ქალთა ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურის შემდეგ ჩვენები ლიდერებს 0.5 ქულით ჩამორჩებიან
თურქულ გაზიანთეფში გრძელდება მოჭადრაკე ქალთა ინდივიდუალური ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს 11 წარმომადგენელი მონაწილეობს.

3 მარტს მე-2 ტურში ჩვენთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ახალგაზრდა დიდოსტატის, სოფიკო გურამიშვილის წარმატება - თბილისელმა მოჭადრაკემ 2010 წლის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულს, ევროპის ინდივიდუალური პირველობების მრავალგზის პრიზიორსა და გუნდურში კონტინენტის ჩემპიონატების ორგზის ოქროს მედალოსან ნადეჟდა კოსინცევას აჯობა, რომელიც საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგით პირველ ათეულში შედის.

ასევე წარმატებით ითამაშა სალომე მელიამ, რომელმაც შავი ფიგურებით ნელი ალექსანიანი (რუსეთი) დაამარცხა. დანარჩენ ქართველთა და ფავორიტთა მეორე ტურის პარტიები კი ასე დამთავრდა: მერი არაბიძე - ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი) 0,5:0,5, მირანდა მიქაძე - ნინო ხურციძე 0:1, ჰოანგ თან თრანგი (უნგრეთი) - სოფიო გვეტაძე 0,5:0,5, ზოია შლენინგი (გერმანია) - ნინო ბაციაშვილი 0,5:0,5, ლელა ჯავახიშვილი - მონიკა სეპსი (შვეიცარია) 1:0, ნაზი პაიკიძე - ისიმ პატელი (თურქეთი) 1:0, სანდუგახ შაიდულინა (რუსეთი) - ნანა ძაგნიძე 0:1, კაროლინა ოლსაროვა (ჩეხეთი) - ბელა ხოტენაშვილი 0:1, ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი) - ალინა კაშლინსკაია (რუსეთი) 1:0, მარტა მიხნა (გერმანია) - ტატიანა კოსინცევა (რუსეთი) 0:1, მარი სებაგი (საფრანგეთი) - კარინა ჰოროვსკა (პოლონეთი) 1:0, დარია ჩაროჩკინა (რუსეთი) - ვალენტინა გუნინა (რუსეთი) 0:1, ვიქტორი ჩმილიტე (ლიტვა) - იოლანტა ზავადსკა (პოლონეთი) 1:0.

4 მარტს მე-3 ტურის პარტიები გაიმართა. სალომე მელია - ანტოანეტა სტეფანოვა 0,5:0,5, ვალენტინა გუნინა - სოფიკო გურამიშვილი 0,5:0,5, ნინო ხურციძე - გულნარ მამადოვა (აზერბაიჯანი) 0,5:0,5 ნაზი პაიკიძე - მარია მუზიჩუკი (უკრაინა) 0,5:0,5, ანა უშენინა (უკრაინა) - მერი არაბიძე 0,5:0,5, სოფიო გვეტაძე - ლელა ჯავახიშვილი 0,5:0,5, ნინო ბაციაშვილი - ინა ივახინოვა (რუსეთი) 1:0, ნანა ძაგნიძე - ირინა ბულმაგა (რუმინეთი) 1:0, ბელა ხოტენაშვილი - ლილი დრლიევიჩი 1:0, ნადეჟდა ხარმუნოვა (რუსეთი) - მირანდა მიქაძე 1:0.

საკვირველია, მაგრამ ნადეჟდა კოსინცევამ 4 მარტს ბულგარელ ივა ვიდენოვასთანაც წააგო. ნატაშა ბოიკოვიჩი (სერბეთი) - მარი სებაგი 0:1, იოლანტა ვოინოვიჩი (ჩერნოგორია) - ვიქტორია ჩმილიტე 0:1, ოლგა გირია (რუსეთი) - ანა მუზიჩუკი (სლოვენია) 0,5:0,5, ალექსანდრე კოსტენიუკი - ზოია შლენინგი 0:1, ტატიანა კოსინცევა - ქრისტინა-ადელა ფოიშორი (რუმინეთი) 0:1, ლილით გალოიანი (სომხეთი) - ელმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი) 0:1, იოანა დვორაკოვსკა (პოლონეთი) - კატერინა ლაგნო (უკრაინა) 0:1.

სამი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ ევროპის ამჟამინდელი ჩემპიონი, ლიტველი ვიქტორია ჩმილიტე, ფრანგი მარი სებაგი და რუმინელი ქრისტინა ადელა ფოიშორი დაწინაურდნენ. მოჭადრაკეთა დიდი ჯგუფი მათ ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩება. ქართველთა მონაგარი კი ასეთია: მელია, ბაციაშვილი, გურამიშვილი, ხურციძე - 2.5-2.5, პაიკიძე, არაბიძე, გვეტაძე, ჯავახიშვილი, ძაგნიძე, ხოტენაშვილი - 2-2, მიქაძე-1 ქულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nemso
კოსინცევამ ისეთი შეცდომა დაუშვა ,რომ მოგებული პარტია ფაქტიურად აჩუქა სოფო გურამიშვილს,და შოკიდან ვერ გამოვიდა.ამის გამოა რომ მეორე დღესაც წააგო.
უძლევი
გამარჯვებას გისურვებთ გოგოებო. ფოტოზე ვინ არის გამოსახული? სუპერმოდელია თუ მოჭადრაკე?
დათო
მელია, ბაციაშვილი, გურამიშვილი, ხურციძე - 4-4,???? უნდა ეწეროს 2,5 - 2,5 !!!
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე