაგათ სტანდარტულების შესრულება, ტუნდაც აუტიდან ბურთის შემოტანა.
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე