ეროვნული გუნდის მცველმა ალბანეთთან ამხანაგურ შეხვედრაზე ისაუბრა
საქართველოს ეროვნული გუნდისა და "კრასნოდარის" მცველმა ალექსანდრე ამისულაშვილმა ალბანეთის ნაკრებთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ალეკომ ამ მატჩში გამარჯვების გოლის გატანა დავით თარგამაძის გაცუდებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ, 88-ე წუთზე შეძლო.

ალეკო ამისულაშვილი: "მცველისთვის გოლი ყოველთვის გამორჩეული მოვლენაა და მიხარია, ნაკრებში მეორედ რომ გავიტანე. მაგრამ გულწრფელად ვამბობ, უფრო მნიშვნელოვანი ნაკრების გამარჯვება იყო.

გაუგებარია, ჩემს გოლზე ალბანელებს რა პრეტენზია ჰქონდათ. პირველად რომ დავარტყი, ჩვენს მოთამაშეს მოხვდა არა ხელზე, არამედ მკერდზე და მისგან მოგორებული ბურთი გავიტანე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nika
მოკლედ უვარგისები ხართ და ენა მაინც გააჩერეთ, რას გავს თქვენი თამაში განა ეს ფეხბურთია თამაში არ იცით მაგრამ საქართველოს ჰიმნის ქვეშ კაცურად მაინც დადექით, რას გევხართ სირცხვილი სუკ დაკარგეთ?,
h
ალბანელები ხელს კი არა თამაშგარეს აპროტესტებდნენ.საგოლე დარტყმის დროს ბურთი თამაშგარეში მყოფი თანაგუნდელისგან მიიღო.
negredo
კაი რა რა ბურთი დაახიეს ნორმალური მომენტი არ ჰქონიათ გარდა იმ ორი ნაჩუქარი პენალტისა..და ქეცბაიას ხელში სულ ესეთი ფარჩაკი ნაკრები გვეყოლება..
ilia
იტალიამ წააგო ამერიკასთან, ბრაზილიამ როგორ მოუგო ბისნიას ნახეთ ხომ,დღეს ესე ადვილი აღარ არის თამაშის მოგება,თან ამხანაგური თამაშია და აქ ექსპერიმენტებია ჩასატარებელი რომ ნახო რომელი ფეხბურთელი რომელ ადგილზე უკეთ თამაშობს.მეორე ტაიმში დაამხეს ბურთი თავზე,არაფრისგან ნუ ქმნით სკანდალებს და კატასთროფებს
Geo
daviti ასე მგონია გუშინ დაიწყეთ ფეხბურთის ყურება... კარგი, როდესაც ამბობთ მსაჯის დახმარებით ვიგებთო და არა მარტო მეორე გოლის შემთხვევაშიო, თამაშგარის გარდა მითხარით სად დაინახეთ მსაჯის ჩვენდამი მხარდაჭერა რომელმაც თამაში მოგვაგებინა? ისე კი ამ თამაშის მოგებას ყველანაირად ვიმსახურებდით, იმიტომ რომ ერთი თავით ვაჯობეთ ალბანეთს, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. დარწმუნებული ვარ, მეორე გოლი იმ მომენტში რომ არც გასულიყო, მაინც შეაგდებდნენ გამარჯვებისას. ამას იმიტომ ვამბობ რომ ვიცი, როდესაც გუნდი ასეთ განწყობაზეა და ასე თამაშობს, ის აუცილებლად გაიტანს ერთ გოლს მაინც. პირადი გამოცდილებიდან ვამბობ.
daviti
ილია,ალბანელებს სახლში უხარისხო თამაშით,მსაჯის დახმარებით(არა მარტო მეორე გოლის შემთხვევაში),რომ მოიგებ ეს უნდა გამიხარდეს?რამდენს გავიტანთ ასეთ გოლს შენი აზრით?ოფიციალურ მატჩებში,საწინააღმდეგოდ კი და ჩვენს სასრგებლოდ მსაჯები შემცდარიყვნენ ასეთ ბევრ შემთხვევას ვერ ვიხსენებ რაღაც.საქართველოს ნაკრები რომ მიყვარს იმიტომ ჩამოვედი ამ თამაშის სანახავად ქუთაისიდან,იმიტომ ვწერ ამასაც გული რომ შემტკივა.რა არის აქ უცნაური როცა მინდა ალბანეთის სუსტ ნაკრებს,დამსახურებულად,მსაჯის დახმარების გარეშე ვუგებდეთ.
ilia
საღოლ ამისულაშვილს,ნეტა ეგეთი გოლები მრავლად იყოს ჩვენს სასარგებლოდ არ გინდათ?ნუ ქმნით ყველაფრისგან სკანდალს,ისე გამოგდით ამ კრიტიკოსებს თითქოს მოგება არ გაგიხარდათ,ესეთი არაფერი მინახავს,აგებენ რატომ აგებენო,მოიგებენ და არცე ეგ გინდათ,კრიტიკოსებო ნუ ეძებთ ყოველთვის იმას რომ რაგაც ცუდი თქვათ ნაკრებზე.თუ არ გიყვართ ქართული ფეხბურთი იმათ მაინც ნუ უშლით ნერვებს ვისაც უყცარს და ნერვებ დაგლეჯილი უყურებს ნაკრების თამაშს,მოიგეს და მორჩა მიულოცეთ გაამხნევეთ,ნუ იზავთ ისეთ რაგაცას რომ საერთოდ შეაზიზღოთ ფეხბიურთელებს საკუთარი ნაკრები. გაუმარჯოს საქართველოს
mesi
ალეკო ჩვენს კარში რო გაეტანატ მაგისთანა 100% თამაშგარე მერე ხო აღარ გაგიკვირდებოდა???
daviti
ალეკო თქვენ რომ პირველად დაარტყით და მოარტყით ყენიას,იმ დროს ის თამაშგარე მდგომარეობაში იყო.ეს კარგად ჩანს გამეორებაზე,აი რასაც ალბანელები აპროტესტებენ თითქოს ხელზე მოხვდა ბურთი ყენიას,ამაში მართლები არ იყვნენ ნამდვილად,მაგრამ გოლი რომ ჩასათვლელი არ იყო ეს ცალსახაა და ძალიან ცუდია როცა ალბანეთთანაც ვერ ვიგებთ სახლში ასეთი მსაჯობის (მარტო მეორე გოლის ეპიზოდს არ ვგულისხმობ) გარეშე.
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა