ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ბოლო იმედი მანუჩარ კვირკველია დარჩა

ბოლო იმედი მანუჩარ კვირკველია დარჩა

მოსკოვში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღე ჩვენი ნაკრებისთვის შედარებით წარმატებული გამოდგა, რადგან სამიდან ორი მონაწილე დამამშვიდებელ წრეში გადავიდა, მათგან ერთმა - რევაზ ლაშხმა (60) ბრინჯაოს მედლისთვისაც იჭიდავა, მაგრამ წააგო და მეხუთეზე დარჩა...

მოსკოვში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღე ჩვენი ნაკრებისთვის შედარებით წარმატებული გამოდგა, რადგან სამიდან ორი მონაწილე დამამშვიდებელ წრეში გადავიდა, მათგან ერთმა - რევაზ ლაშხმა (60) ბრინჯაოს მედლისთვისაც იჭიდავა, მაგრამ წააგო და მეხუთეზე დარჩა. ლაშხის გარდა, სანუგეშოში ვლადიმერ გეგეშიძეც (84) გადავიდა, მაგრამ პირველივე შეხვედრაში დამარცხდა. თუმცა ეს ყველაფერი შედარებისთვის თუ გამოდგება, შედეგი კი მეორე დღესაც დაახლოებით იგივეა, რაც პირველში - მედალი არ არის, ლაშხის მეხუთე ადგილი კი მხოლოდ ქულებს მოგვიტანს გუნდურ ჩათვლაში.

ჩვენი ერთადერთი მონაწილე, რომელმაც ტურნირი ძირითად ბადეში წაგებით დაამთავრა, მძიმეწონოსანი გურამ ფერსელიძეა.

ლაშხისა და გეგეშიძის მოსკოვური გამოსვლები რაღაცით ჰგავს ერთმანეთს - ორივემ ორი-ორი ორთაბრძოლა მოიგო და მესამეში დამარცხდნენ. თან ორივემ იჭიდავა სანუგეშოში.

60 კგ

ლაშხმა პირველ წრეში თურქ აბდულსამეტ უგურლის სძლია დამატებით დროში. ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის მონაცემებს თუ ვენდობით, ორივე მოჭიდავე 22 წლისაა, მაგრამ ფოტოს მიხედვით, თურქი ლამის მამად შეეფერება ჩვენებურს. პირველ პერიოდში მეტოქემ აჯობა კიდეც, მაგრამ ლაშხმა კრიტიკულ მომენტში კონცენტრაცია მოახერხა და მომდევნო პერიოდები 3:0; 2:0 მოიგო. ჩვენებურმა მეორე შეხვედრა ძირითად დროში თავის სასარგებლოდ დაასრულა ლიტველ ედგარას ვენკაიტისთან, თუმცა გვარიანი ბრძოლა დასჭირდა. განსაკუთრებით პირველ პერიოდში, რომელშიც 3:2, მეორეში კი 2:0 იმარჯვა.

მესამე წრეში ჩვენებურის პირისპირ იაპონელი რუიტარო მაცუმოტო დადგა, რომელმაც ახლა შეაბიჯა დიდ სარბიელზე და მოსკოვში პირველი ჯილდოც მოიპოვა. სამწუხაროდ, ლაშხმა მას გასაღები მხოლოდ მეორე პერიოდში მოუძებნა, მაგრამ პირველი და მესამე წააგო. იაპონელმა კი თავისი წილი გასაკეთებელი გააკეთა - ფინალში გავიდა და ლაშხს სანუგეშო წრის კარი გაუხსნა, მაგრამ იქ რევაზმა მხოლოდ უკრაინელ ლენურ ტემიროვს მოუგო, კორეელ ჯი-ჰიუნ იუნგთან წააგო და მეხუთეზე დარჩა.

ამ წონაში აზერბაიჯანელმა ჰასან ალიევმა გაიმარჯვა, რითაც დუბლი შეასრულა - წლეულსვე ევროპის ჩემპიონიც გახდა. დებიუტიც ასეთი უნდა.

1. ჰასან ალიევი (აზერბაიჯანი), 2. რუიტარო მაცუმოტო (იაპონია), 3. ჯი-ჰიუნ იუნგი (კორეა), ალმატ კეპისპაიევი (ყაზახეთი).

84 კგ

გეგეშიძემ წლების წინ რუსეთიდან სომხეთში ემიგრირებული დენის ფოროვისა და იაპონელი ნორიკაცუ საიკავას ბარიერი იოლად გაიარა, მომავალ ფინალისტთან, მსოფლიოს შარშანდელ კუბელ ბრინჯაოს პრიზიორ პაბლო ენრიკე ერნანდეს შორეისთან კი დაძაბულ ბრძოლაში დამატებით დროში დამარცხდა. ჩვენებურმა ვერც სანუგეშოში იყოჩაღა - ოლიმპაიდის ვიცე-ჩემპიონთან გიორგი წურწუმიას დამოძღვრილ ყაზახ (ოღონდ ჩვენებური იქ მთავარი მწვრთნელი არაა) ალხაზურ ოზდიევთან წააგო და გავარდა.

ამ წონაში რუსთა მთავარ იმედს, ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ალექსეი მიშინს მომავალმა ჩემპიონმა, ბულგარელმა ჰრისტო მარინოვმა დამატებით დროში მოუგო. თუმცა 60-ის მონაწილე ზაურ კურამაგომედოვისგან განსხვავებით, მიშინმა რუსებს ბრინჯაო მაინც მოუტანა და სულ მთლად ხელცარიელი არ დარჩა. მეორე ბრინჯაოს ხორვატი ნენად ზუგაი დაეუფლა, რომელმაც საკმაოდ იოლად და დამაჯერებლად დაამარცხა ძლიერი თურქი, მიშინივით ყველა ტიტულის მფლობელი ნაზმი ავლუჯა. მარინოვი არათუ პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, აქამდე პირველხარისხოვან ტურნირებზე მედალიც კი არ ჰქონდა მოპოვებული. ცხადია, მისი ყველა შეხვედრა გამოსარჩევია, მაგრამ განსაკუთრებით აღვნიშნავთ მოგებას ავლუჯასთან, სადაც დამატებითში იმარჯვა.

1. ჰრისტო მარინოვი (ბულგარეთი), 2. პაბლო ენრიკე ერნანდეს შორეი (კუბა), 3. ალექსეი მიშინი (რუსეთი), ნენად ზუგაი (ხორვატია).

120 კგ

მაშინ, როცა ლაშხმა და გეგეშიძემ წააგეს, ფერსელიძე ჯერ კიდევ ძირითად ბადეში ჭიდაობდა და გარკვეულ იმედებსაც გვიტოვებდა... ჩვენებურმა სერბი მილოშ სპასიჩი და ყირგიზი მურატ რამონოვი იოლად, ორ პერიოდში დაჯაბნა. თან ისე რომ არც ერთისთვის ქულაც არ დაუთმია, მაგრამ მერე მართლაც რომ ბარიერს შეასკდა - ამერიკელი დეშონ დრემიელ ბირსი მსოფლიოს შარშანდელი ვიცე-ჩემპიონია და არც ჩვენებურთან გასჭირვებია მოგება. ჩვენდა საუბედუროდ, ამერიკელი ფინალში ვერ გავიდა - ნახევარფინალი სომეხთა კიდევ ერთ ნატურალიზებულ რუსთან, ოლიმპიადის პრიზიორი იური პატრიკეევთან წააგო და ფერსელიძეც გავარდა.

ამ წონაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული წარმატებით დაიცვა მართლაც რომ ფენომენალურმა კუბელმა მიჯაინ ლოპეს მუნეზმა - ის მეოთხედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ამასთან, პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონიცაა, ხოლო შვიდჯერ მოუგია პან ამერიკის ჩემპიონატი, ორჯერ პანამერიკული თამაშები. აღსანიშნავია, რომ 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი წააგო - რუს ოლიმპიურ ჩემპიონ ხასან ბაროევთან თორემ ირანელ ჰამიდ სორიანივით ხუთგზის ჩემპიონი იქნებოდა. რაც შეეხება ევროპის სამგზის ჩემპიონ პატრიკეევს, ის მსოფლიოსა და ოლიმპიური პრიზიორია, ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა დათმო კუბელთან. ოღონდ გამოცდილმა და ფიზიკურად ჩინებულად მომზადებულმა მუნეზმა ულაპარაკოდ აჯობა. ამ წონაში გამოვარჩევთ ახალგაზრდა თურქის რიზა კაიაალპის მორიგ ბრინჯაოს - ის შარშანაც მესამე იყო და, სავარაუდოდ, ამ წონაში მომავალი მისია.

ბერძენ-რომაელთა ტურნირზე დღეს ბოლო დღეა და ჩვენთვის - ბოლო იმედიც. ვნახოთ - ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია (74) ჩვენი ნაკრები ლიდერია და უმთავრესი ფავორიტი. ის ტურნირს პან ამერიკის წლევანდელ ჩემპიონთან, კუბელ მაილი რაულ პანფე კონსუეგრასთან შეხვედრით იწყებს, წილისყრამ კი არცთუ ისე გაუმართლა. ყოველ შემთხვევაში, ბადის მეორე მხარეს ისეთი მქუხარე სახელები არაა, როგორც - მასთან. მის მხარესაა თურქი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სელჩუკ ჩები (მას მეოთხედფინალამდე ვერ შეხვდება), რუსი ემილ შარაფეტდინოვი, რომელიც იქაურ ნაკრებში ახალი სახე კია, მაგრამ დაგვეთანხმებით - იმ გუნდში სუსტი ვერ მოხვდება. აქვეა ბელარუსი ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ალექსანდრ კიკინოვი და უკრაინელი მესამე პრიზიორი დმიტრი პიშკოვი, მაგრამ ისინი პირველ შეხვედრას ერთმანეთში მართავენ. მათ შორის გამარჯვებული კვირკველიას ნახევარფინალამდე ვერ შეხვდება, თუმცა ამ ბადეში ჩვენებურის უმთავრეს კონკურენტად თურქი ჩები მიგვაჩნია.

1.მიჯაინ ლოპეს მუნეზი (კუბა), 2. იური პატრიკეევი (სომხეთი), 3. რიზა კაიაალპი (თურქეთი), ნურმახან ტინალიევი (ყაზახეთი).

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა

ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა

რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა

შოკირებული იყო და შეხვედრა განაწყენებულმა დატოვა - ამორიმს "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ მოთხოვნა წაუყენა

ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა

Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

პსჟ-ს მეკარე: ძნელია მოტივაციის შენარჩუნება

ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა

კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან

"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში

"თუ სხვა რამის გამო გაბრაზდა, არასწორი ადამიანი აირჩია" - დე ბრუინსა და კონტეს შორის დაპირისპირება მწიფდება? [PHOTO]

"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ" - "კაირატის" მეკარე "რეალთან" მატჩამდე

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი

"თუ "არსენალი" წელს ტიტულს ვერ მოიგებს, არტეტას გაათავისუფლებენ" - რობერ პირესი

ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

[VIDEO] 55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო

პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა