აბრამოვიჩმა გადაჭრა ვილაშ-ბოაშის პრობლემა, რომელიც მას 50 მლნ გირვანქა დაუჯდა (ტორეს, შენზე არ ვამბობთ)
ანდრე ვილაშ ბოაში "ჩელსიში" 2011 წლის ივნისში მივიდა. 33 წლისა ის, ლონდონური კლუბის ისტორიაში მესამე ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი გახდა. ჟოზე მოურინიოს ეპოქაში "სტემფორდ ბრიჯზე" მას უკვე ჰქონდა ნამუშევარი სკაუტად და მწვრთნელად, რომელსაც მეტოქეთა თამაშების შესწავლა ევალებოდა.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა პირველი ოფიციალური მატჩი "ჩელსიში" "სტოკ სიტისთან" ჩაატარა (0:0), რასაც ჩემპიონატში მიჯრით 3 მოგება მოჰყვა. მართალია, ეს თამაშები პრემიერლიგის გრანდებთან არ ყოფილა, მაგრამ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მაინც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

"ჩელსიმ" კარგად დაიწყო ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგაშიც, სადაც "ლევერკუზენს" მოუგო 2:0. ვილაშ ბოაშმა პირველი დიდი გაკვეთილი "ოლდ ტრეფორდზე" მიიღო. მისი გუნდი ღირსეულად დაუდგა მრისხანე მეტოქეს, მაგრამ მსაჯის შეცდომებმა და ფერნანდო ტორესის მიერ დღემდე დაუჯერებელმა განიავებულმა მომენტმა "ჩელსის" გარჯა ქარს გაატანა.

ამას კიდევ ერთი მოულოდნელი ფრე მოჰყვა "ფულჰემთან", შემდეგ კი "ჩელსი" აფეთქდა და ზედიზედ "მიალაგა" მეტოქეები - "სუონსი" 4:1, "ბოლტონი" 5:1, "ევერტონი" 3:1, "გენკი" 5:0.

რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ვილაშ ბოაში და მისი შეგირდები საერთო ენას უკვე ნახულობდნენ, მაგრამ არა... ეს მხოლოდ შთაბეჭდილება აღმოჩნდა.

"ჩელსიმ" ზედიზედ ორი მატჩი წააგო პრემიერლიგაში "ქუინზ პარკთან" 1:0 და შინ "არსენალთან" 5:3. ნოემბერში "ლურჯებმა" კიდევ 2 თამაში დათმეს, ორჯერვე "ლივერპულთან" ჯერ ჩემპიონატში (1:2), შემდეგ ლიგის თასის 1/4-ფინალში (0:2).

დეკემბერის დასაწყისში სიტუაცია ცოტა დაწყნარდა. გუნდმა რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო, ჯერ "ვალენსიასთან" 3:0 (რის შემდეგაც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საგზური გაინაღდა), მერე "მანჩესტერ სიტისთან" 2:1, მაგრამ ამას ისეთი სერია მოჰყვა, რომ ვილაშ ბოაშის გაძევებაზე პირველად მაშინ ალაპარაკდნენ - 3 ფრე და 1 წაგება.

იანვარში ისევ ყველაფერი დალაგდა, გუნდმა 12-დან 8 ქულა აიღო. თუმცა "ჩელსი" თებერვალში უკვე საბოლოოდ დაეშვა დაღმართზე - 5 თამაში 1 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება. რაც მთავარია, მოხდა პირველი გაუგებრობები მწვრთნელსა და ვარსკვლავებს შორის. ვილაშ ბოაშმა განაცხადა, ფეხბურთელების მხარდაჭერა კი არა მორჩილება მჭირდებაო. ჩვენი აზრით, მსგავსი ტონით ლაპარაკი თუნდაც ფრენკ ლემპარდთან და ჯონ ტერისთან უტაქტობაა და მეტი არაფერი.

"ვესტ ბრომვიჩთან" წაგება რომან აბრამოვიჩისთვის ბოლო წერტილი იყო მოთმინების ფიალაში. 13 მილიონ ფუნტად გადაბირებული მწვრთნელისთვის ლონდონურ კარიერას წერტილი დაესვა. სეზონის ბოლომდე ვილაშ ბოაშის საქმეს მისი ყოფილი თანაშემწე რობერტო დი მატეო ჩაიბარებს. "ჩელსის" დირექტორატიდან კომენტარს ჯერჯერობით არავინ აკეთებს. ამიტომ, მხოლოდ ავტორიტეტული საფეხბურთო პერსონების შეფასებებს შემოგთავზებთ. ერთადერთი გამონაკლისი ლონდონელთა ბანაკიდან ხუან მატა აღმოჩნდა.

რეაქციები პოსტ ფაქტუმ

ხუან მატა (ჩელსის ნახევარმცველი): "ეს იყო საკმაოდ რთული დღე მათთვის, ვინც თავს "ჩელსის" ნაწილად მიიჩნევს. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა მწვრთნელს და მომავალ კარიერაში წარმატებები ვუსურვო. ჩვენ კი თუკი გვსურს, რომ სიტუაცია გამოსწორდეს, უფრო ბევრი უნდა ვიმუშაოთ".

რეი უილკინსი (ჩელსის ყოფილი მწვრთნელი): "შევდივარ ვილაშ ბაოშის მდგომარეობაში. "ჩელსი" მისთვის ძალიან მძიმე განსაცდელი აღმოჩნდა. მეორე მხრივ მისი წასვლა ავტომატურად სულაც არ ნიშნავს, რომ კლუბში სიტუაცია ეგრევე დალაგდება. ჩვენი და პორტუგალიური ფეხბურთი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. არ მინდა, "პორტუს" გამარჯვებებს ჩრდილი მივაყენო, მაგრამ ამ გუნდთან ერთად ტიტულების მოგება უფრო იოლია, ვიდრე "ჩელსისთან".

პრემიერლიგაში მუშაობა გარკვეული ექსტრიმია. დი მატეოს უკვე უმუშავია ამ გარემოში. მწვრთნელის რანგში მას "ჩელსიშიც" აქვს დრო გატარებული, ასე რომ, ვიტყდოდი, რომ მისი დანიშვნა ნამდვილად უფრო ჭკვიანური გადაწყვეტილებაა, ვიდრე ახლა გარედან ვინმეს მოყვანა იქნებოდა. რობი ამ საქმისთვის შესაფერისი კაცი მგონია. სტივ ჰოლანდთან ერთად დუეტში რას იზამს, ამას სეზონის ბოლოს ვნახავთ".

ლუიშ ფელიპე სკოლარი (ჩელსის ყოფილი მთავარი მწვრთნელი): "ინგლისში არის "არსენალი", რომელსაც არსენ ვენგერი უკვე დიდი ხანია უდგას სათავეში. მიუხედავად იმისა, რომ მისი ხელმძღვანელობით სულ 2-3-ჯერ (3-ჯერ. რედ) თუ გახდა ჩემპიონი, ფრანგის გაგდება აზრად არავის მოსდის. "ჩელსიში" კი მწვრთნელებისადმი დამოკიდებულება აბსოლუტურად განსხვავებულია.

ჩემი აზრით ეს გადაწყვეტილება ცოტა უცნაურია, მაგრამ მას მერე, რაც მე ამ კლუბში გადავიტანე, ისე ძალიანაც აღარ მაკვირვებს. ვილაშ-ბოაში ჩემპიონი მწვრთნელი იყო და ასეთადვე დარჩება. მას უჯობდა 7-8 ფეხბურთელი სეზონის დასაწყისშივე გამოეცვალა. განსაკუთრებით ისინი, ვინც ჯერ კიდევ ჩემს დროს თამაშობდა. მისი მემკვიდრეობა ყველასთვის ჯოჯოხეთი იქნება".

ავრამ გრანტი (ჩელსის ყოფილი მთავარი მწვრთნელი): "ამ ამბის გაგება ძალიან სამწუხარო იყო. ჩემი აზრით, ცოტა მეტი მოთმინება იყო საჭირო. თუმცა როდის მოხდებოდა ეს ფაქტი, დიდი ხანია ველოდით. როცა "ჩელსიში" სამუშაოდ მიდიხარ, აუცილებლად უნდა გახსოვდეს ერთი რამ: ან შედეგი უნდა დადო, ან ნათლად დაგვანახო, რომ ზუსტად იცი, საით მიგყავს გუნდი.

ვერ ვიმსჯელებ იმაზე, თუ რა მოხდა ამჯერად, თუმცა ადრე "ჩელსის" მწვრთნელებს სწორედ შედეგის არქონის გამო უშვებდნენ გუნდიდან. ვილაშ-ბოაში რომ ფეხბურთში ერკვევა, მან ეს "პორტუშიც" დაამტკიცა, მაგრამ "ჩელსი" სულ სხვა ისტორიაა. აქ მხოლოდ საფეხბურთო ტაქტიკის ცოდნა არ კმარა. საჭიროა, რომ გარკვეული პრობლემების მოგვარება ძალიან მარტივად შეგეძლოს".

ჰარი რედნაპი (ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელი): "ძალიან სამწუხაროა. ის დიდებულად მუშაობდა შარშან პორტუგალიაში, ინგლისში კი არაფერი გამოუვიდა. ეს ინგლისური ფეხბურთია და აქ არნახული ზეწოლაა. რამდენიმე მატჩს წააგებ და უკვე პრობლემები გექმნება".

ვინ იქნება შემდეგი მსხვერპლი?

"ფრანს პრესის" ინფორმაციით, "ჩელსის" ბოსი რომან აბრამოვიჩი კლუბში ჟოზე მოურინიოს დაბრუნებას გეგმავს. ის, რომ სეზონის დასრულების შემდეგ "განსაკუთრებული კაცი" მადრიდიდან წასვლას გეგმავს, დიდი ხანია ცნობილია.

ინგლისურმა ტაბლოიდებმა თებერვლის ბოლო დღეეებში სეუ ჟოზე ლონდონში ნახეს, სადაც მან ახალი სახლი შეიძინა. ESPN ამტკიცებს, "სტემფორდ ბრიჯზე" ხოსეპ გვარდიოლა დაინიშნებაო.

"არის რამდენიმე ინგლისელი მწვრთნელი, მაგალითად ჰარი რედნაპი და გლენ ჰოდლი, რომელთაც შეუძლიათ გუნდის ჩაბარება, მაგრამ აბრამოვიჩი უპირატესობას არაინგლისელ სპეციალისტებს ანიჭებს," - იუწყება "ჩელსის" მაღალჩინოსანი, რომელმაც ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"