"შტუტგარტის" სპორტულმა დირექტორმა ზდრავკო კუჟმანოვიჩის გამო სერბეთის ფეხბურთის ფედერაციას შეუტია
"შტუტგარტის" სპორტული დირექტორი, გერმანიის ნაკრების ექს-თავდამსხმელი ფრედი ბობიჩი ყოველთვის იმას ამბობს, რასაც ფიქრობს. ახლა კი ზდრავკო კუჟმანოვიჩის გამო სერბეთის ფეხბურთის ფედერაციას შეუტია.

ბობიჩი წარმოშობით ხორვატია (დედა სლოვაკი ჰყავს, მამა ხორვატი) და ისე როგორ იქნებოდა, რომ სერბების გალანძღვის შანსი ხელიდან გაეშვა. საქმე იმაშია, რომ ამ კვირაში კუჟმანოვიჩმა სერბეთის ნაკრებში ორი მატჩი ჩაატარა და ჯამში 170 წუთი იასპარეზა. ბობიჩი მიიჩნევს, რომ ეს ნამეტანია. სერბეთის ნაკრებმა კვიპროსზე ამხანაგურ ტურნირზე იასპარეზა (სომხეთთან 2:0 და კვიპროსთან 0:0).

"სერბები მხოლოდ ფულის შოვნაზე ფიქრობენ. შუა კვირაში ტურნირზე ასპარეზობა და ორი მატჩის ჩატარება, მით უმეტეს ასეთი გადატვირთული კალენდრის დროს, ფეხბურთელებთან მიმართებაში დანაშაულის ტოლფასია. სერბები ყოველთვის მხოლოდ ფულის შოვნაზე ფიქრობენ. იმედი მაქვს, ჩემს სიტყვებს სერბი ჟურნალისტებიც დაწერენ. შეუძლიათ, დამიკავშირდნენ და მე მათსავე მშობლიურ ენაზე გავლანძღავ," - განაცხადა ბობიჩმა.

სხვათა შორის, წინა კვირას, "ფრაიბურგთან" მატჩის წინ, რომელიც შტუტგარტელებმა 4:1 მოიგეს, ფრედიმ ლანძღვა არც ბრაისგაუულ კლუბს დააკლო - "ფრაიბურგისთვის" ხომ სულ ერთია, მომდევნო სეზონში პირველ ბუნდესლიგაში ითამაშებენ თუ მეორეშიო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს