ლვოვის "კარპატი" ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 360 ათასი ევროს გადახდას თავს არიდებს
ძალიან უცნაური ცნობა გაავრცელა ლვოვის "კარპატის" ოფიციალურმა ვებგვერდმა: საქართველოს ნაკრებისა და "ზესტაფონის" ნახევარმცველი მურთაზ დაუშვილი კლუბში სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს.

"კარპატმა" ისარგებლა ფიფას მიერ მინიჭებული უფლებით და 22 წლის ფეხბურთელს "ზესტაფონთან" მისი კონტრაქტის დასრულებამდე ექვსი თვით ადრე (შარშან ზაფხულში) ხელშეკრულება გაუფორმა. ბუბამ 88-ნომრიანი მაისურა მიიღო, იანვარ-თებერვალში "კარპატთან" ერთად ორი თურქული შეკრება გაიარა, მისი ფორმით საკონტროლო შეხვედრები ჩაატარა და მოულოდნელი იყო, რომ თურმე, "კარპატში" იჯარით ითამაშებს.

ვის გაუფორმა ლვოვურმა კლუბმა იჯარა? მარტივი ლოგიკაა - კლუბს, რომელსაც დაუშვილი ეკუთვნის. მაგრამ საქართველოს ნაკრების მოთამაშეს "ზესტაფონთან" აღარ აკავშირებს კონტრაქტი, კლუბთან არც ახალი ხელშეკრულება გაუფორმებია, იჯარით რომ გაეშვათ.

ყველაფერს ნაწილობრივ მაინც მოჰფინა ნათელი უკრაინული სააგენტო "ტერიკონის" გავრცელებულმა ინფორმაციამ:

"კარპატმა" დაუშვილის საქმეში გამოსავალი ნახა 22 წლის ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი ერთი წლის განმავლობაში "კარპატიში" იჯარით ითამაშებს. ამის შემდეგ ლვოვური კლუბი მოთამაშესთან სრულფასოვან კონტრაქტს გააფორმებს", - იუწყება "კარპატის" პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რომ ადრე იყო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დაუშვილმა "კარპატთან" 4-წლიანი კონტარქტი გააფორმა, მაგრამ ლვოველები არჩევანის წინაშე იდგნენ: ან უნდა გადაეხადათ "ზესტაფონისთვის" საკომპენსაციო 360 ათასი ევრო, ან ქართველი განაცხადში მხოლოდ 1 მაისის შემდეგ შეეყვანათ, როდესაც დაუშვილი 23 წლის გახდება".

ყველაფერი ცხადია, ლვოველებს 360 ათასი ევროს გადახდა არ სურთ, მაგრამ არც ერთ უკრაინულ ვებგვერდზე არ წერია, რომელი კლუბიდან ინათხოვრეს დაუშვილი.

იანვარში იმედს გამოვთქვამდით, რომ "ზესტაფონი" ფინანსურად არ წააგებდა: მართალია, კონტრაქტის დასრულების შემდეგ 21 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი ხდებოდა, მაგრამ ხელშეკრულება 21-წლამდე გააფორმა და კლუბი 23 წლამდე დატოვა - ახლა კი ბუბა 22 წლის არის. ამის გამო, ახალი კლუბი "კარპატი" ვალდებული იყო, ძველისთვის, ანუ "ზესტაფონისთვის" კომპენსაცია გადაეხადა.

უეფამ ქვეყნების ეროვნული ჩემპიონატები კატეგორიებად დაჰყო და ფეხბურთელის მიერ გატარებულ ყოველ სეზონზე შესაბამისი საკომპენსაციო თანხები დააწესა. ეს იმიტომ, რომ მოთამაშის გამზრდელი კლუბები განვითარდნენ და ნიჭიერი ბავშვის ზრდაზე დახარჯული თანხები მაინც აინაზღაურონ. პირველი კატეგორიის ეროვნული ჩემპიონატის კლუბი სხვა კატეგორიისას სეზონზე 90 000 ევროს უხდის, მეორე კატეგორიისა - 60 000-ს და ასე შემდეგ. უკრაინა მეორე კატეგორიას მიეკუთვნება და "კარპატს" "ზესტაფონისთვის" სეზონზე 60 ათასი, ანუ 360 ათასი ევრო უნდა გადაეხადა.

მაგრამ სამი კვირის წინათ გაჩნდა ინფორმაცია, რომ "კარპატი" "ზესტაფონისთვის" კომპენსაციის გადახდას თავს არიდებდა: ქართულმა კლუბმა უკრაინულს კომპენსაციის აუცილებლობა რომ შეახსენა, ლვოველებმა "ზესტაფონის" პრეზიდენტს შეუთვალეს, ან 50 ათას ევროს გადაგიხდით, ან 1 მაისამდეც მოვიცდით და საერთოდ ვერაფერს მიიღებთო.

საქმე ისაა, რომ დაუშვილი 1 მაისს ხდება 23 წლის და ამის შემდეგ შეუძლია "კარპატის" მასთან კონტრაქტის ისე გაფორმება, რომ "ზესტაფონი" ლვოველებისგან ცენტსაც ვერ აიღებს.

მაგრამ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, რომ "კარპატმა" დაუშვილის საქმეში გამოსავალი ნახა. ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სამდივნოს უფროსმა რევაზ შენგელიამ გვითხრა, რომ დაუშვილის ტრანსფერი მეორე უკრაინულმა კლუბმა, პირველი ლიგის "ლვოვმა" მოითხოვა. რადგან ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი იყო, საქართველოს ფედერაცია ვალდებული იყო და გააგზავნა კიდეც "ლვოვის" სახელზე ტრანსფერი და იქიდან გაანათხოვრეს "კარპატში". უკრაინის პირველი ლიგის კლუბი მეოთხე კატეგორიაშია და გამომდინარე აქედან, "ლვოვი" "ზესტაფონს" 60 ათას ევროს გადაუხდის.

შეიძლება, რომ წლის განმავლობაში ფეხბურთელი სამ კლუბს ეკუთვნოდეს? დარეგისტრირება შეუძლია, თამაშის უფლება კი მხოლოდ ორში გააჩნია. ასე რომ, დაუშვილი "კარპატში" ითამაშებს, რადგან "ლვოვში" ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია "ზესტაფონის" ინტერესების დაცვას და ფიფაში შესაბამისი საბუთების გაგზავნას აპირებს. ფედერაციის პოზიცია ასეთია - დღეს თუ "ზესტაფონი" დარჩება უკომპენსაციოდ, ხვალ იგივეს სხვა ქართულ კლუბებსაც გაუკეთებენ და ეს სქემა ჩვენს კლუბებს გააკოტრებსო.

მაგალითებსაც იშველიებენ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გაბონის ნაკრების წარმატებული გამოსვლის შემდეგ მის მოთამაშეებს ფასი როგორ დაედოთ. მოთხოვნა იყო გაბონის ნაკრების კაპიტან პოლ კესანზეც, რომელიც იმ დროს "ზესტაფონში" თამაშობდა. მან კლუბის შეცვლა ქართველების რასიზმში დადანაშაულებით მოინდომა და ეს ფანდი გაუვიდა კიდეც, ფიფამ კი ქართული კლუბი გააჩუმა. არადა, "ზესტაფონს" მის ტრანსფერში სოლიდურ თანხის აღება შეეძლო.

ასევე გაურკვეველი მიზეზით ვერ მიიღო თანხა ზუგდიდის "ბაიამ" ჩისამბა ლუნგუს ტრანსფერში, რომელიც შარშან რუსეთის პირველი ლიგის "ურალში" გადავიდა, თებერვალში კი ზამბიის ნაკრების შემადგენლობაში აფრიკის ჩემპიონი გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა