4 მარტს რომაული დერბია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ "სტადიო ოლიმპიკოზე" ძალიან ჩამოცხება
4 მარტს რომაული დერბია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ "სტადიო ოლიმპიკოზე" ძალიან ჩამოცხება. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს არის ყველაზე ცხელი დერბი იტალიაში და შესაძლოა, მთელი ევროპის მასშტაბითაც კი.

რომაული გუნდები განსხვავებულ მდგომარეობაში არიან - "ლაციო" უფრო მაღლაა სატურნირო ცხრილში, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის, მაგრამ ვერ დავიჩემებთ, რომ გუნდში ყველაფერი რიგზეა.

პირიქით, ევროპის ლიგიდან გამოვარდნამ "არწივთა" ბანაკში ვითარება უკიდურესად გაამწვავა და ერთი ხანობა, ედუარდო რეიას წასვლის საკითხიც კი დადგა დღის წესრიგში. თუმცა, რაღა დღის წესრიგში - რეიამ განცხადებაც კი დაწერა და მხოლოდ იმიტომ რჩება პოსტზე, რომ კლაუდიო ლოტიტომ მისი სურვილი არ დააკმაყოფილა.

"ლაციო" თითქოს უპერსპექტივო გუნდის ასოციაციას იწვევს, რადგან რეიას განკარგულებაში ძირითადად 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელები არიან...

და რა ხდება ამ დროს "რომაში"? - ლუის ენრიკე ახალგაზრდა და ნიჭიერ ფეხბურთელებზე აკეთებს აქცენტს, რომლებმაც ახლო მომავალში ევროპის მასშტაბით უნდა დაიქუხონ. ჯერ ძალიან არასტაბილურად ასპარეზობენ - საკუთარ კედლებში აღმაფრენით სჩვევიათ თამაში და თითქმის ყველა შეხვედრას იგებენ, აი გასვლაზე კი...

კვირას მართლაც დიდი მატჩია - "რომას" სარეაბილიტაციოდ აქვს საქმე, რადგან პირველ წრეში დერბი მათი მარცხით დასრულდა, "ლაციომ" კი უნდა გვაჩვენოს, რომ ბებერი რქები ისევ ხნავენ. ქვემოთ, მოახლოებული მატჩის შესახებ, საინტერესო კომენტარებს გაეცნობით...

მარტენ სტეკელენბურგი (რომას მეკარე): "პირველ წრეში, დერბი "ლაციომ" მოიგო და იმ დღიდან, რევანშის სურვილით ვარ სავსე. დიდი იმედი მაქვს, რომ ამჯერად გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება. მით უმეტეს, მას შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა - ჩვენ უკეთესად გავიცანით ერთმანეთი, შევთამაშდით და დღეს, გაცილებით ძლიერები ვართ. ამიტომ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დერბი ჩვენი გამარჯვებით დასრულდება".

იგლი ტარე (ლაციოს სპორტული დირექტორი): "დერბის განსაკუთრებულად ველოდებით, რადგან თანაქალაქელთა დამარცხება ჰაერივით გვჭირდება. "ატლეტიკოსთან" მარცხი გუნდმა მძიმედ გადაიტანა და ეს ყველას კარგად მოგეხსენებათ. წინა ტურში, "ფიორენტინას" დამარცხებამ სულზე მოგვისწრო და იმედი მაქვს, რომ ამას დერბიში მოგებაც დაემატება. თითოეული ფეხბურთელი მოტივირებულია, ეს კი ყველაზე მთავარია".

სტეფანო მაური (ლაციოს ფეხბურთელი): "დერბი განსაკუთრებული თამაშია და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ გულშემატკივრები გავახაროთ. მე არ ვიცი რას ნიშნავს მომავლის გუნდი... დღევანდელი დღით ვცხოვრობ, დღეს კი "ლაციო" "რომაზე" ძლიერია. თუ არ გჯერათ, უყურეთ თამაშს და ჩემი სიტყვების სისწორეში დარწმუნდებით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს