კლუბი მწვრთნელს 2-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს, თავად პეპს კი მხოლოდ 2013 წლის ზაფხულამდე სურს დარჩენა
"ელ პერიოდიკო დე კატალუნია" გვაუწყებს, რომ მალე დაესმება წერტილი ხოსეპ გვარდიოლას კონტრაქტის საგას.

კატალონიური გამოცემა გვიმტკიცებს, რომ მწვრთნელი ახლოსაა ხელშეკრულების გაგრძელებასთან. ახალი, გადამწყვეტი შეხვედრა პეპსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის ხუთშაბათსაა დაგეგმილი.

"ბარსელონა" 41 წლის მწვრთნელს 2-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს, თავად გვარდიოლას კი მხოლოდ 2013 წლის ზაფხულამდე სურს "ბარსელონაში" დარჩენა. გვარდიოლამ 2008 წელს შეცვალა ფრანკ რაიკაარდი და მას მერე "ბარსას" 13 ტიტული მოაგებინა.

თასის ფინალი ისევ ჰაერშია

სად გაიმართება სამეფო თასის ფინალი მაისში? ეს საკითხი უკვე საგად იქცა ესპანეთში. "რეალის" პოზიციის გამო ფინალისტები, "ბილბაო" და "ბარსელონა" ფედერაციასთან ერთად ჩიხში შევიდნენ. "რეალის" კატეგორიული უარის შემდეგ, კლუბებმა ერთმანეთში სათადარიგო ვარიანტზე დაიწყეს მოლაპარაკება, მაგრამ ვერც ერთმანეთში შეთანხმდნენ.

"ბარსელონას" სურს თასის ფინალი 25 მაისს მადრიდში, "ვისენტე კალდერონზე" გაიმართოს, ხოლო ბასკების წინადადება დიამეტრულად საწინააღმდეგოა - 20 მაისი, სევილია, სტადიონი "კარტუხა".

ეს გაურკვევლობა დიდხანს აღარ გაგრძელდება - სამშაბათს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის დირექტორთა საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

ვალენსია დებუშის უმიზნებს

ფრანგული "ლილის" განაპირა მცველმა მატიო დებუშიმ განაცხადა, რომ მისით "ვალენსიაა" დაინტერესებული. 26 წლის დებუში წარმატებით თამაშობს როგორც კლუბში, ასევე საფრანგეთის ნაკრებში.

"პირველ რიგში "ლილში" საუკეთესო სეზონის ჩატარებაზე ვფიქრობ, მინდა გუნდს დავეხმარო, თუმცა "ვალენსიას" ინტერესი დამაინტრუგებელია, მათ სურთ ზაფხულში ჩემი შეძენა. ერთია, მე კონტრაქტი "ლილთან" მაკავშირებს და გადაწყვეტილებას თავად ვერ მივიღებ", - განუცხადა "ეკიპს" დებუშიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს