საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდმა "რუსთავს" უმაპინძლა და მეტოქე 74:66 დაამარცხა
სუპერლიგის მეორე წრის მე-5 ტურის დასკვნითი მატჩში, სადაც საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდმა "რუსთავს" უმაპინძლა და მეტოქე 74:66 დაამარცხა.

თავდაპირველად შეხვედრა "მედიკოსთა" უპირატესობით წარიმართა, რომლებიც საწყისს ათწუთეულში წინ 21:13 გავიდნენ, ხოლო მეორე ტაიმში "ქვემოქართლელები" გააქტიურდნენ და მეორე ტაიმის მიწურულს ფრე - 33:33 დააფიქსირეს. მესამე მეოთხედში თსსუ გააქტიურდა, მეტოქეს წინ გასვლის საშუალება არ მისცა და პერიოდის დასასრულს 11 ქულიანი უპირატესობა მოიპოვა - 58:47. დასკვნით პერიოდში "სტუდენტებმა" შანსი აღარ დაუტოვეს და მატჩი მოგებით დაასრულეს.

გამარჯვებულებს 31 ქულით მიხეილ ჭოჭუამ ულიდერა, ხოლო 24 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა. "რუსთავის"" შემდაგენლობაში გამოირჩა ლევან ხმელიძე, რომელმაც საკუთარ გუნდს 20 ქულა შესძინა.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე თსსუ-სა და რუსთავის გუნდების მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა შემდეგი კომენატრები გააკეთეს.

კახა შენგელია (თსსუ-ს მწვრთნელი): პირველ რიგში მივულოცავ ჩვენს გუნდს გამარჯვებას, ბიჭებმა მეტ-ნაკლებად შეასრულეს ის დავალებები რაც ჰქონდათ მიცემული და მივაღწიეთ სანუკვარ გამარჯვებას. ხარვეზები,რა თქმა უნდა იყო, ისევე როგორც ყველა თამაშში, მაგრამ დღეს ჩვენ "რუსთავზე" ნაკლები შეცდომა დავუშვით და ამანაც განაპირობა ჩვენი მოგება.

ვფიქრობ, მომავალ წელს "რუსთავი" კარგი გუნდი იქნება, მას ჩინებული რეზერვი ჰყავს, საკუთარ სკოლაში აღზრდილი ბიჭები, რომლებიც ძალიან კარგად არიან ერთმანეთთან შეთამაშებულნი და ასეთ გუნდთან თამაში საერთოდ ყოველთვის რთულია.

წარმატებებს ვუსურვებ წელსაც და მომავალ წელსაც. ჩვენს გუნდში სუსტად ითამაშეს ლეგიონერებმა, ნემანიას ილიჩის შემთხვევაში ვფიქრობ ეს გადაღლილობის ბრალია, ხოლო ფილიპ სამოილოვიჩს რაც შეეხება, ალბათ ნაკლები თამაშით არის განპირობებული. ვინც როგორ იმსახურებს ისე თამაშობს ჩვენს გუნდში და საერთოდ ეს ნებისმიერ გუნდში ასეა. ვარჯიში გვაქვს კვირიდან კვირამდე და ვინც თავს გამოიჩანს ის ითამაშებს უფრო მეტ დროს თამაშზე.

მიხეილ ბერუაშვილი (რუსთავის მწვრთნელი): პირველ რიგში მივულოცავ მოწინააღმდეგე გუნდს გამარჯვებას, რაც შეეხება ჩვენს გუნდს გვქონდა ბევრი შეცდომა როგორც დაცვაში ასევე თავდასხმაში და ვეცდებით გამოვასწოროთ ეს შეცდომები.

ჩვენი მიზანი მიმდინარე ჩემპიონატში არის ის, რომ ახალგაზრდებმა მაქსიმალურად გამოიჩინონ თავი და მომავალი თაობა გაიზარდოს. ეს ჩვენი პირველი ამოცანაა. ვერანაირ შედეგს ვერ მივაღწევთ, ვიბრძვით მაგრამ რაღაც გვაკლია, რაც ალბათ გამოუცდელობა. ამ თამაშებში ახალგაზრდა მოთამაშეები გაიზრდებიან და მომავალში უკეთეს შედეგს აჩვენებენ.

მიხეილ ჭოჭუა: მივულოცავ ჩემს მწვრთნელოსა და თანაგუნდელებს ამ გამარჯვებას. მიუხედავად იმისა, რომ "რუსთავს" მხოლოდ ერთი მოგება აქვს, ყოველთვის ბოლომდე იბრძვის და გაგვიჭირდა კიდეც მათთან თამაში, მაგრამ როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, მათ ჩვენზე ბევრად მეტი შეცდომა დაუშვეს და ამის ხარჯზე გავიმარჯვეთ.

superleague.ge

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"