იტალიური საჯინიბოს ტექნიკურმა დირექტორმა განაცხადა, რომ F2012 საშუალებას არ მისცემს პილოტებს სეზონის პირველ რბოლებში პოდიუმისთვის იბრძოლონ
ტესტების ფინალურ დღეს კიმი რაიკონენმა ყველაზე გრძელი დისტანცია გაიარა და საუკეთესო დრო აჩვენა. წრეზე დროს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ "ლოტუსის" პილოტებმა ოთხიდან სამ დღეს საუკეთესო წრე დააფიქსირეს, რაც გუნდის ხელმძღვანელობაში გარკვეულ ოპტიმიზმს ბადებს, განსაკუთრებით გამოტოვებული ტესტების მეორე სერიის შემდეგ.

"გასული კვირის იმედგაცრუების შემდეგ, ეს ტესტები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. და ვფიქრობ, კარგად გავართვით თავი სამუშაოს.

გატარებულმა სამუშაოებმა საშუალება მოგვცა მოგვეგვარებინა წინა დაკიდების პრობლემა. ეს გუნდის თანამშრომლების დამსახურებაა,

რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ E20 ბარსელონას ტესტებისთვის მოემზადებინათ.

წვიმისა და გარკვეული ტექნიკური სირთულეების მიუხედავად, ჩვენ შევძელით ბევრი რამ გვესწავლა ახალ ბოლიდთან მუშაობის მხრივ. ახლა უკეთესად გვესმის ახალი ტექნიკის, რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ მანქანის მახასიათებლების მხრივ. გარდა ამისა, ორივე პილოტი კმაყოფილია საბურავების ცვეთისა და ბალანსის დონით. მომავალს ფრთხილი ოპტიმიზმით შევყურებთ და მოუთმენლად ველით მელბურნის რბოლას", - აცხადებს გუნდის შეფი ერიკ ბულიე.

"დღევანდელი სესიით კმაყოფილი ვარ. არანაირი პრობლემა არ შექმნილა. სარბოლო მახასიათებლების ბევრი ვარიანტი ვცადეთ და პოზიტიური შედეგები მივიღეთ.

დღეს დიდი დრო გავატარე საჭესთან, მაგრამ თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ამინდი ცივი იყო, ამიტომაც საბურავი არც ისე ეფექტურად მუშაობდა. სხვა მხრივ, ყველაფერი წესრიგში გახლდათ.

სასიამოვნოა, როცა საკუთარ გვარს პირველ ადგილზე ხედავ, მაგრამ მელბურნის კვალიფიკაციამდე შეუძლებელია მანქანის სიჩქარის შეფასება. ყველა ცვლილებამ, რომელიც ტესტების მსვლელობისას შევიტანეთ, მანქანა უფრო სწრაფი გახადა. ვნახოთ, როგორი სიტუაცია იქნება ავსტრალიაში. მე მას დიდი იმედით ველოდები", - ასეთი კომენტარი გაუკეთა დასრულებულ ტესტებს კიმი რაიკონენმა.

"ლოტუსისგან" განსხვავებით, იმედგაცრუება სუფევს "ფერარის" ბანაკში. იტალიური საჯინიბოს ტექნიკურმა დირექტორმა პეტ ფრაიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ F2012 საშუალებას არ მისცემს პილოტებს სეზონის პირველ რბოლებში პოდიუმისთვის იბრძოლონ.

"პოდიუმი? სავარაუდოდ, ამ მომენტისთვის ეს შეუძლებელია. იმედგაცრუებული ვარ მიმდინარე სიტუაციით, კიდევ ბევრის გაკეთება მოგვიწევს იმისთვის, რომ F2012-ით უფრო ბევრს მივაღწიოთ.

ბაზაზე მუშაობა გრძელდება, რამდენიმე სიახლეს ვამზადებთ, რომელსაც უკვე მელბურნში შევამოწმებთ", - განაცხადა ფრაიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა