ვარშავის ახალთახალ ეროვნულ სტადიონს, რომელიც ოთხშაბათს საზეიმოდ გაიხსნა, უგოლობა, მაგრამ არცთუ ურიგო ფეხბურთი დაებედა
ვარშავის ახალთახალ ეროვნულ სტადიონს, რომელიც ოთხშაბათს გაიხსნა საზეიმოდ, უგოლობა, მაგრამ არცთუ ურიგო ფეხბურთი დაებედა.

შანსები ბევრი იყო, მაგრამ ორივე გუნდის შემტევები ბოლო ფაზაში ვერ ვარგოდნენ. პირველ ტაიმში პორტუგალიელთა უპირატესობა გამოკვეთილი იყო. განსაკუთრებით დიდებული სანახავი იყო ნანის გარღვევა. "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავი სამ მცველს გასცდა, მაგრამ შჩესნიმ პოლონეთი აშკარა გოლისგან იხსნა.

ტაიმის მიწურულს ნელსონის სულელური პასი ირენეუშ იელენის საკბილო გახდა, მაგრამ მახვილი კუთხიდან პოლონელმა ფორვარდმა ვერ გაუტანა რუი პატრისიოს.

პატრისიომ მეორე ტაიმშიც გადაარჩინა გუნდი. ამ შემთხვევაში ლუდოვიკ ობრანიაკმა რონალდოს პასი ჩაჭრა და კარგადაც ჩაახვია ბურთი დარტყმისას, მაგრამ პორტუგალიის მეკარე მოწოდების სიმაღლეზე იდგა. ბოლო 10-მა წუთმა მასპინძელთა უშედეგო იერიშებში ჩაიარა. პირველივე ტაიმში ტრავმის გამო სტუმრებს "რეალის" მცველი ფაბიო კოენტრაო დააკლდა.

პოლონეთი-პორტუგალია 0:0

პოლონეთი (4-4-2): შჩესნი - პიშჩეკი, ვასილევსკი, პერკისი, ვავრჟინიაკი (85. ბოენიში) - ბლაშჩიკოვსკი (90. მილა), პოლანსკი (81. მატუშჩიკი), დუდკა, რიბუსი (77. პეშკო) - ობრანიაკი (82. მიერჟიეივსკი), იელენი (67. გროსიცკი).

პორტუგალია (4-3-3): პატრისიო - ჟ. პერეირა, პეპე (67. როლანდო), ბრუნო ალვეში, ფ. კოენტრაო (21. ნელსონი) - მეირელეში, ველოზო, მოუტინიო (46. მ. ფერნანდეში) - ნანი (82. ოლივეირა), ალმეიდა (66. პოშტიგა), რონალდო (76. კვარეჟმა).

გაფრთხილება: ველოზო

კუთხური: 5-7; ჯარიმა: 11-16; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 12-13 (5-6); ბურთის ფლობა: 36%-64%.

მაყურებელი: 45 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა