"...წელს საქართველოს ჩემპიონი "ზესტაფონი" გახდება, "დინამო" მეორე ადგილზე გავა, თასს, რა თქმა უნდა, გორის "დილა" აიღებს"
აქტუალური კითხვა-პასუხი:

- რა გააწყალეთ გული ამ ნახევარსიმართლით? ბოლომდე რატომ არ ამბობთ სათქმელს?

- იმიტომ, რომ უტყუარი ფაქტები გვჭირდება, არც მწვრთნელი, არც ფეხბურთელი და არც მოხელე საინტერვიუდ სიმართლეს ბოლომდე არ ლაპარაკობს.

- აბა, რა უნდა ვქნათ?!

- რჩევების მიცემა ჩვენი საქმე არ არის.

- სტადიონზე აღარ უნდა ვიაროთ?

- ისევ რჩევას მეკითხები...

- გაზეთს აღარ წავიკითხავ!

- შესაძლოა, წიგნების კითხვა ჯობდეს, ისე, წიგნსაც გააჩნია...

- ჰო, იქნებ ლექციაც წაგვიკითხოთ ფეხბურთის პროფესორებო.

- არა, არც ესაა ჩვენი საქმე.

- საერთოდ რა გინდათ, რა მიზანი გამოძრავებთ?

- საზოგადოებისთვის პოზიტიური როლის შესრულება.

- ეგ რაღაა?

- თუნდაც ნახევარსიმართლის წერა.

- მაშინ კაცურად მითხარი, - ქეცბაია მაგარი მწვრთნელია?

- ვფიქრობ, ამ კითხვას მისმა დამნიშნავმა უნდა უპასუხოს.

- აი, ასეთები ხართ ეს ვითომ პროფესორი ჟურნალისტები, თავს არიდებთ კონკრეტიკას, სულ იოლად გამოძრომას ცდილობთ...

- მთლად მასეც არ არის საქმე, მაგალითად, ბევრი რამის გამოცნობა შეგვიძლია.

- მაგალითად?

- წლეულს საქართველოს ჩემპიონი "ზესტაფონი" გახდება.

- თასს ვინ აიღებს?

- რა თქმა უნდა, გორის "დილა"!

- მაგარია! ბილეთის შევსებაშიც ხომ ვერ დამეხმარები?

- არა, ეს უკვე მეტისმეტი იქნება.

- "დინამოზე" რას გვეტყვი ახალს და საინტერესოს?

- "დინამოდან" საფრთხე აღარ არის, "დინამო" ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას აღარ აპირებს, ესპანური პროექტის ჩაფლავების შემდეგ ეს საქმეც შეჩერებულია. "დინამო" ამ სეზონში მეორე ადგილზე გავა.

- არა, ეს ნახევარსიმართლე კი არა, რაღაც აბდაუბდაა.

- რას ვიზამთ, შეცდომის უფლება ჩვენც გვაქვს.

- საქართველოს ჩემპიონატი მოგწონს?

- ძალიან.

- მაინც რა მოგწონს მასში?

- ბევრი კარგი თამაშია, საქართველოში ახლა არც თუ ცოტა კარგი ფეხბურთელი თამაშობს.

- ყველაზე ლამაზად ვინ თამაშობს?

- არ ვიცი.

- თქვენგან ხომ კაცი სიმართლეს ვერ გაიგებს, მარტივ კითხვაზეც კი არ გაქვთ ზუსტი პასუხი...

- იცი, რატომ?

- რატომ?

- იმიტომ, რომ სილამაზე ფაქიზი ნიუანსების სამყაროა.

- ქართული ფეხბურთი რაღაა?

- განსაკუთრებული არაფერი, კარგი და ცუდი ნიუანსების სამყარო.

- უბრალო ხალხზე თქვენც არ ფიქრობთ, გულრწფელად გეუბნებით, რომ არ მომწონხართ ეს ვითომ ჟურნალისტები!

- რა გაეწყობა, ხალხს ლარი ფლინტიც არ უყვარდა, მაგრამ ყურებზე ხახვი ვერ დააჭრა.

- ისევ დამიწყე პროფესორობა...

- ნაკრების თამაშზეც აღარ წახვალ?

- შესვლა ისევ უფასო იქნება?

- საქართველოს ნაკრებს ისევ ეყოლება ნიჭიერი ფეხბურთელები.

- ეს ზოგადი, რაღაც უმნიშვნელო ლაპარაკია.

- არსებობენ კი უმნიშვნელო რაღაცეები?..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mesi
ზესტაფონი თუ გახდება ჩემპიონი დამსახურებული ჩემპიონი იქნება გადახედეთ ცხრილს და აღიარეთ რომ წელს ის ყველას 10თავით ჯობია!!
svastika
ჩემპიონი დინამო გახდება!!!!!!!!!!!!!!
ramo
თასს გორის დილა აიღებს. რაც ნიშნავს რომ დემოკრატია გვაქვს. ვიტ ჯორჯიას როგორ გაუჩალიჩეს? არადა სუფთა კერძო გუნდის მაგალითია, როგირ წვალობენ, როგორ ზრდიან ბიჭებს, როგორ ცდილობენ. მაგრამ შედეგი? წინასწარ გაუჩალიჩეს, ჯერ 8 გუნდში არ მოახვედრებენ და მერე ბოლო 2 გუნდში მოხვდება. ასე აღორძინდება ქართული ფეხბურთი!!!!!!! ვაშააა ამხანაგებო, ვაშააა!!!!
Walkabout
ამას ქვია ნამუსის ქენჯნა... ან პატიოსანი მაგრამ ამავდროულად კარგი ცხოვრების მოყვარული კაცის წუხილი... ან იმის მცდელობა რომ უძაღლო ქვეყანაში კატები აღარ უნდა ყეფდნენ... უფრო მარტივად რომ ვთქვათ იმ პრობლემის წინა პლანზე წამოწევის სურვილი, რაც ყველას ვისაც ეს მოეთხოვება შინაგანად აწუხებს მაგრამ სახალხოდ გამოტანას ერიდება... მოკლედ, დასაწყისისთვის კარგია... მე კმაყოფილი ვარ... კონკრეტიკა მომავალში იყოს, მთავარია ძილის მდგომარეობას აღარ დავუბრუნდეთ... ასე გააგრძელეთ...
dudu
მაგარია:) ეგაა, რა!
daviti
საინტერესოა რა ფაქტები გჭირდებათ ჟურნალისტებს,იმის შესაფასებლად,რამდენად სწორი ფორმაა მაგალითად,შ.ს.ს. და არმიის სპორტული კლუბების მომრავლება ქართული სპორტის განვითარებისთვის.რომელ ევროპულ,წარმატებულ ქვეყანაშია მსგავსი პრაქტიკა?რამდენად სამართლიანია ეს თუნდაც იმ თითოოროლა კერძო მეპატროონეების მიმართ?როცა კონკურენტებს მისივე გადახდილი გადასახადით უფინანსებენ,თან განუსაზღვრელი რესურსით და არა მარტო ფინანსურით?მითუმეტეს თქვენც დარწმუნებული ხართ თასს რომ გორის დილა "აიღებს".დილაში,უმრავლესობას ნახევაწლიანი ქონტრაქტი გაუფორმეს და თასს აღებულებს ახალი გუნდის გაკეთება რომ,მოუწევთ და ასე შედეგის გაკეთება ევროპაზე თითქმის შეუძლებელია და ამას ბიუჯეტის ფულით აკეთებენ,ამაზე სტატიის დაწერას რა ფაკტები უნდა?ის უთავმოყვარო ფეხბურთელები რომ შეიწყალა ვითომ ერთპიროვნულად სიჭინავამ,ეს რომ მცდარი გადაწყვეტილება იყო,ამაზე ერთი სტატია მაინც არ უნდა დაგეწერათ?კიდე რამდენი მაგალითის მოტანა შეიძლება,მაგრამ წერად არ ღირს.სამწუხაროდ,თქვენი,სპორტული ჟურნალისტების საერთო მდგომარეობის ნათელი გამოხატულება იყო,თქვენი კოლეგა,დიმიტრი ობოლაძე რომელსაც ცივი ოფლი ასხამდა ქეცბაიასთან ინტერვიუს დროს.
ქოთოლა
თასს რათქმა უნდა გორის დილა აიღებს, მაგრამ მე ის მაინტერესებს თქვენ რა კონექსტში დაწერეთ??? დაუმსახურებლად აიღებს???
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია