ციურიხში მოჭადრაკეთა მსოფლიოს საუნივერსიტეტო ჩემპიონატზე გუშინ მე-4 ტურის პარტიები გაიმართა. ქალებში უდანაკარგო ლიდერები...

ციურიხში მოჭადრაკეთა მსოფლიოს საუნივერსიტეტო ჩემპიონატზე გუშინ მე-4 ტურის პარტიები გაიმართა. ქალებში უდანაკარგო ლიდერები - სლოვაკი ზუზანა ბოროსოვა და რუსი ზოია სევერიუხინა 33-ე სვლაზე დაზავდნენ, რითაც III-IV ადგილებზე მყოფ მეტოქეებს გათანაბრების საშუალება მისცეს, მაგრამ 2,5-2,5-ქულიანმა თამარ წერეთელმა და მონგოლმა უუგანბაიარ ლხამსურენმა ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენეს. თამარმა ტურნირის რეიტინგ-ფავორიტ ბათჰუიაგ მონგონთუულს (მონგოლეთი) მე-40 სვლაზე ქულა გაუყო, ლხამსურენი კი შავი ფიგურებით სოფიო გურამიშვილთან 31-ე სვლაზე დამარცხდა. ქართველმა დიდოსტატმა შესანიშნავად წარმართა მთელი პარტია.

დებიუტში პოზიციურ უპირატესობასაც მიაღწია, მიტელშპილში კი მეტოქის დაცვის ჯებირები მიარღვ-მოარღვია.

გურამიშვილმა, წერეთლის მსგავსად, 3 ქულა მოაგროვა და ლიდერებისგან მხოლოდ ნახევარი ქულა აშორებს.

ვაჟებში დავით ბენიძემ შავი ფიგურებით 48-ე სვლაზე სერბი ნიკოლა ნესტეროვიჩი დაამარცხა და 3 ქულა მოაგროვა. ისიც ნახევარი ქულით ჩამორჩება მეწინავეთა ტრიოს. ცხრილის სათავეში კი 3,5-3,5 ქულით ჩინელი იუ ვენი, ებრაელი ილია ხმელნიკერი და მონგოლი ბაიარსაიხან გუნდავაა იმყოფებიან (ვენი და ხმელნიკერი ერთმანეთს დაუზავდნენ, გუნდავაამ კი ინდონეზიელი სუსანტო მეგარანტო დაამარცხა).

2,5 ქულას მოუყარა თავი მალხაზ სულაშვილმა - გუშინ მან შავი ფიგურებით ჰოლანდიელ მარინ ოტეს 51-ე სვლაზე გააჩერებინა საათი.

მე-5 ტურში წერეთელი-სევერიუხინას, გურამიშვილი შვეიცარიელ მონიკა სეპს შეხვდება, ბენიძე და სულაშვილი კი ჰოლანდიელებს - როილენდ პრუიჯოფერსა და სტეფან კუიფერს დაუპირისპირდებიან.

U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს