შოტლანდიურ ფეხბურთში დიდი კორუფციული სკანდალის სუნი ტრიალებს
შოტლანდიის საფეხბურთო ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა სტიუარტ რიგანმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ეს ორგანიზაცია რეაგირების გარეშე ვერ დატოვებს ინგლისურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გლაზგოური გრანდი წლების განმავლობაში აფორმებდა ფეხბურთელებთან და კლუბის რიგით თანამშრომლებთან ე.წ. ორმაგ კონტრაქტებს და კლუბში არსებულ მძიმე ფინანსურ მდგომარეობას საგულდაგულოდ მალავდა.

აღნიშნული ინფორმაცია პირველად “სანმა” და “სანდი ტაიმსმა” დაწერეს. “დეილი მეილი” კი უფრო შორს წავიდა და “რეინჯერსის” ყოფილ ტექნიკურ დირექრტორ ჰიუ ადამს ინტერვიუ ჩამოართვა. ეს ადამიანი კლუბში 30 წლის განმავლობაში საქმიანობდა. მისი თქმით, მსგავსი პრაქტიკა კლუბში 90-იანი წლებიდან იყო დანერგილი და როგორც ჩანს, ეს ამბავი დირექტორატის ყველა წევრმა იცოდა.

ორმაგი კონტრაქტი კი შოტლანდიური ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის მიერ პირდაპირ არის აკრძალული. თუკი გამოძიება დაადგენს, რომ ინგლისური გაზეთების მეირ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, დღის წესრიგში დადგება უშუალოდ ასოციაციის პრეზიდენტის კემპბელ ო’გივლის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ასევე წლების განმავლობაში იყო “რეინჯერსის” პასუხისმგებელი თანამდებობის პირი.

რეალურად შოტლანდიურ ფეხბურთში დიდი კორუფციული სკანდალის სუნი ტრიალებსო, აცხადებს რიგანი.

“სკოტიშ სანის” ინფორმაციით, არსებობს რეალური საშიშროება, რომ “რეინჯერსის” შემადგენლობა არნახულად შეიფერთხოს. ლაპარაკია, რომ უახლოეს დღეებში გუნდი შეიძლება 11-მა ფეხბურთელმა დატოვოს. მმართველი კომპანია Fuff and Phelps-ი ბიუჯეტის შეკვეცის მიზნით მათთან კონტრაქტების ანულირებას აპირებს.

არის მეორე გამოსავალიც, ყველა ფეხბურთელი ანაზღაურების 50%-ით შეკვეცას უნდა დათანხმდეს. რაც, პრაქტიკულად წარმოუდგენელია, მოხდეს. “რეინჯერსს” განაცხადში 32 ფეხბურთელი ჰყავს, სამწვრთნელო შტაბში კი 11 ადამიანია დასაქმებული. ამას დაუმატეთ რეზერვისტთა განაცხადში შეყვანილი 35 ფეხბურთელი. თვეში მხოლოდ პირველი გუნდის წევრების ანაზღაურების ჯამი 2 მილიონ ფუნტს შეადგენს.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ალი მაკოისტი მზადაა, სეზონის ბოლომდე საკუთარ ხელფასზე (კვირაში 20 ათასი ფუნტი) მთლიანად უარი თქვას. მისი თქმით, აქცენტის გაკეთება მხოლოდ ფეხბურთელთა და მწვრთნელთა ოდენობის შემცირებაზე უსამართლობაა და კლუბმა ყველა მიმართულებით უნდა შეამციროს ხარჯები.

მაკოისტმა “ჰართსთან” მატჩამდე 24 საათით ადრე ჯერ კიდევ არ იცის, რომელი ფეხბურთელების გამოყენების საშუალება მიეცემა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა