იტალიური "კანტუს" ქართველი კალათბურთელი ევროლიგის ტოპ-16-ის მეექვსე ტურის MVP-ად დაასახელეს
მოლოდინი გამართლდა - მანუჩარ მარკოიშვილი ოთხშაბათს "ჟალგირისთან" თამაშის შემდეგ ევროლიგის ტოპ-16-ის მეექვსე ტურის MVP-ად დაასახელეს.

იკითხავთ: რას ნიშნავს ეს ინგლისური აბრევიატურა? სიტყვასიტყვით ასე ითარგმნება: ყველაზე ღირებული მოთამაშე. ასე რომ, ევროპის უმთავრესი საკლუბო შეჯიბრების მეექვსე ტურის 8 მატჩის მონაწილე 192 კალათბურთელს შორის საუკეთესო მანუჩარი იყო.

მან ეს ნამდვილად დაიმსახურა, ლიტველებმა მარკოიშვილის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყვეს და მისგან 32 ქულა მიიღეს. მანუს ბადალი არც მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით ჰყავდა - 35. ქართველი უკანახაზელის გვარი ისეთი კალათბურთელების გვედრით ჩაიწერა, როგორებიც არიან ანდრეი კირილენკო, ბო მაკალები, ნიკოლას ბატუმი... ისინი სხვადასხვა ტურის რჩეულნი არიან.

დროა "სიტყვა გადავცეთ" ევროლიგის ოფიციალურ საიტს:

"იტალიურმა "კანტუმ" წლევანდელი ევროლიგა საოცარი თამაშით დაასრულა - "ჟალგირისი" სტუმრად 77:71 დაამარცხა. გამარჯვებულთა რიგებში შესანიშნავად ითამაშა მანუჩარ მარკოიშვილმა, რომელმაც საევროლიგო კარიერაში ყველაზე მეტი, 32 ქულა მიითვალა და ტურის MVP-ის ჯილდოც დაიმსახურა. მან 10-დან 5 სამქულიანი, 7-დან 4 ორქულიანი და 9-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. მარგი ქმედების კოეფიციენტი 35-ს გაუტოლდა, რაც ტოპ-16-ის N3 მაჩვენებელია.

25 წლის ახალგაზრდა ქართველი ევროლიგაზე 16 წლის ასაკში გამოჩნდა - 2003 წელს ტრევიზოს "ბენეტონთან" ერთად ევროლიგის ფინალი ითამაშა. მას მერე ამ შეჯიბრებაში ლიუბლიანის "ოლიმპიას" მაისურით გამოდიოდა, ხოლო ბოლო ოთხი სეზონი ისეთ კლუბებში თამაშობდა, რომლებიც ევროლიგაზე არ ასპარეზობდნენ.

მარკოიშვილს მეექვსე ტურში საუკეთესოობას მადრიდელი ფელიპე რეიესი და მაქაბელი რიჩარდ ჰენდრიქსი ეცილებოდნენ. პირველმა "რეალთან" ერთად იტალიური გრანდი "მონტეპასკი" სიენაში დაამარცხა, 17 ქულა, 14 მოხსნა მოაგროვა და სარგებლიანობის მაჩვენებლით მანუჩარს მცირედით ჩამორჩა - 30. ჰენდრიქსმა კი "ბარსელონასთან" წაგებულ შეხვედრაში 24 ქულა მიითალა.

დაბოლოს, მარკოიშვილის 32 ქულა სარეკორდოა არა მხოლოდ ტურში, არც მხოლოდ ტოპ-16-ში, არამედ ევროლიგის მიმდინარე გათამაშებაში."

ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ ტურის საუკეთესო კალათბურთელად სხვადასხვა დროს კიდევ ორი ქართველი დასახელებულა: 2003 წელს ზაზა ფაჩულია, ხოლო 2005-ში ვლადიმერ ბოისა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"