საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის პირველ დივიზიონში მე-19 ტური საკმაოდ დაძაბული გამოდგა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მე-19 ტური საკმაოდ დაძაბული და სხვა ტურებთან შედარებით ბევრად საინტერესო გამოდგა.

მიუხედავად იმისა, რომ ლიდერთა შორის მყოფმა ქართველ მორაგბეთა სამმა გუნდმა წარუმატებლობა განიცადა, სატურნირო ცხრილში პირველი ხუთი ადგილი მაინც ჩვენებურთა გუნდებს უკავიათ.

ამასთან ერთად უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს "ბრივმა" და "აჟენმა", რის შედეგადაც მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესეს.

თეორიულად, მათ შეუძლიათ წარმატების შემთხვევაში პლეი ოფშიც კი გააღწიონ.

მე-19 ტურში ყველაზე დიდ ინტერესს ლიდერების, ჯაბა ბრეგვაძისა და აქვსენტი გიორგაძის "ტულუზისა" და დავით ზირაქაშვილის "კლერმონის" დაპირისპირება იწვევდა. "ვულკანები" შინ თამაშობდნენ და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის ჩემპიონს შანსი არ დაუტოვეს - 35:5.

ტულუზელებმა, რომლებსაც ეროვნულ გუნდში მიწვეული რვა მოთამაშე აკლდა, მეტ-ნაკლები წინააღმდეგობა მეტოქეს მატჩის პირველ ტაიმში გაუწიეს. "კლერმონმა" პირველი ნახევარი 12:5 მოიგო, თუმცა შესვენების შემდეგ მრისხანე "ტულუზი" საბოლოოდ გატეხა.

ბრეგვაძე თამაშში 50-ე წუთიდან ჩაერთო, ზირაქაშვილი და გიორგაძე დაშავებულნი არიან.

არანაკლები ინტერესით ელოდნენ რაგბის ქომაგები მესამეადგილოსანი დავით ქუბრიაშვილის "ტულონის" შეხვედრას შინ, მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიესთან". თამაში, როგოც მოსალოდნელი იყო, დაძაბულ, უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა. შესაბამისად, პირველი ტაიმი ფრედ 3:3 დასრულდა.

მეორე ნახევარში მთელი თავისი ბრწყინვალებით წარმოჩინდა ტულონელთა მგეზავი ჯონი ვილკინსონი, რომელმაც პირველ ტაიმში გატანილ საჯარიმოს კიდევ სამი მიუმატა და არბიტრის მიერ დაფიქსირებული საჯარიმო ლელო გარდასახა (14 ქულა). "ტულონმა" პრინციპულ მეტოქეს 19:6 მოუგო.

გორგოძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ჟღენტი 57-ე წუთზე შეცვალეს, ქუბრიაშვილი მოედანზე 65-ე წუთიდან გამოჩნდა, ნარიაშვილი და შველიძე განაცხადში არ იყვნენ.

ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი" ყველასთვის მოულოდნელად შინ ვერას გახდა აუტსაიდერთან, გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის "ლიონთან" - 6:6. ეს ანგარიში მატჩის 21-ე წუთზე დაფიქსირდა და აღარ შეცვლილა.

კავთიძე თამაშში 59-ე წუთიდან ჩაერთო, რატიანიძესა და ფეიქრიშვილს არ უთამაშიათ.

დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივმა" შინ დაამარცხა პლეი ოფში მოხვედრისთვის მებრძოლი "სტად ფრანსე" 25:9. ამ გამარჯვებით ჩვენებურთა გუნდმა სახიფათო, დივიზიონიდან გასავარდნ ზონას თავი დააღწია და, თეორიულად, პლეი ოფშიც შეუძლია მოხვდეს.

პარიზელებთან მატჩის საწყისი 15 წუთი სტუმართა უპირატესობით წარიმართა და არგენტინელი მგეზავის ფელიპე კონტეპომის ორი საჯარიმოს წყალობით დაწინაურდნენ - 6:0. ბრიველებმა მალევე შეძლეს თამაშის დალაგება და პირველი ტაიმი 11:9 მოიგეს.

შესვენების შემდეგ კი "ბრივი" მთლიანად აკონტროლებდა მატჩის მსვლელობას და მეტოქეს მონაგრის გაზრდის საშუალება არ მისცა. თვითონ კი აქტივს 14 ქულა შესძინა.

კაკოვინი ძირითად შემადგენლობაში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს, ხინჩაგიშვილი და ნატრიაშვილი თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთვნენ. ასე რომ, პარიზულ გუნდს 25 წუთის განმავლობაში "ბრივის" შერკინების პირველხაზელთა ქართული სამეული არბევდა.

ბექა შეყლაშვილის "აჟენმა" შინ დაამარცხა "პერპინიანი" - 22:17 და ახლა 44 ქულით მე-7 ადგილზეა. შეყლაშვილი თამაშში 75-ე წუთიდან ჩაერთო.

I დივიზიონი

XIX ტური

ტულონი-მონპელიე 19:6, მეტრო რასინგი-ბაიონი 22:21, ბიარიცი-ბორდო 38:13, ბრივი-სტად ფრანსე 25:9, აჟენი-პერპინიანი 22:17, კლერმონი-ტულუზი 35:5, კასტრი-ლიონი 6:6.

სატურნირო მდგომარეობა

1. ტულუზი - 69 ქულა, 2. კლერმონი - 65, 3. ტულონი - 56, 4. კასტრი - 50, 5. მონპელიე - 48, 6. მეტრო რასინგი - 45, 7. აჟენი - 44, 8. სტად ფრანსე - 42, 9. ბრივი - 37, 10. ბორდო - 37, 11. პერპინიანი - 32, 12. ბაიონი - 30, 13. ბიარიცი - 30, 14. ლიონი - 26.

XX ტური

მეტრო რასინგი-ბორდო, ტულუზი-კასტრი, მონპელიე-ბაიონი, ბიარიცი-ბრივი, აჟენი-კლერმონი, სტად ფრანსე-ლიონი, პერპინიანი-ტულონი.

მეორე დივიზიონში გათამაშების ლიდერმა გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლმა" სტუმრად წააგო დავით ლოსაბერიძისა და ზერო პეტრიაშვილის "პოსთან" - 16:18. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

ამ გამარჯვების შემდეგ "პოს" 63 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა. მას კვალში უდგას "ალბი", რომელმაც შინ დაამარცხა ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკი" - 23:10.

დათუნაშვილმა სრულად ითამაშა, ნაცარაშვილი მე-40 წუთზე შეცვალეს, ასეიშვილი მოედანზე ერთი წუთის შემდეგ გამოჩნდა.

გათამაშების აუტსაიდერმა, თედო ზიბზიბაძის, დავით დადუნაშვილისა და ალექსანდრე მარგველაშვილის "პერიგომ" სტუმრად წააგო "კარკასონთან" - 10:24. ზიბზიბაძე, რომელმაც სრულად ითამაშა, არბიტრმა 50-ე წუთზე სინბინში გაუშვა. მარგველაშვილი თამაშში ორი წუთის შემდეგ ჩერთო, დადუნაშვილი კი მოედანზე 61-ე წუთიდან გამოჩნდა.

მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" შინ წააგო ერთ-ერთ აუტსაიდერ "ბეზიესთან" - 18:26. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

II დივიზიონი

XXII ტური

ალბი-ორიაკი 23:10, ტარბი-ბეზიე 18:26, ოში-ბურგუენი 25:15, ექსი-ნარბონი 29:36, კარკასონი-პერიგო 24:10, პო-გრენობლი 18:16, მონ დე მარსანი-ოიონაქსი 43:0

სატურნირო მდგომარეობა

1. გრენობლი - 73 ქულა, 2. დაქსი - 66, 3. პო - 63, 4. ალბი - 56, 5. მონ დე მარსანი - 56, 6. ლა როშელი - 55, 7. ოში - 54, 8. კარკასონი - 52, 9. ბურგუენი - 47, 10. ტარბი - 46, 11. ექსი - 45, 12. ოიონაქსი - 42, 13. ორიაკი - 37, 14. ნარბონი - 37, 15. ბეზიე - 27, პერიგო - 27.

XXIII ტური

პო-ალბი, ნარბონი-ბეზიე, ორიაკი-კარკასონი, დაქსი-მონ დე მარსანი, ოიონაქსი-პერიგო, ექსი-ტარბი, ლა როშელი-ბურგიენი, ოში-გრენობლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ამ ასპექტებში მომატება სჭირდება" - "ლიდსთან" მატჩის შემდეგ, ირაოლამ მამარდაშვილზე ისაუბრა
ამ ზაფხულს მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლა შესაძლებელია? - ვინ უჭერს მხარს ქართველის ტრანსფერს კატალონიურ გრანდში
18-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა
"ვილიარეალმა" "ლაიფციგისგან" მეკარე შეიძინა
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო