დუბაის 500-იან ტურნირზე დიდხნიანი შესვენების შემდეგ შედგა ტრადიციული მეტოქეების - როჯერ ფედერერისა და ენდი მიურეის დაპირისპირება
დუბაის 500-იან ტურნირზე დიდხნიანი შესვენების შემდეგ შედგა ტრადიციული მეტოქეების - შვეიცარიელი როჯერ ფედერერისა და ბრიტანელი ენდი მიურეის დაპირისპირება. შარშან მათ არც ერთხელ არ მოუწიათ შეხვედრა, რადგან დიდ ტურნირებზე მესამე და მეოთხე ნომრებად იყვნენ განთესილები და ფინალამდე ვერ შეხვდებოდნენ ერთმანეთს.

ბოლოს ფედერერი და მიურეი ერთმანეთს 2010 წლის ნოემბერში, ლონდონში შეხვდნენ და მაშინ როჯერმა ორ სეტში გაიმარჯვა. საერთოდ, ენდი როჯერისთვის ყოველთვის უხერხულ მეტოქედ ითვლებოდა და მათი ურთიერთდაპირისპირების საერთო ანგარიში იყო 8:6 ბრიტანელი ჩოგბურთელის სასარგებლოდ.

ამ 14 მატჩიდან ერთ-ერთი სწორედ დუბაიში გაიმართა - 2008 წელს. მაშინ როჯერი სათავეში ედგა რეიტინგს, მიურეი კი მე-11 ჩოგანი იყო.

ბრიტანელი განთესილებს შორის ვერ მოხვდა და მათი შეხვედრა პირველ წრეში შედგა. ენდიმ ბრწყინვალედ ითამაშა დაცვაში და ძირითადად, მეტოქის შეცდომების ხარჯზე სამ სეტში გაიმარჯვა. მაშინ ფედერერმა გააკრიტიკა ახალგაზრდა მეტოქე თამაშის პასიური სტილის გამო. ახლა მიურეი უფრო უნივერსალური მოთამაშეა, მაგრამ მაინც უფრო მეტად თამაშის ჩაშლას ანიჭებს უპირატესობას.

ამჯერად რთული იყო იმის განსხვავება, ვინ თამაშობდა დაცვიდან და ვინ შეტევით სტილში. სწრაფი კორტის გათვალისწინებით, ორივე ჩოგბურთელი ცდილობდა საკუთარ მოწოდებაზე ინიციატივის შენარჩუნებას, თუმცა სუფთა მოგებული ქულები ფედერერს მეტი ჰქონდა.

ენდი თავიდან კარგად გამოიყურებოდა და მოწოდება უკეთ გამოსდიოდა. პირველი ბრეიკ-პოინტიც მან მოიპოვა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა.

შემდეგ ფედერერმა გაასწორა პირველი მოწოდება და მიურეის მიღებაზე კარგა ხანი ხელმოსაჭიდი არაფერი ჰქონდა. ამასობაში როჯერმა სამი

"დაფარული" სეტბოლი მოიპოვა. ენდიმ ამ ბურთებზე კარგად ითამაშა და სამივე საფრთხე მოიგერია. თითქოს ფსიქოლოგიურად ამას დადებითად უნდა ემოქმედა ბრიტანელისთვის, მაგრამ ფედერერმა იქვე კიდევ ერთი შანსი მიიღო. მეხუთე ცდიდან შვეიცარიელმა ბრეიკი გააკეთა და შემდეგ სეტზე ჩააწოდა.

მეორე პარტიაში ბევრი არაფერი შეცვლილა. ფედერერის მოწოდებაზე ბრძოლა თითქმის არ ყოფილა. მხოლოდ ერთხელ გაიბრძოლა მიურეიმ და ბრეიკი გააკეთა. სხვათა შორის, ეს იყო ტურნირზე შვეიცარიელის პირველი წაგება საკუთარ მოწოდებაზე. მაგრამ ენდის ეს წარმატება იმ მომენტში მოხდა, როცა ის უკვე აგებდა ბრეიკით. ასე რომ, მან მხოლოდ გაათანაბრა ანგარიში. ხოლო, როცა ფედერერის თამაშში ჩავარდნამ გაიარა, შოტლანდიელმა ისევ დათმო საკუთარი მოწოდება და ანგარიშის გათანაბრება ვეღარ შეძლო - 5:7, 4:6.

ფედერერმა სეზონში მეორე ტიტული მოიპოვა, დუბაიში მეხუთე და კარიერაში - 72-ე. საჩემპიონო რბოლის ახალ ვერსიაში როჯერი მეორე ადგილზე გადაინაცვლებს; ამასთან, ჯოკოვიჩთან ჩამორჩენა მხოლოდ 360 ქულა იქნება.

თუ გასული წლის ბოლო მონაკვეთს ავიღებთ, როცა ფედერერმა ზედიზედ სამი ტურნირი მოიგო, გამოვა, რომ როჯერს საუკეთესო შედეგები აქვს მამაკაცთა ტურში.

ამ კვირას ჩოგბურთელები აშშ-ში გაემგზავრებიან, სადაც ორი მასტერსი ელით - ინდიან უელსში და მაიამიში. თუმცა მანამდე მოთამაშეებს დასვენების საშუალება ექნებათ - ინდიან უელსში ტურნირი შაბათს დაიწყება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დუბაიში ტოპ-ათეულის რვა წარმომადგენელი თამაშობდა. იქ არ ჩასულან ესპანელები - რაფა ნადალი და დავიდ ფერერი. პირველმა გასულ კვირას დასვენება აირჩია, ფერერი კი სეზონის ამ პერიოდში სამხრეთამერიკულ გრუნტზე ამჯობინებს თამაშს.

დავიდმა ძალიან იოლად დაამტკიცა თავისი მაღალი კლასი აკაპულკოს ტურნირზე. აქ ფინალში ესპანური დერბი შედგა - ფერერს ფერნანდო ვერდასკო დაუპირისპირდა, რომელიც თანამემამულეს ურთიერთშეხვედრებში 7:6-ს უგებდა. თუმცა ვერდასკო იმ დონის მოთამაშე აღარ არის, როგორიც რამდენიმე წლის წინ იყო, რაც გუშინდელმა ფინალმაც დაადასტურა.

ფერერმა ფერნანდოს ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა და საკუთარ გეიმებზე მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ შვიდი ქულა

დათმო. მიღებაზე კი დავიდმა ოთხი ბრეიკი აიღო. საათსა და 9 წუთში დაფიქსირდა საბოლოო ანგარიში - 6:1, 6:2.

დავიდმა კარიერაში მე-14 და სეზონში მესამე ტიტული მოიგო. მან ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა მექსიკურ ტურნირზე. ვერდასკომ კი კარიერაში მე-17 ფინალი ითამაშა და მეთორმეტედ დამარცხდა.

აკაპულკოში პარალელურად ქალებიც ასპარეზობდნენ და იქაც ფინალში ერთი ქვეყნის წარმომადგენლები შეხვდნენ ერთმანეთს - იტალიელები სარა ერანი და ფლავია პენეტა.

კაცების ფინალისგან განსხვავებით, აქ გადამწყვეტი მატჩი 2 საათი და 28 წუთი გაგრძელდა და ერანიმ ურთულეს ბრძოლაში სამ სეტში მოიგო - 5:7, 7:6(2), 6:0.

ჩოგბურთელები სუსტად თამაშობდნენ საკუთარ მოწოდებაზე - ერანიმ ცხრა ბრეიკი გააკეთა, პენეტამ - შვიდი. სარასთვის ეს მესამე ტიტულია კარიერაში. აღსანიშნავია, რომ ერანიმ თანამემამულე რობერტა ვინჩისთან ერთად აკაპულკოში წყვილთა ტურნირიც მოიგო.

ATP

Dubai Tennis Championships

დუბაი (საემიროები). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 1 700 475 დოლარი

ფინალი

როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-ენდი მიურეი (ბრიტ, 3) 7:5, 6:4.

Abierto Mexicano

აკაპულკო (მექსიკა). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 1 280 000 დოლარი

ფინალი

დავიდ ფერერი (ესპ, 1)-ფერნანდო ვერდასკო (ესპ) 6:1, 6:2.

WTA

Abierto Mexicano

აკაპულკო (მექსიკა). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

ფინალი

სარა ერანი (იტა)-ფლავია პენეტა (იტა) 5:7, 7:6(2), 6:0.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა