გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსი" მზადაა ესპანელ სპეციალისტს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო კონტრაქტი შესთავაზოს
ლონდონის "ჩელსის" მფლობელ რომან აბრამოვიჩს სურს, რომ სეზონის დამთავრების შემდეგ მის გუნდს თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპეციალისტი, კატალონიური "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ჩაუდგეს სათავეში.

ლონდონური კლუბიდან გამოსული ხმების თანახმად, პორტუგალიელი თავკაცის ანდრე ვილაშ-ბოაშის გათავისუფლების შემდეგ, რუსი მილიარდერის სიაში ნომერ პირველ კანდიდატად სწორედ "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელია.

"აბრამოვიჩს თავის გუნდში მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელის ხილვა სურს და გვარდიოლა მის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ალტერნატივად აბრამოვიჩს რამდენიმე ადგილობრივ სპეციალისტსაც სთავაზობდნენ, მაგრამ რომანი მოდური ტენდენციების მიმდევარია და მხოლოდ უცხოელი თავკაცი სურს", - განუცხადა "ჩელსის" ხელმძღვანელობასთან დაახლოებულმა პირმა ESPN-ს.

ამტკიცებენ, რომ "ჩელსი" მზადაა ესპანელ სპეციალისტს ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო კონტრაქტი შესთავაზოს. ამასთან თავად გვარდიოლას "ბარსელონასთან" მოქმედი ხელშეკრულება აქამდე არ გაუგრძელებია, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლომდეა გათვალისწინებული.

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი