სამხრეთ აფრიკის ნაკრების თავკაც პიტერ დე ფილიერსს დიდი ხანია, წყალი შეუდგა. მისი ხელმძღვანელობით "ბოკემ" სამი ერის წლევანდელ გათამაშებაში...

სამხრეთ აფრიკის ნაკრების თავკაც პიტერ დე ფილიერსს დიდი ხანია, წყალი შეუდგა. მისი ხელმძღვანელობით "ბოკემ" სამი ერის წლევანდელ გათამაშებაში კატასტროფული შედეგი აჩვენა - ექვსი მატჩიდან ხუთი წააგო. თუმცა სამხრეთ აფრიკის ნაკრების პირველ ფერადკანიან მთავარ მწვრთნელს პრობლემები გაცილებით ადრე, წლევანდელი ივნისის ტესტებამდე დაეწყო.

დე ფილიერსს კონფლიქტი ჰქონდა ნაკრების მწვრთნელთა შტაბში ყველაზე გავლენიან ფიგურასთან, შერკინების მწვრთნელ გარი გოლდთან და რამდენიმე წამყვან მოთამაშესთან, მათ შორის გუნდის კაპიტან ჯონ სმიტთან, რომელიც "ბოკეში" უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს. მაშინ სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირმა ეს ამბავი შეძლებისდაგვარად ჩაფარცხა. მოდავენი თითქოს შერიგდნენ, კონფლიქტი ამოიწურა, მაგრამ ეს მხოლოდ ილუზია გამოდგა. პრობლემამ, რომელიც დღემდე არსებობს, თავი არ დამალა, შედეგად კი მსოფლიოს ჩემპიონი და სამი ერის შარშანდელი გამარჯვებული წლევანდელ გათამეშებაში ბოლო ადგილზე გავიდა.

ახლახან სამხრეთ აფრიკის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჯეკ ვაითი, რომელმაც "ბოკე" 2007 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახადა, დე ფილიერსის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით გამოვიდა. ის მზადაა, ნაკრები ჩაიბაროს და 2011 წლის მსოფლიო თასზე ტიტულის შენარჩუნებისთვის იბრძოლოს, თუმცა სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის პრეზიდენტი ორეგონ ჰოსკინსი დე ფილიერსს კბილებით იცავს.

"სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის პრეზიდენ ორეგონ ჰოსკინსს უკვე ვუთხარი ჩემი განზრახვის შესახებ. თუმცა მისგან რაიმე გარკვეული პასუხი ვერ მივიღე. არადა, "ბოკეს"თამაშის შემხედვარეს გული მიკვდება. ასეთი ნაკრები მე არ დამიტოვებია.

2007 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ჩემ ნაცვლად ნაკრებში "ვესტერნ პროვანსის" ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს ალისტერ კუციას უნდა ემუშავა. ის ძალიან კარგი სპეციალისტია და ნაკრების თავკაცის პოსტზე ღირსეული კანდიდატურაა. მაგრამ საქმე ისაა, რომ მას ეროვნულ ნაკრებთან მუშაობის გამოცდილება არ აქვს, მსოფლიო თასამდე ძალიან ცოტა დრო დარჩება სამუშაოდ.

მე კი "ბოკეში" დიდი ხანია, ვმუშაობდი, ამჟამინდელი გუნდის მორაგბეთა ორ მესამედს ვწვრთნიდი, ძალიან კარგად ვიცი მათი შესაძლებლობები. თუ ნაკრებში დამაბრუნებენ, კუციას თანაშემწედ დავნიშნავ.

ამასთან, უკვე მოველაპარაკე ავსტრალიის ნაკრების ყოფილ მწვრთნელ ედნი ჯოუნზს, რომელიც სამხრეთ აფრიკის ნაკრებში მუშაობაზე დამთანხმდა.

ვერ წარმომიდგენია, ვის სჯერა იმის, რომ პიტერ დე ფილიერსი მსოფლიო თასამდე ვითარებას გამოასწორებს. დროა, ის თანამდებობიდან გადადგეს. ამ შემთხვევაში "ბოკეს" უმაღლესი რანგის სპეციალისტები ჩაიბარებენ. ჩვენს მორაგბეებს ნამდვილად აქვთ საიმისო პოტენციალი, რომ მომავალ წელს ახალ ზელანდიაში მსოფლიო თასი შეინარჩუნონ" - თქვა ჯეკ ვაითმა.

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს