ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ერთი ნაბიჯი უმაღლეს მწვერვალამდე

ერთი ნაბიჯი უმაღლეს მწვერვალამდე

მსოფლიოს რაგბის უდიდესი მორაგბეები, რომლებმაც ეპოქა შექმნეს, თუმცა მსოფლიოს თასი ხელში არასდროს სჭერიათ
ცნობილია, რომ რაგბი სპორტის გუნდური სათამაშო სახეობაა. ცალკე აღებული რომელიმე მორაგბე, რაც უნდა დიადი იყოს, თუ გუნდმაც ხელი ვერ შეუწყო, ტიტულებს ვერაფრით მოიპოვებს.

მსოფლიოს რაგბიში არიან უდიდესი მორაგბეები, რომლებმაც ეპოქა შექმნეს, თუმცა "ვებ ელისის", იგივე მსოფლიოს თასი ხელში არასდროს სჭერიათ. ამ წერილში რამდენიმე მათგანი გვინდა გავიხსენოთ.

შერჩევის კრიტერიუმი მარტივია, მსოფლიოს თასზე როდესმე ნათამაშები უნდა ჰქონდეს და მომავალ, 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაში ვერ უნდა იასპარეზოს.

ესენი არიან:

სერჟ ბლანკო (საფრანგეთი)

მან საფრანგეთის ეროვნულ გუნდში 93 კეპი მოიხვეჭა და 38 ლელო გაიტანა. ამ მაჩვენებლებს მხოლოდ ნაწილობრივ შეუძლიათ სერჟ ბლანკოზე წარმოდგენა შეგიქმნათ. ის ბოლო ოცწლეულის მსოფლიოს რაგბის ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბია, რომელმაც გამორჩეული ხელწერით, გარემარბების თამაშის თავისებური სტილი შექმნა.

1987 წლის მსოფლიოს თასზე მან "ლე ბლოს" შემადგენლობაში ახალი ზელანდიის ნაკრებთან ფინალი წააგო. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს თასის მფლობელი არასდროს გამხდარა, ბლანკო მისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავადაა აღიარებული.

ფილიპ სელა (საფრანგეთი)

ბლანკოსთან ერთად ის ფრანგული რაგბის ლეგენდაა. ფილიპ სელა დღესაც ითვლება ამ ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო უკანახაზელად. მან მსოფლიოს თასის სამ გათამაშებაში იასპარეზა 1987, 1991 და 1995 წლებში. პლანეტის ყველა ამ უდიდეს სარაგბო ფორუმებში ის გამორჩეული იყო.

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ჟაკ ფურუმ მასზე თქვა:

"ის ხარივით ძლიერია და პიანისტივით ნატიფი".

კრისტიან კალენი (ახალი ზელანდია)

მას დებიუტი ახალი ზელანდიის ნაკრებში 20 წლის ასაკში ჰქონდა. იმ შეხვედრაში კრისტიან კალენმა სამი ლელო გაიტანა. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს ბრწყინვალე მორაგბე მსოფლიოს თასის მფლობელი ვერასდროს გახდებოდა.

კალენმა ეროვნულ გუნდში 58 კეპი მოიხვეჭა და 46 ლელო გაიტანა. მსოფლიოს თასზე მან მხოლოდ ერთხელ 1999 წელს იასპარეზა, როცა "ოლ ბლექსს" "ვებ ელისის" თასისკენ მიმავალ გზაზე საფრანგეთის ნაკრები გადაეღობა.

ჯონა ლომუ (ახალი ზელანდია)

მან რაგბის თამაშის მანერა რადიკალურად შეცვალა. უდიდესი ფიზიკური ძალის პატრონი ჯონა ლომუ წლების განმავლობაში შეუჩერებელი იყო. ის გზად ყველას და ყველაფერს თელავდა. ლომუმ 1995 წლის მსოფლიოს თასზე ყველაზე მეტად გაიბრწყინა. თითქოს მის ტრიუმფს წინ ვეღარაფერი უნდა დადგომოდა, მაგრამ მისთვის და ახალზელანდიელი ქომაგების სამწუხაროდ, "ოლ ბლექსმა" მსოფლიოს თასის ფინალი სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან დამატებით დროში წააგო.

ლომუმ მსოფლიოს რაგბის უდიდეს ფორუმში კიდევ ერთხელ 1999 წელს ითამაშა და იქაც წარუმატებლად. მერე კი მისი ჯანმრთელობა ძალიან გაუარესდა. მას თირკმელი გადაუნერგეს, რის შემდეგაც რამდენჯერმე სცადა რაგბიში დაბრუნება. ის ამჟამადაც დიდ გასაჭირშია და ერთ-ერთ ავსტრალიურ ჰოსპიტალში იმყოფება.

ჯოშ კრონფელდი (ახალი ზელანდია)

მან ჯონა ლომუს მსგავსად მსოფლიოს თასის ორ გათამაშებაში იასპარეზა 1995 და 1999 წლებში. ეს ორი ტურნირი ლამის ყველაზე ავადგასახსენებელი მოვლენაა ახალზელანდიელი ქომაგებისთვის. კრონფელდი სამაგალითო იყო ამჟამინდელი მესამეხაზელებისთვის. მისი თამაშის მანერაზე თანამედროვე ფლანკერების უძლიერესი თაობა გაიზარდა. ესენია: რიჩი მაქოა, დევიდ პოქოკი, სემ ვერბარტონი და სხვები.

ბრაიან ოდრისკოლი (ირლანდია)

უკვე ცნობილია, რომ ის რაგბიდან 2013 წლის სეზონის დასრულების შემდეგ წავა. ბრაიან ოდრისკოლს, მიუხედავად იმისა, რომ მისი თაობა "ირლანდიის ოქროს თაობად" შერაცხეს, მსოფლიოს თასი არასდროს მოუგია. თუმცა ის ისტორიაში შევა, როგორც მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო შუამარბი. მის ანგარიშზე ეროვნულ ნაკრებში 46 ლელოა, რაც შუამარბებისთვის მსოფლიოს რეკორდია. ეს ფაქტი თავისთავად მეტყველებს ოდრისკოლის სიდიადეზე.

ბრაიანი სამშობლოში უკვე აღიარეს ირლანდიის ყველა დროის საუკეთესო მორაგბედ.

დიეგო დომინგესი (იტალია)

წარმოშობით არგენტინელმა იტალიის ეროვნულ გუნდში 74 კეპი მოიხვეჭა. გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში დიეგო დომინგესმა უდიდესი წვლილი შეიტანა იტალიური რაგბის განვითარების საქმეში. ის "სკუადრა აძურას" შემადგენლობაში იმ პერიოდში მსოფლიო დონის ერთადერთი მოთამაშე იყო. დიეგო შესანიშნავად თამაშობდა ფეხით. მას ოვალური ბურთით ისეთი ზუსტი პასების მიცემა შეეძლო, რასაც ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი მრგვალი ბურთითაც ვერ შეძლებდა.

დიეგო დომინგესი ერთ-ერთია იმ ხუთი მორაგბედან, ვისაც კარიერაში ათასზე მეტი ქულა დაუგროვებია. ვფიქრობთ, ამით ყველაფერი ნათქვამია.

შეინ ვილიამსი (უელსი)

მან სანაკრებო კარიერა ახლახან დაასრულა, თუმცა რაგბის ისტორიის სახელმძღვანელოში, მიუხედვად იმისა, რომ მსოფლიოს თასის მფლობელი არასდროს ყოფილა, შევა როგორც პლანეტის საუკეთესო გარემარბი.

"ვებ ელისის" თასის მოპოვება შეინ ვილიამსს უელსის ნაკრებთან ერთად შარშან ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე შეეძლო. ის 2008 წელს მსოფლიოს საუკეთესო მორაგბედ აღიარეს. ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ვილიამსმა 60 ლელო გაიტანა.

რაფაელ იბანესი (საფრანგეთი)

ის თანამედროვე რაგბიში ყველაზე გამორჩეული შერკინების კვაჭია. რაფაელ იბანესს კონკურენციას მხოლოდ ირლანდიელი ქის ვუდი თუ გაუწევს. რაფაელმა "ლე ბლოს" შემადგენლობაში 98 კეპი მოიხვეჭა. ამათგან ერთი - მსოფლიოს თასის ნახევარფინალში, ერთიც ფინალში. ის თავისი კარიერის უმაღლეს მწვერვალამდე ერთ ნაბიჯში იდგა, მაგრამ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის

"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა

შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს

ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს

სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა

"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე

"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო

ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა

ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა

[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო

[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა

[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს

სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა

[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა

კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო

მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა

საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე