ბიატლონი. მსოფლიოს ჩემპიონატი
შერეული ესტაფეტით გაიხსნა გუშინ ბავარიულ ქალაქ რუპოლდინგში ბიატლონში მსოფლიოს ჩემპიონატი. წავიდა ის დრო, როცა ეს სახეობა არაპრესტიჟულ დისციპლინად ითვლებოდა.

2014 წლიდან ის ოლიმპიურ პროგრამაში იქნება შეტანილი. ამიტომაც გუშინ ყველა დროის ყველაზე ძლიერი შერეული ესტაფეტა ვიხილეთ. აბსოლუტურად ყველა ნაკრებმა უძლიერესი შემადგენლობა გამოიყვანა: გერმანია ჰენკელით, ნოიერით, ბირნბაჰერითა და პაიფერით იყო წარმოდგენილი: ნორვეგია - ბერგერით, სოლემდალით, ბიორნდალენითა და სვენდსენით... დანარჩენების ჩამოთვლა არ ღირს.

ადგილობრივი გულშემატკივრებით გამხნევებული გერმანიის ნაკრები ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან. ჰინკელის შესრულებით არცთუ ისე დამაჯერებელი პირველი ეტაპის შემდეგ საქმეს შეუდგა მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი მაგდალენა ნოიერი, რომელიც ძალიან მიუახლოვდა საფრანგეთის ნაკრებს.

ანდრეას ბირნბაჰერმა გენიალურად წარმართა მესამე ეტაპი და პაიფერს კონკურენტებზე მთელი ერთი წუთი უპირატესობა მოუტანა. მაგრამ პაიფერმა ფეხზე დგომით სროლისას ერთი საჯარიმო წრე მიიღო და გერმანია გამოეთიშა ოქროსთვის ბრძოლას. მასპინძლები ბრინჯაოთი დაკმაყოფილდნენ.

უცნაურია, მაგრამ ფინიშზე პირველი მივიდა ერთი გუნდი, ხოლო ოქროს მედალი მიიღო მეორემ. საქმე ისაა, რომ ლეგენდარული ოლე-ეინარ ბიორნდალენის ერთ-ერთი სროლისას სამიზნე არ დაიხურა. არადა, ნორვეგიელმა ზუსტად ისროლა. ამის გამო ოლეს საჯარიმო წრის დარტყმა მოუწია. ნორვეგიის ნაკრებმა პროტესტი შეიტანა, რომელიც დააკმაყოფილეს. გუნდის მიერ ნაჩვენებ დროს 29 წამი ჩამოაკლეს, რამაც სკანდინავიელებს ოქროს მედალი მოუტანა.

ნორვეგიაზე ადრე ფინიშზე 8.2 წამით ადრე სლოვენია მივიდა, მაგრამ ვერცხლს დასჯერდა. ეს გუნდი ფავორიტთა რიცხვს არ განეკუთვნებოდა. განსაკუთრებით კარგად გამოვიდნენ მამაკაცები - კლემენ ბაუერი და იაკობ ფაკი - ეს ტრიუმფი სწორედ მათი დამსახურებაა. საერთოდ, სწორედ ამაში მდგომარეობს შერეული ესტაფეტის ხიბლი - შეიძლება "გაისროლოს" ისეთმა გუნდმა, რომელსაც არ ჰყავს მამაკაცებისა და ქალების სრულფასოვანი ნაკრებები, მაგრამ ერთად მათ მაღალ მიზნებზე ფიქრი შეუძლიათ.

ამ დისციპლინაში ერთ-ერთი უძლიერესი - შვედეთის ნაკრები - მეოთხე ადგილზე გავიდა, რუსეთი - მეხუთეზე. ერთ-ერთი ფავორიტი საფრანგეთის ნაკრები ათ საუკეთესოშიც ვერ მოხვდა. არადა, ესტაფეტის ქალთა ნაწილის შემდეგ ეს გუნდი ლიდერი იყო. ფრანგები სიმონ ფურკადმა დააღალატა.

შაბათს მსოფლიო ჩემპიონატზე ორი სტარტია - მამაკაცებისა და ქალების სპრინტი.

შერეული ესტაფეტა

1. ნორვეგია (ბერგერი, სოლემდალი, ბიორნდალენი, სვენდსენი - 1:17.29,3 (1+11); 2. სლოვენია (მალი, გრეგორინი, ბაუერი, ფაკი) - +20.2 (0+7); 3. გერმანია (ჰენკელი, ნოიერი, ბირნბაჰერი, პაიფერი) - +32.8 (1+10); 4. შვედეთი - +1:00.0 (0+9); 5. რუსეთი - +1:27.7 (0+5); 6. ბელარუსი - +1:52.9 (0+7).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია