ქართულად მოლაპარაკე რობინიომ ქართველ გოგონაზე იქორწინა და მართლმადიდებლურად მოინათლა

ოქტომბერში საქართველომ ფუტსალის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს უმასპინძლა. ცნობილი მიზეზების გამო, ჩვენი ეროვნული ნაკრები ჯგუფური ეტაპიდან ვერ გავიდა. იმ დროს განსაკუთრებით აქტიურად განიხილებოდა "იბერია სტარის" ბრაზილიელი ლეგიონერის, რონინიოს ნატურალიზაციის საკითხი.

ქვეყნის ცხრაგზის ჩემპიონ "იბერია სტარში" 7 ქართველი და 7 ბრაზილიელი თამაშობს. გუნდი შარშან ზედიზედ მეორედ გავიდა ფუტსალის უეფას თასის ელიტრაუნდში, რაც ამ სახეობაში ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირია. რონინიო კი კლუბის ლიდერია და გულწრფელად რომ ვთქვათ, სწორედ მისი დამსახურებაც იყო ბოლო წლებში "იბერიას" წარმატებები. ისიც, შარშან ელიტ რაუნდის ბოლო ტურში ჩვენმა ჩემპიონმა ევროპის საუკეთესო კლუბთან, ლისაბონის "სპორტინგთან" შეხვედრა მისსავე მოედანზე 5:5 რომ დაასრულა.

"სპორტინგი" დღეს ფუტსალში იგივე ძალაა, რაც დიდი ფეხბურთში "ბარსელონა" და ეს ფრეც დიდი სენსაცია იყო. არადა, საქართველოს ჩემპიონი მთელი შეხვედრის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა, იგებდა და პორტუგალიელებმა ანგარიში მხოლოდ ბოლო წუთზე გაათანაბრეს.

შევიტყვეთ, რომ რონინიოს ნატურალიზაციის ამბავი გადაწყვეტილია - მან საქართველოს პასპორტი მიიღო.

"რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით, რონინიოს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა. "იბერია სტარში" მე-5 წელია თამაშობს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოში დასახლდა, ქართულად თავისუფლად ლაპარაკობს, ქართველ გოგონაზე იქორწინა და, სხვათა შორის, მართლმადიდებლურადაც მოინათლა.

ითამაშებს თუ არა რონინიო საქართველოს ნაკრებში, ეს გუნდის მთავარი მწვრთნელის, ზაალ ჩიტალაძის პოზიციაზეა დამოკიდებული. თუ დაელაპარაკება, რონინიო სიამოვნებით ითამაშებს", - ამბობს ფუტსალის ასოციაციის გამგეობის წევრი გიორგი დარჯანია.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზაალ ჩიტალაძე მუნდიალის შესარჩევი ეტაპის მატჩებამდე ლაპარაკობდა "იბერიას" ლეგიონერების ნატურალიზაციაზე:

"ჩვენი სურვილია, ნაკრების ბირთვს ქართველები შეადგენდნენ, თუმცა უცხოელებზეც არ ვიტყვით უარს. მართალია, მათთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება რთული პროცესია, მაგრამ მაინც ვცდილობთ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენს ნაკრებში "იბერია-სტარის" ორი ბრაზილიელი, რონინიო და ბეტინიო ვიხილოთ. არც უცხოელი მეკარე გვაწყენდა. მათი დამატება ნაკრებში კონკურენციის გაზრდის".

რაც შეეხება "იბერია სტარის" სხვა ბრაზილიელების ნატურალიზაციას, დარჯანიას თქმით, შესაძლოა, მალე კიდევ რამდენიმე მათგანმა მიიღოს საქართველოს პასპორტი.

აქვე გეტყვით: გარდა იმისა, რომ რონინიო საქართველოში რამდენიმე წელიწადია ცხოვრობს, წინა სეზონში ის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და მოთამაშე გახდა, ორჯერ ითამაშა ელიტ რაუნდში და 6 მატჩში 4 გოლი გაიტანა. რონინიო 1987 წლის 4 აპრილს არის დაბადებული და "იბერიაში" 10-ნომრიანი მაისურით თამაშობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

shalva
ჩემდა თავად გავკარი !!! ისეთ საქართველოს ნაკრებს სადას გაქრთველებული ბრაზილიელები, ... და სხვა ჯურის ლეგიონერები ითამაშებენ, გ ა ვ კ ა რ ი!!! 100 წელი!!!!!
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა