ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ექს-პრეზიდენტი ალექსეი გოიხმანი: "ვოლგა" არაპროფესიონალურად იქცევა
"ლელო" წერდა, ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" გენერალურმა დირექტორმა სერგეი ანისიმოვმა კლუბის ყოფილი მოთამაშეების, გოგიტა გოგუასა და ლაშა სალუქვაძის ანგარიშების დაყადაღების შესახებ სკანდალი კომენტარი რომ გააკეთა: მისი თქმით, დასადგენია, მოთამაშეების კონტრაქტის შედგენის დროს კლუბის ყოფილ თავკაცებს რეალურად რა ზრახვები ჰქონდათ, ხელფასებზე სამ-ოთხჯერ მეტ საკონტრაქტო თანხებს რატომ იხდიდნენ და საერთოდ, ამის მიღმა რა იმალებოდა.

მან ანგარიშების დაყადაღებაც გაამართლა და მოთამაშეთა წინაშე კლუბის დავალიანებაც კატეგორიულად უარყო.

ანისიმოვის განცხადებას ნიჟნელთა ყოფილი პრეზიდენტი ალექსეი გოიხმანი გამოეხმაურა.

"ჩემი აზრით, კლუბი არასწორად და არაპროფესიონალურად იქცევა. ძალიან სამწუხაროა ახალი ხელმძღვანელობის ასეთი დამოკიდებულება იმ მოთამაშეებთან, რომლებმაც კლუბი საკუთარი ნებით არ დატოვეს.

უკვე მერვე თვეა, რაც კლუბში არ ვმუშაობ, მაგრამ რამდენადაც მახსოვს, მოთამაშეებთან კონტრაქტები რუსეთის კანონების შესაბამისად შევადგინეთ. უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებებს. თუ მისი შედეგები რომელიმე მხარეს არ დააკმაყოფილებს, შესაძლოა, ეს პროცესი გაიწელოს და მხოლოდ რაიონულ სასამართლოში განხილვით არ შემოიფარგლოს.

რამდენადაც ვიცი, კლუბის დღევანდელი ხელმძღვანელობა მოთამაშეებს აღებული თანხის ფინანსურ ანგარიშს სთხოვს. ვერ გეტყვით, ეს სამართლიანია თუ არა. როდესაც ხელშეკრულებებს ვაფორმებდით, 169-ე მუხლი წავიკითხე და იურისტებთან ერთად დავასკვენით, რომ ამგვარი ანგარიშები საჭირო არ იყო", - თქვა გოიხმანმა "ჩემპიონატ.კომ"-თან ინტერვიუში.

რეალურად, ახლა "ვოლგაში" ძველი და ახალი ხელმძღვანელობის ბრძოლა მიმდინარეობს. ცნობილია, რომ გოიხმანს კლუბში დაბრუნება სურს და, სხვათა შორის, ასეთ შემთხვევაში ქართველებს დაბრუნებას ჰპირდება. ახლები კი ექს-პრეზიდენტის დისკრედიტაციას ამგვარად ცდილობენ და აშკარაა, კონტრაქტებში ფულის გათეთრებაზე მიანიშნებენ.

ჩვენი გასარჩევი არ იქნებოდა, რა ცოდვა-მადლი ტრიალებს რუსულ ფეხბურთში, ჩვენი პრობლემებიც თავზესაყრელად გვაქვს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ რუსების დავაში ქართველები ზარალდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
საბა ლაზიშვილი: უმართან ბრძოლა ჩემთვის პირადულია, რადგან კულისებს მიღმა ისეთი რაღაცები მოხდა...
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ყველაზე სამწუხარო, შენი სასოწარკვეთის ეს დონეა" - ბასილაშვილის პასუხი იმ ადამიანს, რომელმაც გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა
[VIDEO] 5:0 - კლოპის გერმანიამ ჩავის ნიდერლანდები გაანადგურა და ჯგუფის გამარჯვებული გახდა
უკრაინელთა მწვრთნელი: ფეხბურთელებს საქართველოსთან გამარჯვების უზარმაზარი სურვილი აქვთ - ამას იმსახურებენ
"აზაროვმა მითხრა, რომ ხვალ გაგვაბახებენ" - გაუმხილა უკრაინელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტს
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
მატჩის დღე! რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს?