ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელობის კანდიდატებად "რეალისა" და "ბარსელონას" თავკაცებიც განიხილებიან
ჯერ კიდევ 1 მარტს საღამოს საფეხბურთო ასოციაციის განვითარების მენეჯერმა ტრევორ ბრუგინკმა განაცხადა, რომ მის ორგანიზაციას ნაკრების მთავარი მწვრთნელის დანიშვნა საკლუბო სეზონის დასრულების შემდეგღა აქვს დაგეგმილი.

"დარწმუნებული ვარ, მთავარი მწვრთნელის პოსტზე ღირსეული კანდიდატის დანიშვნა ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მაინც მოესწრება.

ვაღიარებ, რომ ამ იდეას ასოციაციის ყველა პასუხისმგებელი პირი არ ეთანხმება, მაგრამ როგორც ნაკრებისთვის უკეთესი იქნება, ყველაფერი ისე გადაწყდება. ვფიქრობთ, რომ აჩქარება კარგს არაფერს მოგვიტანს," - განუცხადა ბრუგინკმა "ინდეპენდენტს".

აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს ადამიანი იყო 2006 წელს "ლომების" თავკაცად სტივ მაკლარენის დანიშვნის ინიციატორი. ბრუგინკის სიტყვებს ადასტურებს ასოციაციის გენერალური მდივანი ალექს ჰორნიც. ეს, ერთი მხრივ, ლოგიკურია, რადგან თუკი ისინი ამ პოსტზე ჰარი რედნაპს მოიაზრებენ, ასეც და ისეც მოუწევთ ამის გაკეთება. მაისის შუა რიცხვებამდე (სეზონი პრემიერლიგაში 13 მაისს მთავრდება) რედნაპი "ტოტენჰემიდან" წამსვლელი რომ არ არის, ცხადზე ცხადია.

რედნაპი რედნაპად და "გარდიანმა" 2 მარტს სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა. ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნის კანდიდატებად ჟოზე მოურინიო და ხოსეპ გვარდიოლაც განიხილებიანო. შეგახსენებთ, რომ პირველმა ორიოდე დღის წინ ლონდონში დიდი სახლი შეიძინა და უარყო ინფორმაცია, რომ "ჩელსიში" დაბრუნებას გეგმავდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"