ლეგენდარულმა ჩეხმა ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მერვე ადგილზე გადაინაცვლა
"ბოსტონმა", რომელიც ბოლო დროს არც ისე სტაბილურ ჰოკეის აჩვენებს და ეჭვქვეშ აყენებს დივიზიონში თავის ლიდერობას, 2 მარტს რთული მატჩი მოუგო "ნიუ ჯერსის".

სასტარტო პერიოდის შემდეგ "დათვები" 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ მეორე 20-წუთეულში სამი უპასუხო შაიბა გაუშვეს და რომ არა დავიდ კრეისის ბრწყინვალე თამაში, შესაძლოა, დამარცხებულებს დაეტოვებინათ მოედანი. ჩეხმა ფორვარდმა თამაშის პირველ წუთებზე გაიტანა, გაათანაბრა ანგარიში მესამე პერიოდში და ოვერტაიმში გამარჯვება მოუტანა თავის გუნდს. ლუჩიჩის, კრეისისა და სეგუინის ტრიომ შვიდი ქულა დააგროვა.

"ბრუინზს" შეეძლო შეემცირებინა სხვაობა "რეინჯერსთან", მაგრამ ნიუიორკელებმა სტუმრად "კაროლინა" დაამარცხეს - 3:2. სეზონში 30-ე შაიბა გაიტანა გაბორიკმა. "რეინჯერსმა" ეს მატჩი ტრავმირებული კაპიტნის რაიან კელეჰანის გარეშე ჩაატარა. "კაროლინას" რიგებიდან უნდა გამოვყოთ ერიკ სტაალი, რომელიც ზედიზედ მეცხრე მატჩია მინიმუმ ერთ საგოლე გადაცემას აკეთებს.

გასვლითი ტურნეს შემდეგ შინ დაბრუნებულმა "ფილადელფიამ" ცუდად დაიწყო "აილენდერსთან" მატჩი - მეორე წუთზე გაუშვა შაიბა. მალე "მფრინავების" დამრიგებელმა ტაიმ-აუტი აიღო და ამან უშველა მასპინძლებს - მათ პირველ შესვენებამდე შეძლეს წინ გასვლა, შემდეგ კი თითო პერიოდში ორ-ორ შაიბას უტანდნენ მეტოქეს - 6:3. სამ-სამი ქულა დააგროვეს რიდმა, ჟირუმ და მეზაროშმა, ორი ქულა ჰქონდა იაგრს, ჰარტნელმა კი 31-ე შაიბა გაიტანა და შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა. "ფილადელფიამ" ამ მოგებით "ოტავას" გაუსწრო და მეხუთე ადგილი დაიბრუნა.

სხვათა შორის ამ მატჩის შემდეგ იაგრის მონაგარმა კარიერაში 1643 ქულა (663+980) შეადგინა, რითაც ლეგენდარულმა ჩეხმა ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მერვე ადგილზე გადაინაცვლა. მან უკან ჩამოიტოვა "კოლორადოს" ყოფილი ფორვარდი ჯო საკიკი, რომლის ანგარიშზე 1641 ქულაა (625+1016).

"ვინიპეგმა" მესამე პერიოდში ხუთი შაიბა გაუტანა "ფლორიდას" და 7:0 გაიმარჯვა. ამით "ჯეტსი" პლეი ოფის ზონაში შევიდა და იქიდან "ვაშინგტონი" გამოაგდო, რომელსაც სამი თამაში თადარიგში აქვს. "ფლორიდა" კი წაგების მიუხედავად, სამხრეთ-აღმოსავლეთი დივიზიონის ლიდერად რჩება.

დასავლეთის ლიდერების - "ვანკუვერისა" და "სენტ ლუისის" მატჩი დაძაბულ ბრძოლაში "კენქასმა" მოიგო - 2:0. მასპინძლებმა ორი შაიბა მესამე პერიოდში გაიტანეს და ლიგაში პირველებმა მიაღწიეს 90-ქულიან ზღვარს.

გაკვირვებას იწვევს "ბაფალოს" თამაში, რომელმაც ბოლო ორ დღეში მეორე მატჩი მოიგო. ანაჰაიმში გამარჯვების შემდეგ, "სეიბრზი" სან

ხოსეში ჩავიდა და საფეხბურთო ანგარიშით მოიგო - 1:0. ისევ მატჩის მთავარი გმირი გახდა მეკარე რაიან მილერი, რომელმაც ზედიზედ მეორე მატჩში არ გაუშვა გოლი. "ბაფალომ" ორი ქულა აიღო და ცხრილში "ტორონტოს" გაუსწრო, "ზვიგენებმა" კი დაკარგეს დივიზიონში ლიდერობის დაბრუნების შანსი.

კაროლინა-რეინჯერსი 2:3

0:0, 1:2, 1:1

გოლები: 1:0 სკინერი-17 (ე. სტაალი-36, ფოლკი-10), 1:1 ანისიმოვი-12 (გაბორიკი-25, სტეპანი-27), 1:2 გაბორიკი-30 (სტეპანი-28, ბიკელი-7), 1:3 პრუსტი-4 (ბ. ბოილი-11, ფედოტენკო-8), 2:3 ჰარისონი-8 (ტლუსტი-15, ე. სტაალი-37).

ფილადელფია-აილენდერსი 6:3

2:1, 2:1, 2:1

გოლები: 0:1 ბეილი-8 (ჩიზიკასი-1, შტრაიტი-29), 1:1 რიდი-17 (მეზაროში-17, კ. ჟირუ-50), 2:1 მეზაროში-7 (რიდი-20, იაგრი-27), 2:2 ბეილი-9 (ნილსენი-18, შტრაიტი-30), 3:2 იაგრი-17 (კუბინა-9, კ. ტიმონენი-34), 4:2 რიდი-18 (სიმონდსი-18), 5:2 ჰარტნელი-31 (კ. ჟირუ-51, გროსმანი-9), 5:3 ოკსოპო-14 (ჩიზიკასი-2, იურჩინა-6), 6:3 კუტურიე-11 (კ. ჟირუ-52, მეზაროში-18).

მონრეალი-მინესოტა 5:4 (ბ)

2:1, 1:0, 1:3, 0:0

გოლები: 1:0 სუბანი-5 (ტ. კაბერლე-26, დეშარნე-35), 2:0 ელერი-13 (გომესი-8, კამპოლი-5), 2:1 კასიანი-1 (პოუ-6, ნ. ჯონსონი-14), 3:1 პასიორეტი-26 (დეშარნე-36, სუბანი-21), 4:1 დეშარნე-14 (პასიორეტი-22, ტ. კაბერლე-27), 4:2 კასიანი-2 (ნ. ჯონსონი-15, პროსერი-9), 4:3 ჰიტლი-20 (ბროძიაკი-16, სეტოგუჩი-12), სეტოგუჩი-16 (კულენი-19, ნ. ჯონსონი-16).

ბულიტები გაიტანეს: დეშარნე (მონრეალი).

ბოსტონი-ნიუ ჯერსი 4:3 (ო)

2:0, 0:3, 1:0, 1:0

გოლები: 1:0 კრეისი-14 (სეგუინი-29), 2:0 სეგუინი-21 (ლუჩიჩი-24, ტ. ტომასი-1), 2:1 პარიზე-24 (კოვალჩუკი-36), 2:2 ელიაში-20 (სიკორა-19, ვოლჩენკოვი-9), 2:3 კლარკსონი-25 (ჯოოზეფსონი-3), 3:3 კრეისი-15 (ლუჩიჩი-25, ხარა-27), 4:3 კრეისი-16 (ხარა-28, პ. ბერჟერონი-34).

ვინიპეგი-ფლორიდა 7:0

2:0, 0:0, 5:0

გოლები: 1:0 ე. კეინი-25, 2:0 სლეიტერი-9 (მ. სტიუარტი-6, ტორნბურნი-6), 3:0 უელვუდი-14 (მ. სტიუარტი-7, ე. კეინი-19), 4:0 ლიტლი-19 (ველერი-39, რ. ჯონსი-1), 5:0 ანტროპოვი-10 (ბოგოსიანი-19, ენსტრიომი-18), 6:0 ე. კეინი-26 (უელვუდი-25, ბურმისტროვი-13), 7:0 ველერი-14 (ე. კეინი-20, სტეპლტონი-12).

ფინიქსი-კალგარი 2:4

0:3, 2:0, 0:1

გოლები: 0:1 კამალერი-15 (ტანგეი-28, იგინლა-26), 0:2 გლენკროსი-20 (ჯორდანო-11, ჰენანი-9), 0:3 ო. იოკინენი-20, 1:3 ტორესი-10 (იენდლი-29, ეკმან-ლარსონი-16), 2:3 როჟსივალი-1 (ჰანჟალი-22, ვრბატა-24), 2:4 იგინლა-24 (სტაიანი-6, ტანგეი-29).

კოლორადო-კოლამბუსი 0:2

0:1, 0:1, 0:0

გოლები: 0:1 ნიკიტინი-3 (პროსპალი-29, ტიუტინი-21), 0:2 ტიუტინი-5 (პროსპალი-30, ბრასარი-17).

ვანკუვერი-სტ ლუისი 2:0

0:0, 0:0, 2:0

გოლები: 1:0 ბაროუზი-23 (ჰამჰუისი-26, ბიეკსა-27), 2:0 ჰიგინსი-12 (ბაროუზი-20, ბიეკსა-28).

სან ხოსე-ბაფალო 0:1

0:1, 0:0, 0:0

გოლი: 0:1 სტეფორდი-13 (ენისი-8).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს